ფსიქოლოგიის დოქტორი. გენდერული საკითხების ექპერტი. მისი გამოცდილება უკავშირდება სამეცნიერეო კვლევას, პედაგოგიურ მუშაობას საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტშიდა და საექსპერტო საქმიანობას. აქვს ტრენინგების ჩატარების 20 წლიანი პრაქტიკა გენდერის, უმცირესობათა და მრავალფეროვნების, კონფლიქტებისა, არაძალადობის და მშვიდობისმშენებლობის თემებზე. 1987 წლიდან მუშაობდა დ. უზნაძის სახელობის ფსიქოლოგიის ინსტიტუტში მკვლევარის პოზიციაზე სოციალური ფსიქოლოგიისა და განვითარების ფსიქოლოგიის მიმართულებით. 2000დან-2014 მდე მუშაობდა არასამთავრეობო ორგანიზაციაში კონფლიქტებსა და მოლაპარაკების საერთაშორისო კვლევით ცენტრში, სადაც უძღვებოდა გენდერისა და უმცირესობათა საკითხებზე მომუშავე განყოფილებას. არის გენდერის საკითხებზე რიგი თემატური ანალიზისა და შეფასების ავტორი. უმუშავია გენდერის ექსპერტად ისეთ სფეროებში, როგორებიცაა: სასკოლო განათლება, პროფესიული განათლება, სათემო გავითარება, სოფლის მეურნეობა, სატყეო მეურნეობა, თავდაცვის სფერო, ადგილობრივი თვითმმართველობა, გენდერული ძალაოდბის საკითხები და ა.შ. მონაწილება აქვს მიღებული გენდერის და მრავალფოროვნების თემზე რამდენიმე სახელმძღვანელოს და მრავალი სატრენინგო პროგრამის შემუშავებაში.
იგი არის ასევე საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში ბოლო 5 წლის განმავლობაში შესრულებული 14 სადიპლომო ნაშრომის ხელმძღვანელი.
სასწავლო კურსები:
გენდერის ფსიქოლოგია
გენდერული სოციალიზაცია
გენდერი, კულტურა, საზოგადოება
გენდერის ფსიქოლოგიური, სოციალური და კულტურილი ასპექტები
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
გენდერული სტერეოტიპების შეცვლის სირთულეებზე კრებულში “EU 4 Gender Equality „ერთად გენდერული სტერეოტიპების და გენდერული ძალადობის წინააღმდეგ“, ევრო კავშირის და გაეროს ქალთა ორგანიზაციის და UNFPA მხარდაჭერით, 2022
პროექტები:
- ინკლუზიური მშვიდობის და უსაფრთხოების ხელშეწყობა, მაქს პლანკის ფონდი საერთაშორისო მშიდობისა და კანონის უზენაესობისთვის. განმახორციელებელი: სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებზე. სატრენინგო პროგრამის ავტორი, ტრენერი, 2024.
- გენდერული თანასწორობის და თანაბარი შესაძლებლობების ინტეგრაცია რეგიონალური პროფესიული განათლების დაწესებულებებში. პროექტი ფინანსურად მხარდაჭერილი აშშ საელჩოს საგრანტო პროგრამოის ფარგლებში. განმახორციელებელი: GIPA, 2022. სახელმძღვანელოს თანაავტორი, ტრენერი.
- პლურალიზმის ხელშეწყობა და სტერეოტიპებთან ბრძოლა, სატრენინგო პროგრამა. მაქს პლანკის ფონდი, განმახორციელებელი - სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში. ტრენერი. 2023
- ქალთა ძალადობის პრობლემაზე დამიზნებული პროგრამის “In her Shoes” შემუშავება და ადაპტაცია, გაეროს ქალთა ფონდი (UN Women) , კონსულტანტი, ტრენერი, 2021.
- თანასწორი შესაძლებლობები გოგონებისა და ბიჭებისთვის. განხორციელებული სამოქალაქო განათლების მასწავლებელთა ასოციაციის მიერ. ფინეთის საელჩოს გრანტი. პროგრამის ავტორი, ტრენერი.2021-2022
- მრავალფეროვნება და ინკლუზია თავდაცვისა და უსაფრთხოების ინსტიტუტებში, განმახორციელებელი: სამოქალაქო საბჭო თავდაცვისა და უსაფრთხოების საკითხებში, გენდრისა და მრავაფროვნების ექსპერტი და ანალიტიკოსი. 2019-2021
კვლევითი ინტერესები:
გენდერი, გავითარების ფსიქოლოგია, გენდრული ასპექტების ინტეგრაცია სხვადასხვა ინსტიტუტებში, გენდერული საკითხები სასწავლო პროცესში, გენდერული სტერეოტიპები და მიკერძოება, გენდერული სოციალიზაცია, მრავალფეროვნება, ინკლუზია, ტოლერნატობა, მშვიდობიმშენებლობა, კონფლიქტის მართვა, უმცირესობათა საკითხები.