კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა ქართულ უნივერსიტეტებში - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა (ETHICS)

08 აპრილი, 2024

ევროკავშირის ერაზმუს+ 2022 წლის ინსტიტუციური განვითარების პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტი - ,,კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვა ქართულ უნივერსიტეტებში - კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა” (ETHICS)  პირველი ეროვნული სტრუქტურული რეფორმის პროექტია, რომელშიც ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი - კორსორციუმის ერთ-ერთი წევრის სახით იღებს მონაწილეობას. პროექტის ხანგრძლივობაა 4 წელი (2023-2027). 

პროექტის მიზანია, მაღალკვალიფიციურ კვლევებსა და მოწინავე აკადემიურ მიდგომებზე ორიენტირებული პრაქტიკის დანერგვით სისტემურად გააუმჯობესოს უნივერსიტეტებისა და კვლევითი ორგანიზაციების მიერ განხორციელებული კვლევითი საქმიანობა.

ETHICS პროექტის კონკრეტულ ამოცანებში შედის კვლევის ეთიკის, კვლევის სანდოობისა და კვლევის კეთილსინდისიერების მექანიზმების დანერგვა, ასევე მკვლევრების საქმიანობაში, მაღალი დონის სასწავლო პროგრამებსა და სადოქტორო პროგრამების სააკრედიტაციო სტანდარტებში კვლევის პასუხისმგებლობიანად წარმართვის კონცეფციის გაძლიერება, რაც მიზნად ისახავს არაორიგინალური აკადემიური ნაშრომების პრევენციას და ავთენტური კვლევითი პრაქტიკის ხელშეწყობას ქართულ უნივერსიტეტებში.

 პროექტის კოორდინატორია ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი, პარტნიორები კი საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო, განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი და შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი. აღსანიშნავია ისიც, რომ 10 ქართულ უნივერსიტეტთან ერთად, პროექტში ჩართულია 4 ევროპული უნივერსიტეტი, რაც ხელს შეუწყობს როგორც ადგილობრივი, ასევე საერთაშორისო პრაქტიკის გაზიარებას და სტრატეგიულად მნიშვნელოვანი კომუნიკაციის დამყარებას ევროპულ უნივერსიტეტებთან.

 

კეთილსინდისიერი კვლევის პრაქტიკის ფორმალური დანერგვა და პროექტით გათვალისწინებული მიზნების განვითარება ხელს შეუწყობს ქართული უნივერსიტეტების კონკურენტუნარიანობის გაზრდას, როგორც საქართველოში, ისე მის ფარგლებს გარეთ, განსაკუთრებით Horizon Europe-ის და ევროპული კვლევის საბჭოს მიერ გამოცხადებული პროგრამების ფარგლებში.

პროექტის კოორდინატორი:

ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი

კონსორციუმი ევროპელი პარტნიორები:

  1. ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტი
  2. ჩარლზის უნივერსიტეტი,
  3. მასარიკის უნივერსიტეტი
  4. აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ქსელი/ასოციაცია

ქართული უნივერსიტეტები:

  1. ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  2. კავკასიის უნივერსიტეტი
  3. დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი
  4. შოთა რუსთაველის სახელობის ბათუმის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
  5. აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი 
  6. სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  7. იაკობ გოგებაშვილის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი
  8. ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი 
  9. თბილისის სახელმწიფო სამხატვრო აკადემია

არასაუნივერსიტეტო პარტნიორები:

  1. საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრო 
  2. განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი
  3. შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნული სამეცნიერო ფონდი 

პროექტის შესახებ დეტალური ინფორმაცია იხილეთ ბმულზე.

ETHICS პროექტის ფარგლებში GIPA-ს მიერ განხორციელებული აქტივობები: