თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტის პროფილაქტიკური მედიცინის ფაკულტეტის კურსდამთავრებული. მოქმედი შრომის უსაფრთხოების და ჯანმრთელობის დაცვის მენეჯერი. უმუშავია ეკონომიკური საქმიანობის სხვადასხვა სფეროში, რომელიც დასაქმებულთა შრომის უსაფრთხოებას და საზოგადოების ჯანმრთელობის დაცვას უკავშირდება. გააჩნია მრავალწლიანი სამუშაო გამოცდილება შრომის უსაფრთხოების სისტემების შექმნასა და მართვაში. ხუთი წელია რაც GIPA-ს სოფლის მეურნეობის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტში პროფესიული მასწავლებლის პოზიციას იკავებს. პროფესიულ კონსულტაციებსა და ტრენინგებს ატარებს მრავალ კერძო კომპანიაში.
სასწავლო კურსები
- შრომის უსაფრთხოება და ჯანმრთელობის დაცვა
- შრომის უსაფრთხოება სამშენებლო სექტორში
- ბირთვული და რადიაციული უსაფრთხოება
- რადიოლოგიური დაბინძურების სარეაბილიტაციო სამუშაოების მეთოდები
პროექტები
საქართველოს მთავრობის, შრომის საერთაშორისო ორგანიზაციის და ევროკავშირის ერთობლივი ტექნიკური სამუშაო ჯგუფის პროექტი „დასაქმებულთა ჯანმრთელობის დაცვის და უსაფრთხოების შესახებ ევროდირექტივების ტრანსპოზიცია საქართველოს კანონმდებლობაში“.