GIPA-ს გუნდი კავკასიის უნივერსიტეტში ეთიკის სამეცნიერო კომუნიკაციის სამუშაო შეხვედრას დაესწრო

20 იანვარი, 2026

15-16 იანვარს, GIPA-ს დელეგაცია, მათ შორის ნანი მაჭარაშვილი, კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და კვლევითი ოფიცრები - ნიკა გიგაური, ნუცა მინდიაშვილი და მარიამ დოთიაშვილი, კავკასიის უნივერსიტეტში ორდღიან სამუშაო შეხვედრას დაესწრნენ. ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტთან თანაორგანიზებული ღონისძიება ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ETHICS პროექტის ფარგლებში შედგა და მიზნად ისახავდასამეცნიერო კომუნიკაციის ერთიანი სტრატეგიის შემუშავებასა და ევროპული საუკეთესო პრაქტიკის გაზიარებას.

 

სამუშაო შეხვედრაში მონაწილე მკვლევრების, ეთიკისა და კეთილსინდისიერების ოფიცრებისა და საერთაშორისო პარტნიორების ერთობლივი ძალისხმევით განხორციელდა ეთიკის პროექტის ფარგლებში შემოთავაზებული სამეცნიერო კომუნიკაციის სტრატეგიული გეგმის დეტალური განხილვა, რომელიც შექმნილია პროექტის მიღწევების წარმატებით გავრცლეების, სამეცნიერო ეთიკისა და კვლევის კეთილსინდისიერების საკითხების მიმართ საერთო ნდობის გასაძლიერებლად.  აქვე აქცენტი გაკეთდა სამეცნიერო კომუნიკაციის სტანდარტებზე, კონკრეტულ აუდიტორიაზე მორგებული მიზნობრივი შეტყობინებების სახით კომუნიკაციის აუცილებლობასა და ETHICS პროექტის შედეგების სხვა ინიციატივებთან დაკავშირების საჭიროებაზე მდგრადი, გრძელვადიანი კომუნიკაციის მიდგომების შესაქმნელად.