პროფესიული მასწავლებლები

ნანა ქაშაკაშვილი

სოფლის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტის ხელმძღვანელი / განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროგრამის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი / პროფესიული მასწავლებელი

ელფოსტა: n.kashakashvili@gipa.ge

საერთაშორისო პოლიტიკის მაგისტრი, ჯიპა -  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი. ჰუმანიტარულ მეცნიერებათა მაგისტრი, ინგლისურ ფილოლოგიაში, თბილისის ი.ჯავახიშვილის სახელობის სახელმწიფო უნივერსიტეტი. აქვს ადგილობრივი და საერთაშორისო პროექტების/პროგრამების მართვის 20+ წლიანი, უწყვეტი  სამუშაო გამოცდილება. საქმიანობის ძირითადი სფეროებია: მენეჯმენტის თანამედროვე პრინციპები და მდგრადი განვითარება; პროფესიული სწავლების მიმართულების განვითარება; სოფლის განვითარება; ინოვაციური, ბაზრის საჭიროებებზე მორგებული პროფესიული პროგრამების შემუშავება და დანერგვა; სწავლება/კონსულტაცია. აგრეთვე არის ჯიპას განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის უმაღლესი პროფესიული პროგრამის ადმინისტრაციული ხელმძღვანელი.

 

მისი სამუშაო გამოცდილება მოიცავს ინგლისური ენის და ლიტერატურის სწავლებას თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტსა და სხვადასხვა ინგლისური ენის სასწავლო ცენტრებში. სამაგისტრო ნაშრომზე ინგლისური ლიტერატურის განხრით, მოწვეული მკლევარის სტატუსით, მუშაობდა ოქსფორდის (Christ Church) უნივერსიტეტში. აგრეთვე, მუშაობდა მშვიდობის კორპუსსა და სხვადსხვა საერთაშორისო ორგანიზაციებში. აქვს არჩევნების საერთაშორისო დამკვირვებლად მუშაობის გამოცდილება სომხეთში, ამერიკის შეერთებულ შტატებსა და ბანგლადეშში. ცოდნის და გამოცდილების ამაღლების მიზნით მონაწილეობდა რიგ ეროვნულ თუ საერთაშორისო პროფესიული განვითარების ტრენინგებსა და სემინარებში.

 

სასწავლო კურსები: 

  • მენეჯმენტის საფუძვლები
  • მეწარმეობა
  • სოციალური მეწარმეობა
  • სოფლის განვითარება
  • პროექტის წერა

 

საერთაშორისო პროექტების მენეჯერი: 

  • 2023-2025 კლიმატის ცვლილებით გამოწვეული კატასტროფების მიმართ თემთა მდგრადობის გაძიერება ბუნებაზე დაფუძნებული დაწყვეტილების გზით
  • 2023 -2024 ენერგოეფექტურობისა და განახლებადი ენერგიების უმაღლესი პროფესიული პროგრამების შემქნა, დანერგვა და ინსტიტუციონალიზაცია.
  • 2021-2024 გენდერული თანასწორობისა და თანაბარი შესაძლებლობების ინტეგრირება რეგიონულ პროფესიული განათლების დაწესებულებებში.
  • 2018-2020 სავაჭრო შესაძლებლობების პილოტირება სოფლის მეურნეობაში თანამედროვე ინოვაციური ონლაინ პლატფორმის შექმნით- AgroNet.
  • 2017-2022 წყალტუბოს ადგილობრივი განვითარების ხელშეწყობა ENPARD III.
  • 2016 – 2018 შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების უმაღლესი პროეფესიული პროგრამის და სერთიფიცირებული კურსების შექმნა, დანერგვა ინსტიტუციონალზიზაცია.
  • 2016-2021 სოფლის განვითარების ახალი მიდგომის ხელშეწყობა ახალქალაქში, ENPARD II.
  • 2015-2017 თანამედროვე კვლევითი პრაქტიკის გაძლიერება რეგიონულ სასოფლო სამეურნეო ინსტიტუტებში, ENPARD I.
  • 2008-2018 ცხოველთა ჯანმრთელობის ეროვნული პროგრამა საქართველოში და კერძო ვეტერინარული ასოციაციების განვითარება.