GIPA წარმატებით ახორციელებს კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების შესახებ ახალი მოდულური სასწავლო პროგრამის პილოტაჟს

28 თებერვალი, 2025

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა ცოტა ხნის წინ წარმატებით დაასრულა კვლევის ეთიკასა და კეთილსინდისიერებაზე ორიენტირებული ახალი მოდულური სასწავლო პროგრამის პილოტაჟი.  პროგრამა, რომელიც 2025 წლის 3 თებერვლიდან 21 თებერვლამდე პერიოდში განხორციელდა, შექმნილი იყო მაგისტრატურისა და დოქტორანტურის სტუდენტების, ასევე მათი აკადემიური ხელმძღვანელების აკადემიური და სამეცნიერო განვითარების მხარდასაჭერად. პროგრამაში მონაწილეობა ნებაყოფლობითი იყო. მაქსიმალური ხელმისაწვდომობისა და ჩართულობის უზრუნველსაყოფად, ხუთსაფეხურიანი პროგრამა სტუდენტებისთვის დისტანციურ რეჟიმში ზუმ-პლატფორმის მეშვეობით იყო უზრუნველყოფილი, როცა აკადემიურ პერსონალთან შეხვედრები პარალელურ რეჟიმში ფიზიკურად შედგა.  

 

პროგრამას წინ უძღოდა სასწავლო საჭიროებების ყოვლისმომცველი ანალიზი Google Forms-ის საშუალებით. აუდიტორიის პრეფერენციების საფუძველზე, სასწავლო გეგმა დაიყო ხუთ ძირითად მოდულად:

  • კვლევის ეთიკისა და კეთილსინდისიერების სტანდარტები
  • კვლევის ეთიკის კომიტეტების მარეგულირებელი ჩარჩოები
  • დოქტორანტურის კვლევებისა და კვლევის პასუხისმგებლიანი წარმართვის ახალი სახელმძღვანელო პრინციპები და ჩარჩოები
  • ღია მეცნიერება, ღია წვდომა და FAIR მონაცემები
  • ეთიკა საგამომცემლო სფეროში

 

ტრენინგში გამოყენებული იყო ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ETHICS პროექტის („კვლევის პასუხისმგებლიანი წარმართვა - კვლევის მთლიანობა და ეთიკა საქართველოს უნივერსიტეტებში“) ოფიციალური მასალები, რომლებსაც დაემატა GIPA-ს მიერ სპეციალურად ამ პროგრამისთვის შექმნილი კონტენტი, რათა შექმნილიყო ინტენსიური სასწავლო გამოცდილება.

 

საპილოტე პროგრამა ხასიათდებოდა სტუდენტებისა და ფაკულტეტის მაღალი ჩართულობით. საპილოტე პროგრამის შესახებ ინფორმაცია წარმატებით გავრცელდა GIPA-ს აკადემიური პროგრამის კოორდინატორების დახმარებით. ინიციატივამ დიდი ინტერესი გამოიწვია, თავდაპირველად 84 სტუდენტი დარეგისტრირდა (46 მაგისტრანტი და 38 დოქტორანტი). საბოლოო ჯამშიკი, 53 სტუდენტმა (24 მაგისტრანტი და 29 დოქტორანტი) წარმატებით დაასრულა ხუთივე ციკლი, რითაც დააკმაყოფილა საბოლოო დასრულებისთვის საჭირო 75%-იანი დასწრების მკაცრი მოთხოვნა.

 

კვლევის სტანდარტების ერთიანი აღქმის მიზნით, GIPA-მ პილოტური პროგრამა აკადემიურ ხელმძღვანელებს შორისაც გამოსცადა. სტუდენტებსა და მათ ხელმძღვანელებს შორის თანმიმდევრული, შინაარსობრივი თანხვედრის უზრუნველსაყოფად სპეციალურ სესიებში მონაწილეობა მიიღო სულ 21 სამეცნიერო ხელმძღვანელმა, მათ შორის 17 GIPA-ს აფილირებულმა აკადემიურმა პირმა და 4 მოწვეულმა პროფესორმა.

 

ამ პილოტური პროგრამის წარმატებით განხორციელება მნიშვნელოვან წინგადადგმულ ნაბიჯს წარმოადგენს GIPA-სთვის, რომელიც ორიენტირებულია ხელი შეუწყოს აკადემიური კეთილსინდისიერებასა და პასუხისმგებლიანი სამეცნიერო კვლევის კულტურის განვითარებას.