გამოცდილების მოკლე აღწერა
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის სტუდენტი. მაგისტრის ხარისხი გარემოსდაცვით მენეჯმენტსა და უცხო ენათა ფილოლოგიაში. აქვს 17 წლიანი უწყვეტი მუშაობის გამოცდილება საჯარო და კერძო სექტორში. ძირითადი საქმიანობებია: გარემოსდაცვითი, ეკონომიკური და სტრატეგიული პროექტების დაგეგმვა, ადამიანური რესურსის მართვა. სხვადასხვა წლებში სასწავლო ვიზიტებით იმყოფებოდა ევროპის შემდეგ ქვეყნებში: შვეიცარია, პოლონეთი, გერმანია, უკრაინა, დანია, სომხეთი. 2018 წლიდან დღემდე GIPA-ს სოფლის განვითარების და პროფესიული სწავლების დეპარტამენტში გარემოსდაცვითი მოდულების პროფესიული მასწავლებლის პოზიციას იკავებს.
სასწავლო კურსები:
- გარემოს დაცვის საფუძვლები
- გარემოს დაცვა და კლიმატური გამოწვევები
- ნარჩენების მართვა
- წყლისა და ჰაერის დაბინძურება
- გარემოს დაცვის მენეჯმენტი
- გარემოსდაცვით საგანგებო სიატუაციებზე რეაგირების დაგეგმვა
პროექტები:
“მერების შეთანხმების შესაძლებლობების განვითარების მოდელი უკრაინასა და საქართველოსთვის” - პროექტის მენეჯერი.
INOGATE – ESIB ენერგო დამზოგველობის ინიციატივა შენობათა სექტორში - პროექტის ასისტენტი.
კვლევითი ინტერესები:
გარემოსდაცვითი გამოწვევების მართვა; გარემოსდაცვითი გადაწყვეტილების მიღების პროცესში საზოგადოების მონაწილეობა და ინფორმაციის ხელმისაწვდომობა; კლიმატის ცვლილების შემარბილებელი ღონისძიებები; გარემო და ადამიანის ჯანმრთელობა;