2023 წლის 11-13 ოქტომბერს, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის ორგანიზებითა და ETHICS პროექტის ევროპელ პარტნიორთა ხელმძღვანელობით ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში გაიმართა ტრენერთა გადამზადების 3-დღიანი სამუშაო შეხვედრა, რომელსაც მას მასპინძლობდა აკაკი წერეთლის სახელობის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტი.
შეხვედრას უძღვებოდნენ ამსტერდამის თავისუფალი უნივერსიტეტის, მასარიკის უნივერსიტეტისა და აკადემიური კეთილსინდისიერების ევროპული ასოციაციის დარგის ექსპერტები. სესიებზე ყურადღება გამახვილდა შემდეგ საკითხებზე: კვლევის ეთიკა და კეთილსინდისიერება, მონაცემების ფალსიფიცირების აღმოჩენა, გადაცდომების პრევენცია და შეჩერება, პლაგიატისა და სხვა სახის აკადემიური გადაცდომების აღკვეთა კვლევის წარმართვისას, კვლევის ეთიკის დადასტურების აუცილებლობა და მისი მიღებისთვის საჭირო პროცედურები, საგამომცემლო ეთიკა და მასთან დაკავშირებული საკითხები. რამდენიმე სესია დაეთმო კვლევაში ხელოვნური ინტელექტის გამოყენებას და ამასთან დაკავშირებულ გამოწვევებსა თუ შესაძლებლობებს. განიმარტა კვლევის კეთილსინდისიერების ოფიცრის ფუნქცია-მოვალეობები და მისი საგანმანათლებლო დაწესებულებაში მუშაობის პრინციპები.
ჯიპა-ს მხრიდან ქუთაისის ტრენერთა გადამზადებაში მონაწილეობას იღებდნენ სადოქტორო პროგრამების მენეჯერი - ნათია ჭიღვარია, საერთაშორისო ურთიერთობათა დეპარტამენტის ხელმძღვანელი - ანა გორგოძე, ხარისხის მართვის სამსახურის მენეჯერი - ნიკა გიგაური და პროგრამების კოორდინატორები.