• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • გამოყენებითი ფსიქოლოგია


    საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: გამოყენებითი ფსიქოლოგია

    მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის მაგისტრი/Master in Applied Psychology

    პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 120 კრედიტი

    სწავლების ენა: ქართული

    უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: მაგისტრატურა

    საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: აკადემიური

    ვის ვამზადებთ: გამოყენებითი ფსიქოლოგიის  სამაგისტრო პროგრამა ამზადებს სპეციალისტებს მართვის/ორგანიზაციული და პოლიტიკური ფსიქოლოგიის მიმართულებებით (პროგრამის/კურიკულუმის და სასწავლო კურსების შესახებ დაწვრილებით იხ. ქვემოთ).

    ორივე მიმართულების კურსდამთავრებულები აღჭურვილნი არიან როგორც სისტემური და ღრმა თეორიული ცოდნით არჩეულ სპეციალობაში, ისე შესაბამისი პრაქტიკული  უნარ-ჩვევებით; ასევე - კვლევის  დაგეგმვისა და განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნითა და პრაქტიკული გამოცდილებით, ანალიტიკური ხედვით და ეფექტური სტრატეგიების შემუშავების უნარებით.

    აკადემიური პროცესი: პროგრამა და მთლიანად აკადემიური პროცესი სტუდენტებს არჩეულ სფეროში ეფექტური პროფესიული მუშაობისთვის ამზადებს.

    სასწავლო კომპონენტებს  უძღვება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, აგრეთვე სათანადო გამოცდილებისა და კომპეტენციების მქონე მოწვეული სპეციალისტები.

    საგნობრივი ცოდნისა  და აკადემიური წერის უნარის განმტკიცებას ემსახურება წერითი დავალებები, რომელიც კურსის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მიეწოდება მაგისტრანტს: ქვიზი, ღია და დახურულ კითხვებზე პასუხი, ანალიტიკური რეფერატები, მიკრო- და საბოლოო კვლევითი პროექტები. 

    ლექცია/სემინარებზე თეორიულ მასალასთან ერთად ხდება პრაქტიკული მაგალითებისა და “ქეისების” განხილვა, რომელთა ნაწილი ლექტორებისა და სპეციალურად მოწვეული ექსპერტების, დარგის წამყვანი სპეციალისტების, საკუთარ გამოცდილებას ემყარება.

    განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაგისტრანტების აქტიურ ჩართულობას სწავლა/სწავლების პროცესში - პრეზენტაციების, დისკუსიის, დებატების, როლური თამაშებისა და სიმულაციების სახით, რაც, ამავე დროს, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს.

    თანამედროვე მოთხოვნების შესაბამისად, მაგისტრანტებს ვთავაზობთ სპეცკურსს ფსიქოლოგიურ კვლევებში ხელოვნური ინტელექტის გამოყენების შესახებ.

    დასაქმების სფერო:  ჩვენი კურსდამთავრებულების შესაძლო დასაქმების სფერო მოიცავს (თუმცა არ შემოიფარგლება) კვლევით, ანალიტიკურ, საექსპერტო, საკონსულტაციო ან/და მენეჯერულ პოზიციებს - როგორც საჯარო, ისე კერძო სექტორებში და ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებში, ყველგან - სადაც არის მოთხოვნა მართვის/ორგანიზაციის ან პოლიტიკური ფსიქოლოგიის კომპეტენციებზე.

    სურვილის შემთხვევაში, კურსდამთავრებულებს ასევე შეუძლიათ გაყვნენ სამეცნიერო კარიერას  და გააგრძელონ სწავლა მომდევნო საფეხურზე.

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობა:  პროგრამაზე დაშვების აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს:

    • ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან სოციალურ მეცნიერებათა, მათ შორის - სოციოლოგიის ან პოლიტიკის მეცნიერებათა, ბაკალავრის (ან მასთან  გათანაბრებული) აკადემიური  ხარისხი;
    • საერთო სამაგისტრო გამოცდების ჩაბარება;
    • შიდა საუნივერსიტეტო პროცედურის გავლა.

     

    იხილეთ კურიკულუმი

    იხილეთ საგნების მოკლე აღწერა

    სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად. 

    რეგისტრაციის ბოლო ვადა: 8 სექტემბერი

    *აპლიკანტებს შესაძლებლობა აქვთ, სარეგისტრაციო ფორმაში მითითებული თარიღებიდან, მათთვის სასურველ პერიოდში გაიარონ გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

    》 ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მაგისტრანტებისთვის

    პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა:

    სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:

     - პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო   სამაგისტრო გამოცდები (A ტესტი).

    ფსიქოლოგიის ბაკალავრის ან სოციალურ მეცნიერებათა, მათ შორის, სოციოლოგიის ან პოლიტიკის მეცნიერებათა ბაკალავრის (ან მასთან  გათანაბრებული) აკადემიური  ხარისხი

    - შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება მიმღებ კომისიასთან ქართულ და ინგლისურ ენებზე.

    სწავლის საფასური

    გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა

    სწავლის წლიური საფასური შეადგენს 3800 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 4 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).

    30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, GIPA-ს ნებისმიერი აკადემიური, პროფესიული თუ სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულისთვის, მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.

    GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდისა და სტუდენტთა დაფინანსების სისტემის შესახებ ინფორმაცია იხილეთ ამ ბმულზე.

    საბანკო რეკვიზიტები

    საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

    მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

    ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

    გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.


    დაფინანსება:

    პირველი კურსის დასრულების შემდგომ, რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა.

    დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

    მარინა კვიცარიძე

    მობ: 595 959 096 

    ელ. ფოსტა: m.kvitsaridze@gipa.ge

    მისამართი:  თბილისი, "რუსთავის გზატკეცილი #22ა"