2024 წლის 21, 22 და 23 თებერვალს GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ევროკომისიის მიერ დაფინანსებული პროექტის „კვლევის პასუხისმგებლობით წარმართვა – კვლევის კეთილსინდისიერება და ეთიკა ქართულ უნივერსიტეტებში (ETHICS)“ ფარგლებში უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტის ხელმძღვანელმა, ნანი მაჭარაშვილმა უნივერსიტეტის სწავლების სრულყოფის ცენტრის მხარდაჭერით GIPA-ს აკადემიური პერსონალისთვის ჩაატარა ტრენინგების ციკლი (5 ნაკადი), რომელშიც 54 აკადემიურმა პირმა მიიღო მონაწილეობა. ტრენინგები დისტანციურ რეჟიმში ზუმ-პლატფორმის მეშვეობით ჩატარდა. უნივერსიტეტის წარმომადგენლებს მიეწოდათ ინფორმაცია კვლევის კეთილსინდისიერების, ევროპული ქცევის კოდექსის, 2023 წლის რედაქტირებული გამოცემის ფარგლებში წარმოდგენილი სიახლეების, სამეცნიერო კეთილსინდისიერების დარღვევებისა და მათზე რეაგირების მექანიზმების, საუნივერსიტეტო ეთიკის კომიტეტების სტრუქტურისა და ფუნქციონირების, ასევე, საავტორო და საგამომცემლო ეთიკის დეტალების შესახებ.