2024 წლის 28-29 თებერვალს GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნანი მაჭარაშვილმა GIPA-ს სადოქტორო პროგრამის სტუდენტებისთვის ჩაატარა ტრენინგების ციკლი, რომელშიც საჯარო მმართველობისა და პოლიტიკის მეცნიერების სადოქტორო პროგრამების 24-მა დოქტორანტმა მიიღო მონაწილეობა. სტუდენტებმა ადგილზე იმუშავეს კვლევის კეთილსინდისიერების დარღვევების იდენტიფიცირებასა და რეაგირების განსაზღვრის კონკრეტულ მექანიზმებზე. გარდა ამისა, დოქტორანტები გაეცნენ ინფორმაციას კვლევის კეთილსინდისიერების ევროპული ქცევის კოდექსის 2023 წლის რედაქტირებული გამოცემის ფარგლებში წარმოდგენილი სიახლეების, საუნივერსიტეტო ეთიკის კომიტეტების სტრუქტურისა და ფუნქციონირების, ასევე, საავტორო და საგამომცემლო ეთიკის დეტალების შესახებ.