• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • GIPA-ს რექტორმა კვლევის ეთიკის კომიტეტის შემადგენლობა დაამტკიცა

    31 მარტი, 2025

    უნივერსიტეტის რექტორის ბრძანებით, ა(ა)იპ ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევის ეთიკის კომიტეტი შემდეგი შემადგენლობით დამტკიცდა:

     

    • მაჭარაშვილი ნანა, პროფესორი, მმართველობის სკოლა, კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი, კომიტეტის თავმჯდომარე
    • აბზიანიძე ნინო, ასოცირებული პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
    • გაბაშვილი მანანა, პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
    • ზურაბიშვილი თამარ, ასოცირებული პროფესორი, მმართველელობის სკოლა
    • იაკობიძე ნათია, ასოცირებული პროფესორი, მმართველელობის სკოლა
    • ქეშელაშვილი ანა, პროფესორი, ჟურნალისიტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა
    • შუბლაძე რატი, პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
    • ჩხეიძე თინათინ, პროფესორი, სოციალურ მეცნიერებათა სკოლა
    • მაჩაიძე ოთარ, ასოცირებული პროფესორი, სამართლის და პოლიტიკის სკოლა

     

    2018 წლიდან GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი პერიოდულად, კვლევითი პროექტის კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების სტანდარტებთან თავსებადობის დადგენის მიზნით აკადემიური პერსონალის მოთხოვნის შესაბამისად ქმნიდა დროებითი კვლევის ეთიკის კომიტეტებს.  წინა კვლევითი კომიტეტებისგან განსხვავებით, GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ახალი კომიტეტი უნივერსიტეტის მუდმივმოქმედი კომიტეტია. კვლევის ეთიკის კომიტეტი აერთიანებს მაღალი სამეცნიერო პროდუქტიულობის მქონე აკადემიურ პერსონალს სხვადასხვა დისციპლინებიდან, ხოლო უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტი უზრუნველყოფს კომიტეტის ადმინისტრაციულ მხარდაჭერას.

    ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევის ეთიკის კომიტეტის საქმიანობის წესი