ციფრული მედია და კომუნიკაცია

საბაკალავრო პროგრამაზე დაიშვება პირი:

რომელსაც აქვს საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი;

  • რომელმაც წარმატებით ჩააბარა ერთიანი ეროვნული გამოცდები;
  • უცხო ენად ჩააბარა ინგლისური ენა;
  • რომელსაც აქვს სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი;

საბაკალავრო პროგრამაზე მოსახვედრად აბიტურიენტმა უნდა წარმოადგინოს შემდეგი დოკუმენტები:

  • საშუალო განათლების დამადასტურებელი მოწმობა-ატესტატი; (დედანი, ასლი) იმ შემთხვევაში, თუ ატესტატი არ არის გაცემული საქართველოში, ატესტატს თან უნდა ახლდეს ცნობა ავთენტურობის შესახებ;
  • ნაბეჭდი ფოტოსურათი (3x4);
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტის ასლი
  • 1200 ლარის ოდენობის გადახდის დამადასტუდებელი ქვითარი

საბუთების მიღების პროცედურა

საბუთების მიღება გრძელდება 24 აგვისტოდან 8 სექტემბრის ჩათვლით 12:00-დან 16:00 საათამდე.

მისამართი: თბილისი, ბროსეს ქუჩა #2, მე-3 სართული.

ტელ: (995) 32 2 497501

საკონტაქტო პირი

ანა ქეშელაშვილი

ციფრული მედიისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: a.keshelashvili@gipa.ge

მობ: +995 595 902 905

ტელ: 2 49 75 01;

ციფრული მედიისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამას საქართველოში ანალოგი არ აქვს. ის მიზნად თანამედროვე ციფრული კომუნიკაციის უნივერსალური სპეციალისტის მომზადებას ისახავს. ჰოლისტიკური პროგრამა ისეა აგებული, რომ კომუნიკაციების მომავალმა სპეციალისტებმა  შიძინონ კომპლექსური ცოდნა და უნარ-ჩვევები, რომელიც მათ ციფრული ინსტრუმენტების გამოყენებით, პროფესიული ამოცანების ეფექტურად გადაჭრაში დაეხმარებათ.

წარმატებული კურსდამთავრებულები მზად იქნებიან მრავალმხრივი შრომის ბაზარზე კონკურენციისათვის და  შეძლებენ დასაქმებას პოზიციებზე, რომელიც მოითხოვს ონლაინ პროდუქტების შექმნას, სხვადასხვა აუდიტორიისა და მიზნებისთვის სწორი ფორმატის შერჩევას, ციფრულ კომუნიკაციას, კომუნიკაციის სტრატეგიის დაგეგმვას; ასევე შეძლებენ დამოუკიდებლად შეარჩიონ, შექმნან და განავითარონ სხვადასხვა ტიპის ონლაინ მედია პლატფორმები.

ფუნდამენტური საგანმანათლებლო კურსების დახურვის შემდეგ სტუდენტებს ექნებათ შესაძლებლობა, არჩევითი საგნები აიღონ ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით და დასრულებისას მიიღონ ბაკალავრის ხარსიხი მასობრივი კომუნიკაციის სპეციალობით.

 

საკონტაქტო პირი

ანა ქეშელაშვილი

ციფრული მედიისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: a.keshelashvili@gipa.ge

მობ: +995 595 902 905

ტელ: 2 49 75 01

საფასური

2018-2022 სასწავლო წლისათვის სწავლის საფასური (ერთი წელი) შეადგენს 4800 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 4 ნაწილად ხელშეკრულებით განსაზღვრული გრაფიკის შესაბამისად.

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთაინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში – GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

 

სტიპენდია

სტიპენდია 1

სტუდენტის იღებს პირველი სემესტრის 1000 ლარიან თანადაფინანსებას, სახელმწიფო გრანტის აღების შემთხვევაში.

სტიპენტია 2

ციფრული მედიის და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის პირველი კურსის დასრულების შემდეგ საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ორი სტუდენტი თავისუფლდება სწავლის სემესტრული გადასახადისგან (2400 ლარი).

 

საკონტაქტო პირი

ანა ქეშელაშვილი

ციფრული მედიისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: a.keshelashvili@gipa.ge

მობ: +995 595 902 905

ტელ: 2 49 75 01

პარტნიორი კომპანიები

საბაკალავრო პროგრამა ორიენტირებულია სტუდენტების შემოქმედებით განვითარებასა და კარიერულ ზრდაზე, რაც ჯიპას ერთიანი კონცეფციის ნაწილია.

შემოქმედებით პროცესში, მედიაპროექტების შექმნასა და განვითარებაში აკადემიურ პერსონალთან ერთად ჩართულია  პროგრამის პარტნიორი კომპანიების - ინოვატორი მედია ორგანიზაციების ხელმძღვანელები.პარტნიორი ორგანიზაციებია:

 

On.ge

ჟურნალი ინდიგო

ნეტგაზეთი

Peritus ჯგუფი

ლაბორატორია არის თანამედროვე ციფრული ტექნიკით აღჭურვილი  სივრცე, სადაც სტუდენტები ქმნიან ტრანსმედიამედია პროექტებს და გადიან გზას იდეის გენერაციიდან პროექტის საბოლოო განხორციელებამდე.

ლაბორატორიას ხელმძღვანელობენ პრაქტიკოსი ლექტორები, რაც სტუდენტებს ეხმარება სასწავლო პროცესშივე დაამყარონ კომუნიკაცია მომავალ დამსაქმებლებთან. და გახდნენ კონკურენტუნარიანნი მედია ბაზარზე.  ლაბორატორიის ფარგლებში იქმნება ისეთი მედია პროექტები, როგორიცაა დოკუმენტური ფილმები, მულტიმედია და ვიდეო პროექტები, იგეგმება კომპლექსური სოციალური მედია კამპანიები სკოლა ეხმარება სტუდენტებს პროექტების განვითარებასა და ნამუშევრების საერთაშორისო ფესტივალებზე წარდგენაში. სტუდენტები ასევე ერთვებიან სტუდენტურ მედიაში - GIPA რადიოს (FM 94.3) და newscafe.ge მუშაობაში.

ციფრული მედია და კომუნიკაცია - ხანგრძლივობა 4 წელი

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:

მასობრივი კომუნიკაციის ბაკალავრი

პროგრამის მოცულობა კრედიტებით:

240 კრედიტი

სწავლების ენა:

ქართული

პროგრამის ღირებულება:

წელიწადი 4800 ლარი;

ციფრული მედიისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა ოთხწლიანია და შედგება რვა სემესტრისაგან, რომლის განმავლობაში სტუდენტი აგროვებს 240 კრედიტს.

სავალდებულო კურსები (I-VIII სემესტრი) 157 კრედიტი- მოიცავს საბაზისო განათლების კლასებს, ასევე შესავალ კურსებს ონლაინ-ჟურნალისტიკას,  ონლაინ კომუნიკაციას, სოციალურ მედია მარკეტინგსა და ვებ-ტექნოლოგიებში.

არჩევითი კურსები  (IV-VII სემესტრი) 44 კრედიტი - მოიცავს არჩევით საგნებს ჟურნალისტიკის ან საზოგადოებასთან ურთიერთობის მიმართულებით.

თავისუფალი საუნივერსიტეტო კრედიტები (V-VIII სემესტრი) 18 კრედიტი - თავისუფალ კრედიტებს ​სტუდენტი დააგროვებს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ნებისმიერ საბაკალავრო პროგრამაში თავისთვის საინტერესო საგნების არჩევით.

ტრანსმედია პრაქტიკული პროექტი (VII სემესტრი) 5 კრედიტი - პრაქტიკული შემოქმედებითი პროექტი - სტუდენტი  მუშაობს ტრანსმედია PR კამპანიის დაგეგმვაზე ან მედია ლაბორატორიაში ტრანსმედია პროექტზე.

სავალდებულო სტაჟირება (VIII სემესტრი) 6 კრედიტი -  ბოლო სემესტრში ხდება სტუდენტების სტაჟიორის სტატუსით განაწილება სკოლის პარტნიორ კომპანიებში. სადაც მათ ეძლევათ საშუალება ჩაერთონ რეალური პროექტების განხორციელებაში.

სადიპლომო ნაშრომი (VIII სემესტრი) 15 კრედიტი -  სადიპლომო ნაშრომს წარმოადგენს კვლევითი პროექტი, რომლის დაგეგმვას სტუდენტი იწყებს VII სემესტრის ბოლოს და წარადგენს სასწავლო პროგრამის დასრულებისას.

საკონტაქტო პირი

ანა ქეშელაშვილი

ციფრული მედიისა და კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამის ხელმძღვანელი

ელ-ფოსტა: a.keshelashvili@gipa.ge

მობ: +995 595 902 905

ტელ: 2 49 75 01

დაგვიკავშირდით

  • მარი ბროსეს #2
  • 032 2 49 75 00
  • study@gipa.ge