გარემოსდაცვითი მენეჯმენტი და პოლიტიკა

გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში და სურთ  გაიღრმავონ ცოდნა საჯარო მმართველობის  მიმართულებით.

პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდები.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად 9 სექტემბრამდე.

 ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მაგისტრანტებისთვის


ხელშეკრულების გაფორმება:

 

ჩარიცხული სტუდენტი ხელშეკრულების გასაფორმებლად  უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში 20, 21, 22 ან 23 სექტემბერს, 12:00-17:00 შუალედში. 

მმართველობის  სკოლა: თბილისი, იეთიმ გურჯის #9 

ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

სწავლა დაიწყება 26 სექტემბერს.

შიდასაუნივერსიტეტი გამოცდის ქულების გადანაწილება:

გამოცდა     100 ქულა

გასაუბრება 100 ქულა

* ინგლისურის ტესტის ნიმუში

საბუთების მიღება 

15 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით

ინგლისურის გამოცდა: 14 სექტემბერი 

გამოცდის გავლა მოხდება გასაუბრებაზე, ზეპირად კომისიის მიერ

გასაუბრება: 14 სექტემბერი

სწავლა დაიწყება: 26 სექტემბერს 

მაგისტრანტობის იმ კანდიდატებმა, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე და წარმატებით გაივლიან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდას/გამოცდებსა და გასაუბრებას, არაუგვიანეს 2021 წლის 20 სექტემბრისა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის წლიური სწავლის საფასურის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში გამოაკლდება სწავლის ღირებულებას.

GIPA, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტრო, საქართველოს გარემოსა და ბუნებრივი რესურსების დაცვის სამინისტროსთან არსებული სსიპი გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრი და გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) წარმოგიდგენთ გარემოსდავცითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის ახალ სამაგისტრო პროგრამას. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის მმართველობის სკოლის გარემოსდავცითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია მათთვის, ვისაც სურს გარემოსდაცვითი მმართველობის და პოლიტიკის, გარემოსდაცვითი კონცეფციების, გარემოს დაცვის სფეროს მრავალ განშტოებასთან დაკავშირებული საკითხების, გარემოსა და ბუნებრივი რესურსების ეკონომიკის ძირითად კონცეფციებსა თუ გადაწყვეტილების მიღების რაციონალურ მეთოდებზე გარემოს დაცვის კუთხით სიღრმისეული და სისტემური შესწავლა. ასევე, იმ საჯარო მოხელეებისათვის, რომელთა საქმიანობა მოითხოვს გარემოსდაცვითი საკითხების თეორიულ და პრაქტიკულ ცოდნას. პროგრამა ასევე ითვალისწინებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გადაცემას გარემოსა და ბუნებრივ რესურსებთან დაკავშირებული ან მომიჯნავე სფეროში უკვე დასაქმებულ, თუ ამ სფეროთი დაინტერესებულ პირთათვის.

მიზანი

 პროგრამის მიზანია მაღალკვალიფიციური სპეციალისტების მომზადება გარემოსდაცვითი მმათველობისა და პოლიტიკის სფეროში, რომლებიც წარმატებით იმუშავებენ როგორც საჯარო, ასევე კერძო, თუ საზოგადოებრივ სექტორში სხვადასხვა კვლევით, აკადემიურ თუ მენეჯერულ თანამდებობებზე, რომელთა ფუნქციებში და მოვალებბეში შედის გარემოსდაცვითი მმართველობის საკითხებზე მუშაობა. გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიღებული ცოდნის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ პროფესიულად განვითარდნენ და წარმატებული კარიერა განახორციელონ როგორც საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და კერძო სექტორში, რასაც უზრუნველყოფს სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა.

 

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის მაგისტრი

სწავლების საფეხური - მაგისტრატურა

პროგრამის მოცულობა - 120 კრედიტი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი

სასწავლო გრაფიკი - საღამოს სწავლება

პროგრამის აკრედიტაციის პროცესი დასრულდა 2016 წლის სექტემბერში.

სწავლის ღირებულება

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 3500 ლარს. თანხის გადახდა ერთი წლის განმავლობაში ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით. პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ გარემოს დაცვის მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

დაფინანსება

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის ორწლიანი სამაგისტრო პროგრამის ჯამური ღირებულება 7000 ლარს შეადგენს. სწავლის დაფინანსებისათვის, გარდა სახელმწიფო გრანტისა (2250 ლარი), აღნიშნული პროგრამა, სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას, მიიღოს   GIPA-ს  თანადაფინასება ( სასწავლო წლის განმავლობაში სემესტრულად- 500ლარის ფასდაკლება საუკეთესო სტუდენტს). 

სწავლის დაფინანსების  ვარიანტები:

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის მოპოვების გარეშე

7000 ლარი

ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

875 ლარი

 

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების
შემთხვევაში

7000-4500=2500, გადასახდელი
თანხა - 2500 ლარი

ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

312,5 ლარი

 

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

GIPA-ს სემესტრული სტიპენდიის (500 ლარი) მოპოვების შემთხვევაში

სასწავლო სემესტრის საფასურს აკლდება 500 ლარი

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა
(არჩევითი და სავალდებულო საგნები) 

  • I -II -III სემესტრი - ძირითადი და არჩევითი საგნები
  • IV სემესტრი - პოლიტიკის ლაბორატორია, დიპლომზე მუშაობა
  • ლექციები - სამუშაო დღეებში 19:00 – 22:00 საათამდე, შაბათს 12:00 -15:00 საათამდე

სწავლების ენა:

  • ინგლისური და ქართული;
  • ძირითადი სასწავლო მასალა ინგლისურ ენაზე;

პროგრამა შედგება შემდეგი საგნებისგან: 

სახელი და გვარი

სტატუსი

სასწავლო კურსი

1.         

ნანა მაჭარაშვილი

პროფესორი

·          კვლევის მეთოდები, დიზაინი და აკადემიური წერა 

2. ეკა კაკაბაძე მოწვეული ლექტორი ·          ბიომრავალფეროვნების მართვა და კონსერვაცია

3.         

კახა ბახტაძე

მოწვეული ლექტორი

·          პროექტის მართვა და ბიუჯეტირება გარემოს დაცვის სფეროში

4.         

ქეთევან გუჯარაიძე

მოწვეული ლექტორი

·          გარემოს დაცვის ზემოქმედების შეფასების ინსტრუმენტები

·          გარემოს დაცვის მართვის ინსტრუმენტები

·          გარემო და კონფლიქტები

5.         

ნინო თანდილაშვილი

მოწვეული ლექტორი

·          გარემოს დაცვის პოლიტიკა

6.         

ლაშა არევაძე

მოწვეული ლექტორი

·          გარემოს დაცვის ეკონომიკა

7.         

ირაკლი შავგულიძე

მოწვეული ლექტორი

·          ბიომრავალფეროვნების მართვა და კონსერვაცია

8.         

კახა არცივაძე

პროფესორი

·          ბიომრავალფეროვნების მართვა და კონსერვაცია

·          გარემოს დაცვის ძირითადი გამოწვევები

·          ცოცხალი გარემო და ეკოლოგია

9.         

ელისო ბარნოვი

მოწვეული ლექტორი

·          წყლის რესურსების მართვის პრინციპები

10.       

ირაკლი ქობულია

მოწვეული ლექტორი

·          წყლის რესურსების მართვის პრინციპები

11.       

ხათუნა გიგაური

ასოცირებული პროფესორი

·          კლიმატის ცვლილება და მისი ასპექტები

12.       

მურმან მარგველაშილი

მოწვეული ლექტორი

·          მდგრადი ენერგეტიკის პოლიტიკა

13.       

ნიკა არევაძე

მოწვეული ლექტორი

·          გის და სივრცითი გეგმარების მენეჯმენტი გარემოსდაცვით საკითხებში

14.       

ნინო გელაშვილი

მოწვეული ლექტორი

·          ნარჩენების მართვა

15.       

ნოე მეგრელიშვილი

მოწვეული ლექტორი

·          ატმოსფერული ჰაერის დაცვა

16.       

ნათია იორდანიშვილი

მოწვეული ლექტორი

·          ტყის რესურსების მართვა

17.       

ია პაპიაშვილი

მოწვეული ლექტორი

·          ეფექტური კომუნიკაციის საფუძლები გარემოს დაცვით სფეროში

18.       

მაია ზავრაშვილი

ასისტენტი

·          ეთიკა საჯარო სამსახურში

·          საერთაშორისო ეკოლოგიური სამართალი

19.       

თამარ კობერიძე

მოწვეული ლექტორი

·          პოლიტიკური ლობიზმი და ადვოკატირება

20.       

დავით ჯანდიერი

პროფესორი

·          საჯარო სამართლის საფუძლები

იხ. პროგრამის კურიკულუმი

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) მმართველობის სკოლა მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა დასავლურ და ევროპულ უნივერსიტეტებთან. აღნიშნული პარტნიორობების ფარგლებში გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს საშუალება ეძლევათ აირჩიონ სწავლის გაგრძელების მათთვის სასურველი ვარიანტი:

  1. მაასტრიხტის მენეჯმენტის სკოლა
  2. ჰამბურგის უნივერსიტეტი
  3. პრაღის უნივერსიტეტი

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმის საფუძველზე, სტუდენტის სურვილის შემთხვევაში, სტაჟრებასა და კვლევით საქმიანობაში ჩართულობას ახორციელებს შემდეგ ორგანზიაციებში:

  1. საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტი
  2. ქალაქ თბილისის საკრებულო
  3. გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის სამინისტრო.
  4. ქალაქ თბილისის გარემოს დაცვის საქალაქო სამსახური

ნუცა მინდიაშვილი

გარემოსდაცვითი მენეჯმენტის და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: n.mindiashvili@gipa.ge

მობ: 593 280 770

ლექტორები

ია პაპიაშვილი

ია პაპიაშვილი

კახა არცივაძე

კახა არცივაძე

გარემოს დაცვის გამოწვევბი

ქეთი გუჯარაიძე

ქეთი გუჯარაიძე

მურმან მარგველაშვილი

მურმან მარგველაშვილი

ენერგეტიკა

ეკატერინე კაკაბაძე

ეკატერინე კაკაბაძე

დაცული ტერიტორიების მართვა

თამარ შარაშიძე

თამარ შარაშიძე

ანანო გორგოძე

ანანო გორგოძე

ასისტენტი / განათლების პოლიტიკის მე ...

მაია ზავრაშვილი

მაია ზავრაშვილი

გარემოს დაცვის მენეჯმენტისა და პოლი ...

ერიხ მიეს

ერიხ მიეს

ნიკა არევაძე

ნიკა არევაძე

ლაშა არევაძე

ლაშა არევაძე

გარემოს დაცვის ეკონომიკა

ნოე მეგრელიშვილი

ნოე მეგრელიშვილი

ნინო ანთაძე

ნინო ანთაძე

პროფესორი / წერის სტრატეგიები

კახა ბახტაძე

კახა ბახტაძე

პროექტის მართვა და ბიუჯეტირება გარე ...

ხათუნა გიგაური

ხათუნა გიგაური

ასოცირებული პროფესორი/კლიმატის ცვლი ...

ელისო ბარნოვი

ელისო ბარნოვი

წყლის რესურსების მართვა

დაგვიკავშირდით