GIPA ETHICS პროექტის კონსორციუმის მესამე საერთაშორისო შეხვედრაში მასარიკის უნივერსიტეტში

08 სექტემბერი, 2025

2025 წლის 3-4 სექტემბერს, ნანი მაჭარაშვილმა (კვლევითი დეპარტამენტის ხელმძღვანელი) და ნიკა გიგაურმა (კვლევითი ოფიცერი) მონაწილეობა მიიღეს ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ETHICS პროექტის მესამე საერთაშორისო მენეჯმენტის შეხვედრაში მიიღეს მონაწილეობა.

 

ჩეხეთის რესპუბლიკის ქალაქ ბრნოში, მასარიკის უნივერსიტეტის მიერ მასპინძლობით გამართული ღონისძიება პროექტის მენეჯერებმა თომაშ ფოლტინეკმა (მასარიკის უნივერსიტეტი, პროექტის პარტნიორი) და ქეთევან დარახველიძემ (ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კანცლერი, პროექტის ხელმძღვანელი) გახსნეს. კონსორციუმის პარტნიორები შეიკრიბნენ პროექტის მიმდინარე პროგრესის განსახილველად და სამუშაო ჯგუფებიდან მიღებული სიახლეების გასაზიარებლად. პრეზენტაციის ძირითადი თემები მოიცავდა დოქტორანტურის პროგრამის აკრედიტაციას, პოლიტიკის დოკუმენტის შემუშავებას, ეთიკის ახალი მოდულის პილოტირებასა და უნივერსიტეტის ეთიკის ოფიცრების როლის გაძლიერების სტრატეგიებს.

 

ორდღიანი პროდუქტიული ღონისძიების დასასრულს, მონაწილეებმა პროექტის მესამე წლის სამოქმედო გეგმა დასახეს, განიხილეს გარე შეფასების საფუძველზე მიღებული კომენტარები და შეიმუშავეს სტრატეგია პროექტის დასკვნითი კონფერენციისა და დისემინაციის ღონისძიებებისთვის.