გიორგი ხატიძე - სამართლის საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ასოცირებული პროფესორი.
2010 წლიდან კითხულობს ლექციებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში. გახლავთ სამეცნიერო სტატიებისა და მონოგრაფიების ავტორი, რომლებიც გამოქვეყნებულია როგორც საქართველოში ისე უცხოეთში. მონაწილეობა აქვს მიღებული არაერთ სამეცნიერო კონფერენციაში.
2001 წელს წარჩინებით დაამთავრა ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის იურიდული ფაკულტეტი.
2006 წელს დაასრულა წინარე სამაგისტრო/ბიზნეს ადმინისტრირების მაგისტრის პროგრამა ბელერბის კოლეჯში (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო).
2007 წელს დაამთავრა ლივერპულის უნივერსიტეტის სამართლის სკოლა (დიდი ბრიტანეთისა და ჩრდილოეთ ირლანდიის გაერთიანებული სამეფო) და მიენიჭა სამართლის მაგისტრის ხარისხი.
2021 წელს დაიცვა სადოქტორო დისერტაცია გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტში და მიენიჭა სამართლის დოქტორის აკადემიური ხარისხი.
სხვადასხვა დროს მუშაობდა საჯარო და კერძო ორგანიზაციებში, მათ შორის საქართველოს ეროვნულ ბანკში (2004-2005 წ.წ.).
სილქ როუდ ჯგუფში, სამართლებრივ საკითხებში გენერალური დირექტორის მოადგილის თანამდებობაზე (2012-2016 წ.წ.).
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციაში (IFC), საქართველოში საინვესტიციო გარემოს პროექტზე იურიდიული მრჩევლის თანამდებობაზე (2014-2016 წ.წ.).
2016-2020 წლებში გახლდათ საქართველოს IX მოწვევის პარლამენტის წევრი.