აკადემიური პერსონალი

თამარ როდონაია

ასისტენტი

ელფოსტა: t.rodonaia@gipa.ge

მისი აკადემიური განათლება მოიცავს სოციალურ და პოლიტიკურ მეცნიერებებს. ამჟამად იგი ახორციელებს სადოქტორო კვლევას ეთიკური კომუნიკაციისა და სოციალური პასუხისმგებლობის განვითარების მიმართულებით.

მას აქვს რვაწლიანი აკადემიური გამოცდილება, რომლის ფარგლებშიც ასწავლის კორპორაციულ კომუნიკაციებს, სოციალურ პასუხისმგებლობასა და მდგრადი განვითარების საკითხებს სხვადასხვა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში. მისი სწავლების მეთოდოლოგია ეფუძნება თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, შეისწავლონ ბიზნესის კორპორაციული კომუნიკაციების და  პასუხისმგებლობის თანამედროვე გამოწვევები და შესაძლებლობები.

თამარ როდონაია არის მდგრადობის აკადემიის ლექტორი და ასევე  აქვს მრავალწლიან გამოცდილებას სატრენინგო პროგრამების შექმნისა და განხორციელების მიმართულებით.

იგი აქტიურად მუშაობს როგორც სტრატეგიული კომუნიკაციების და კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის დამოუკიდებელი კონსულტანტი. თანამშრომლობს როგორც მსხვილ, ასევე მცირე ბიზნესებთან, საერთაშორისო და ადგილობრივ ორგანიზაციებთან  საკომუნიკაციო და CSR სტრატეგიების დაგეგმვასა და განხორციელებაში, იღებს მონაწილეობას სასსწავლო მოდულების შექმნაში.

გარდა ამისა, თამარ როდონაია აქტიურად არის ჩართული სოციალური აქტივიზმის სფეროში. ის თანამშრომლობს საქართველოში მოქმედ სოციალურ საწარმოებთან და სოციალური საკითხებით დაკავებულ მცირე კომპანიებთან, ეხმარება მათ ცოდნის გაღრმავებასა და პროექტების მართვაში.

თამარი მონაწილეობდა სხვადასხვა გაცვლით პროექტში და არის საერთაშორისო სასწავლო გრანტების და სტიპენდიების მფლობელი.

 

სასწავლო კურსები:

  • კორპორაციული კომუნიკაციები;
  • კორპორაციული პასუხისმგებლობა და მდგრადი განვითარება;
  • ბიზნესის ეთიკა და სოციალური ინოვაციები;
  • კრიზისული კომუნიკაციები და რეპუტაციის მართვა ;
  • სტრატეგიული კომუნიკაციები.

 

კვლევითი ინტერესები:

კორპორაციული სოციალური პასუხისმგებლობის (CSR) როლი  უმაღლეს განათლებაში; CSR და მდგრადი საუნივერსიტეტო მოდელები; ბიზნესის ეთიკა და სოციალური ინოვაციები; CSR და ტექნოლოგიები; ეთიკური თანამედროვე კომუნიკაცია.