ბიზნესის ადმინისტრირება

თუ გსურს შეგეძლოს პრობლემური ორგანიზაციების გამართვა და კერძო, საჯარო თუ საზოგადოებრივ სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტა, მაშინ საჭიროა იყო:

  • მეწარმე-მენეჯერი
  • ფინანსისტი
  • მარკეტერი
  • პროექტების მენეჯერი
  • კომუნიკატორი
  • პრაქტიკოსი
  • მკვლევარი
  • Homo Moralis

შემოუერთდი ჯიპას MBA  ჯგუფს და ისწავლე ბიზნესის კეთება პრაქტიკულად.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა ითვალისწინებს თეორიული ცოდნისა და პრაქტიკული გამოცდილების გადაცემას საქართველოს და მსოფლიო მასშტაბით ბიზნესის სფეროში მიმდინარე პროცესებით დაინტერესებულ პირთათვის.

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის მიზანია მოამზადოს მაღალკვალიფიციური მეწარმე-მენეჯერები, რომლებიც წარმატებით შეძლებენ პრობლემური ორგანიზაციების გამართვასა და კერძო, საჯარო თუ საზოგადოებრივ სექტორში არსებული პრობლემების გადაწყვეტას. პროგრამის მრავალფეროვანი კურიკულუმი უზრუნველყოფს კურსის მონაწილეების აღჭურვას იმ საჭირო უნარ-ჩვევებით, რომელიც აუცილებელია ორგანიზაციის მიზნების დასახვის, ეფექტური გადაწყვეტილებების მიღებისა და არსებული რესურსების სწორად მართვისთვის.

სწავლების წარმატებით დასრულების შემდეგ სტუდენტს მიენიჭება ბიზნესის ადმინისტრირების მაგისტრის აკადემიური ხარისხი.

ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მრჩეველთა საბჭო

ბიზნესის ადმინისტრირების პროგრამების განვითარებაში ჩართულია ბიზნესის ადმინისტრირების მიმართულების მრჩეველთა საბჭო.

საბჭოს მიზანია ბიზნესის ადმინისტრირების მაღალხარისხიანი სწავლების ხელშეწყობა. ამ მიზნით, საბჭო დაკომპლექტებულია ბიზნესის ადმინისტრირების დარგის ექსპერტებისა და წარმატებული ბიზნესმენებისგან, როგორც ადგილობრივ, ასევე, საერთაშორისო დონეზე.

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარეა - პროფესორი ნიკოლოზ აბუაშვილი.

კურიკულუმის გადმოწერა

პროგრამის მოცულობა კრედიტებით:

120 (ECTS) კრედიტი (აქედან 104 კრედიტი სავალდებულო საგნები, ხოლო დარჩენილი 16 კრედიტი, არჩევითი საგნები).

სასწავლო კურსის შინაარსი გულისხმობს კლასიკური თეორიული საგნების და პრაქტიკის სინთეზს. იგი მოიცავს პრეზენტაციებისა და ანალიტიკური ნაშრომების წარდგენას, ასევე გუნდური მუშაობის პრინციპის დანერგვას ჯგუფური პროექტების განხორციელების მეშვეობით. სწავლება მიმდინარეობს ინტერაქტიული ლექცია/სემინარის ფორმატით.

სასწავლო პროცესი აგებულია მოდულური სწავლების პრინციპზე:

  • პირველი მოდული - საბაზისო საგნები
  • მეორე მოდული - კორპორატიული ფინანსები
  • მესამე მოდული - ტექნოლოგიები და ოპერაციების მართვა
  • მეოთხე მოდული - ბაზრების განვითარება
  • მეხუთე მოდული - მეწარმე მენეჯერი

პირველი ოთხი მოდულის შემდეგ სტუდენტები მოამზადებენ შემაჯამებელ პროექტებს, რაც მათ საშუალებას მისცემს სწავლისას მიღებული ცოდნა პრაქტიკაში გამოიყენონ, სათანადო დასკვნები და ანალიზი გააკეთონ, თუ როგორ მიმდინარეობს რეალურად ესა თუ ის ბიზნეს პროცესი.

მოდულის შემაჯამებელი პროექტები

  • პირველი მოდული: მოქმედი ბიზნესის აღწერა/ანალიზი
  • მეორე მოდული: ბიზნესის ღირებულების შეფასება
  • მესამე მოდული: ორგანიზაციის ბიზნეს პროცესების შესწავლა და გაუმჯობესება
  • მეოთხე მოდული: ორგანიზაციის მარკეტინგის გეგმა

მეხუთე მოდულის გავლის შემდეგ, სტუდენტები მუშაობენ სამაგისტრო ნაშრომზე/ფინალურ პროექტზე, რომელიც მოიაზრებს პრობლემური კომპანიის გამართვის, მისი ღირებულების ზრდის სტრატეგიისა და გეგმის მომზადებას.

პროგრამის ხანგრძლივობა:

  • 2 წელი;
  • საღამოს სწავლება;
  • ლექციები კვირაში 3-ჯერ ან 4-ჯერ (2 ან 3 სამუშაო დღე (3 საათი) და ერთი დატვირთული შაბათი (6 საათი));

სწავლების ენა:

  • ქართული;
  • ძირითადი სასწავლო მასალა ინგლისურ ენაზე;
  • მოწვეულ უცხოელ სტუმრებთან და ლექტორებთან კომუნიკაცია ინგლისურ ენაზე;

ადრეული მიღება 2023 - დასრულებულია

გააკეთე განაცხადი ახლა, გაიარე გასაუბრება, მიიღე პასუხი პროგრამაზე მიღებაზე და ისწავლე თანადაფინანსებით - https://lmb.gipa.ge/register/register_mba.php

 

რეგისტრაცია  შესაძლებელია 26 თებერვლის ჩათვლით ბმულზე - https://lmb.gipa.ge/register/register_mba.php

გასაუბრება 7-26 მარტი (*ადრეული მიღების შემთხვევაში იღებთ 1600 ლარიან თანადაფინანსებას და მიღებაზე დასტურს საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარების შემთხვევაში) 

 

 

პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს:

1) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი ნებისმიერ სფეროში;

2) საერთო სამაგისტრო გამოცდების ზღვრის გადალახვა;

3) შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრების წარმატებით გავლა,

4) ინგლისური ენის B2 დონეზე ცოდნა   

 

სტანდარტული მიღება 

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად, 1 აგვისტროდან  12 სექტემბრის ჩათვლით.


სარეგისტრაციო ბმული

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტებს ელ-ფოსტის საშუალებით ეცნობებათ გასაუბრებასა და ინგლისური ენის ცოდნის დონის შემოწმებასთან დაკვაშირებით ინფორმაცია.   

სწავლა დაიწყება: 18 სექტემბრის კვირაში 

მაგისტრანტობის იმ კანდიდატებმა, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე და წარმატებით გაივლიან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდას/გამოცდებსა და გასაუბრებას, არაუგვიანეს 2023 წლის 15 სექტემბრისა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის წლიური სწავლის საფასურის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში გამოაკლდება სწავლის ღირებულებას.

 

ხელშეკრულების გაფორმება:

ხელშეკრულების გაფორმება მოხდება ელექტრონულად.

გასაუბრება ჩატარდება დისტანციურად. 

რეგისტრაციის დასრულების შემდეგ, აპლიკანტებს ელ-ფოსტის საშუალებით ეცნობებათ გასაუბრებასა და ინგლისური ენის ცოდნის დონის შემოწმებასთან დაკვაშირებით ინფორმაცია.   

სწავლა დაიწყება: 18 სექტემბრის კვირაში 

მაგისტრანტობის იმ კანდიდატებმა, რომლებიც სწავლის გაგრძელებას გეგმავენ მმართველობის სკოლის სამაგისტრო პროგრამებზე და წარმატებით გაივლიან შიდასაუნივერსიტეტო გამოცდას/გამოცდებსა და გასაუბრებას, არაუგვიანეს 2023 წლის 15 სექტემბრისა უნდა წარმოადგინონ შესაბამისი სამაგისტრო პროგრამის წლიური სწავლის საფასურის 10%-ის გადახდის დამადასტურებელი დოკუმენტი, რომელიც შემდგომში გამოაკლდება სწავლის ღირებულებას.

 

პროგრამის ღირებულება:
ადრეული მიღების სტუდენტებისთვის 7500 ლარის ნაცვლად, 5900 ლარი (1 წლის)
 
მმართველობის სკოლის აკადემიურმა საბჭომ მიიღო გადაწყვეტილება, რომ MBA პროგრამის 2023 წლის ადრეული მიღების ყველა სტუდენტი ისწავლის 1600 ლარიანი თანადაფინასებით, წელიწადში 5900 ლარად, 7500 ლარის ნაცვლად. 
 
სტანდარტული ღირებულება 7500 ლარი (1 წლის)
 

სწავლის დაფინანსების  ვარიანტები:

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის მოპოვების გარეშე 

11 800 ლარი (ადრეული მიღება)

15 000 (სტანდარტული მიღება)

ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

1475 ლარი (ადრეული მიღება)

1875 (სტანდარტული მიღება)

ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა

წლის სწავლის ღირებულება

სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების
შემთხვევაში

11 800-4500=7300,

გადასახდელი
თანხა - 7300, ლარი (ადრეული მიღება)

15 000 -4500=10500 (სტანდარტული მიღება)

ორი წლის განმავლობაში რვა ეტაპად შეტანის შემთხვევაში - ერთჯერადად

912.5 ლარი (ადრეული მიღება)

1312,5 (სტანდარტული მიღება)

მრჩეველთა საბჭო

ნიკოლოზ აბუაშვილი 

მრჩეველთა საბჭოს თავმჯდომარე


თეა გიგიბერია
საერთაშორისო საფინანსო კორპორაციის (IFC) წარმომადგენელი საქართველოში

კონსტანტინ ბეკოსი

ავსტრიის სავაჭრო პალატის წევრი; საკურატორო ქვეყნები - თურქეთი და საქართველ


ოსკარ პუენტესი

მადრიდის უნივერსიტეტის - “United International Business School”პროფესორი და აღმასრულებელი ხელმძღვანელი


რუსუდან კბილაშვილი

„ვისოლ ჯგუფი“

მარკეტინგის დეპარტამენტის დირექტორის მოადგილე

მაია ხეცურიანი

ფარმაცევტული კომპანია  „სერვიე“-ს საქართველოს წარმომადგენლობის დირექტორი


ანა ახალკაცი

საერთაშორისო საფინანსო კორპორაცია, ვაშინგტონი


ლადო რობაქიძე

„ვითიბი ბანკი“ - კორპორატიულიბიზნესის დირექტორიდირექტორატის წევრი


დეივიდ ბორგერ

Silk Road Group, პარტნიორი


უმით ჰაკკი აიდოღანი

სს "მინა" - გენერალური დირექტორი


ლევან იოსელიანი

შპს "აი-დი სოლუშენი" მფლობელი


ფლორიან ვან დერ ბელენი

ლორიან ვან დერ ბელენი არის საერთაშორისო ექსპერტი ტურიზმისა და სასტუმროების დარგში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

სალომე ჟორჟოლიანი

ბიზნეს ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი

ელ-ფოსტა: s.jorjoliani@gipa.ge

მობ: +995 596 99 99 97