GIPA-ს მხარდაჭერით კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული ქცევის კოდექსი უკვე ქართულ ენაზეა ხელმისაწვდომი

10 ნოემბერი, 2025

ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა მოამზადა კვლევის კეთილსინდისიერების ლექსიკონი, რომელიც წარმოადგენს პირველ მცდელობას ქართულ ენაზე განმარტოს ჩვენი სამეცნიერო საზოგადოებისა და ფართო აუდიტორიისთვის შედარებით ნაკლებად ცნობადი კვლევის კეთილსინდისიერების ტერმინები, აბრევიატურები და შესაბამისი კონცეფციები. ვიმედოვნებთ, რომ ლექსიკონი ხელს შეუწყობს კვლევის კეთილსინდისიერების შესახებ საზოგადოებრივი ცნობიერების ამაღლებას და ტერმინების ერთგვაროვან აღქმას. აქვე ვაცხადებთ სრულ ღიაობასა და მზობას აკადემიური და სამეცნიერო საზოგადოების მხრიდან მივიღოთ ყველა კრიტიკული შენიშვნა ლექსიკონში წარმოდგენილი მასალის შემდგომი დახვეწის მიზნით.

ETHICS ლექსიკონი