• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • ბიზნესის ადმინისტრირება

    თუ გსურს შეგეძლოს პრობლემური ორგანიზაციების გამართვა და კერძო, საჯარო თუ საზოგადოებრივ სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტა, შემოუერთდი ჯიპას MBA  ჯგუფს და ისწავლე ბიზნესის კეთება პრაქტიკულად.

    ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გადაცემას საქართველოს და მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულ პირთათვის.

    ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური მეწარმე-მენეჯერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ პრობლემური ორგანიზაციების გამართვასა და კერძო, საჯარო თუ საზოგადოებრივ სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტას. პროგრამის მრავალფეროვანი კურიკულუმი უზრუნველყოფს კურსის მონაწილეების აღჭურვას იმ საჭირო უნარ-ჩვევებით, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის მიზნების დასახვის, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა და არსებული რესურსების სწორად მართვისთვის.

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

    I ნაწილი - 60 კრედიტი - ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრი

    II ნაწილი - 60 კრედიტი - ბიზნეს ადმინისტრირების კვლევის მაგისტრი

    კურიკულუმი

    პროგრამის მოცულობა კრედიტებით:

    60 (ECTS) + 60  (ECTS) კრედიტი.

    სასწავლო კურსის შინაარსი გულისხმობს კლასიკური თეორიული საგნების და პრაქტიკის სინთეზს. იგი მოიცავს პრეზენტაციებისა და ანალიტიკური ნაშრომების წარდგენას, ასევე გუნდური მუშაობის პრინციპის დანერგვას ჯგუფური პროექტების განხორციელების მეშვეობით. სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ლექცია/სემინარის ფორმატით.

    სასწავლო პროცესი აგებულია მოდულური სწავლების პრინციპზე:

    • პირველი მოდული - ბიზნესი და მისი შემადგენელი ელემენტები
    • მეორე მოდული - ტექნოლოგიები და ოპერაციების მართვა
    • მესამე მოდული - კორპორატიული ფინანსები

    პროგრამის ხანგრძლივობა:

    • 1+1 წელი;
    • საღამოს სწავლება;
    • ლექციები კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ (2 ან 3 სამუშაო დღე (3 საათი) და ერთი დატვირთული შაბათი (6 საათი);

    სწავლების ენა:

    • ქართული;
    • ძირითადი სასწავლო მასალა ინგლისურ ენაზე;
    • მოწვეულ უცხოელ სტუმრებთან და ლექტორებთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე;
    პროგრამის ღირებულება:
    სტანდარტული ღირებულება 7500 ლარი (1 წლის)
     
    2026 წლის შემოდგომის სემესტრში პროგრამაზე ჩარიცხვის მსურველი ყველა კანდიდატი, რომელიც სტუდენტის ხელშეკრულებას ხელს მოაწერს, პირველ კურსზე (2026 - 2027 სასწავლო წელს) მიიღებს 2500 ლარიან დაფინანსებას.

    დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

    სალომე ჟორჟოლიანი

    ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

    ელ-ფოსტა: s.jorjoliani@gipa.ge

    მობ: +995 596 99 99 97

    მისამართი:  თბილისი, "რუსთავის გზატკეცილი #22ა"