ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა საავტორო უფლებების სრული დაცვით თარგმა ENRIO-ს სახელმძღვანელო - რეკომენდაციები კვლევის კეთილსინდისიერების გამოძიებაზე, რომელიც წარმოადგენს საკმაოდ მნიშვნელოვან წყაროს ქართულ სამეცნიერო ინდუსტრიაში კეთილსინდისიერების სტანდარტების დაცვისა და არაკეთილსინდისიერ ქცევაზე რეაგირებისთვის.
ENRIO-ს ამ სახელმძღვანელოს მიზანია, დამატებით დააკონკრეტოს კვლევის კეთილსინდისიერების ვროპული ქცევის კოდექსის 3.2 პუნქტი - „დარღვევებსა და არაკეთილსინდისიერების გამოვლენასთან გამკლავება“. სახელმძღვანელო მოიცავს დეტალურ პრაქტიკულ რეკომენდაციებს, თუ როგორ უნდა გავუმკლავდეთ არაკეთილსინდისიერებას თუ სხვა მიუღებელ ქმედებებს კვლევის წარმოების პროცესში.
კვლევის კეთილსინდისიერების ოფისთა ევროპული ქსელი (European Network of Research Integrity Offices - ENRIO) დაარსდა 2007 წელს, გაერთიანებული სამეფოს კვლევის კეთილსინდისიერების ოფისის (UK Research Integrity Office – UKRIO), ასევე, სხვა არაერთი ევროპული ორგანიზაციისა თუ მოძრაობის წარმომადგენელთა ინიციატივით, რომლებიც მუშაობენ კვლევის კეთილსინდისიერების შემთხვევებზე, ან
დაინტერესებულნი არიან ამ საკითხებით. აქედან მოყოლებული, ENRIO გაფართოვდა როგორც არაფორმალური ქსელი, 30-მდე წევრი ორგანიზაციით, რომლებიც მოქმედებენ ოცზე მეტ ქვეყანაში. მიუხედავად იმისა, რომ ეს სახელმძღვანელო და მისი მომავალი შესწორებები განკუთვნილია ENRIO-ს წევრი ორგანიზაციებისთვის, სარეკომენდაციო დოკუმენტის სახით მისი გამოყენება შეუძლიათ სხვა ორგანიზაციებსაც, ევროპასა და მის საზღვრებს გარეთ.
ENRIO-ს სახელმძღვანელო - რეკომენდაციები კვლევის კეთილსინდისიერების გამოძიებაზე
