• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • პროფესიული მასწავლებლები

    თამარ მეხაშიშვილი

    პროფესიული მასწავლებელი

    გამოცდილების მოკლე აღწერა:

    პროფესიით სამართალმცოდნე, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის კერძო (ბიზნეს) სამართლის მაგისტრი. დამატებით, ფლობს მეორად პროფესიას სოციალურ მეცნიერებებში: პოლიტოლოგია, სოციოლოგია, ფილოსოფია. წარმატებით დაასრულა  საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA) - ს შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების უმაღლესი პროფესიული პროგრამა. სხვადასხვა დროს გავლილი აქვს არაერთი პროფესიული ტრენინგი და სემინარი იურიდიული, ფინანსური, HACCP-ის სტანდარტის, გარემოს დაცვის და  შრომის უსაფრთხოების მიმართულებით. ასევე, ფლობს შეფასებისა და გამოცდების ეროვნული ცენტრის სამოქალაქო მასწავლებლის კომპეტენციის დამადასტურებელ სერტიფიკატს. 

    გააჩნია სამუშაო გამოცდილება როგორც კერძო, ისე, საჯარო სექტორში  და არასამთავრობო ორგანიზაციაში. 2014-2015 წლებში იგი იკავებდა იურისტის პოზიციას საქართველოს გარემოს დაცვის და სოფლის მეურნეობის  სამინისტროს სსიპ - გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრში, ხოლო 2015-2023 წლებში მუშაობდა ორგანიზაცია Georgia’s Environmental Outlook (GEO)-ში და იურიდიული საქმიანობის გარდა, მონაწილეობდა გარემოსდაცვითი მიმართულების არაერთ ადგილობრივ თუ საერთაშორისო პროექტებში

    სასწავლო კურსები: 

    • გარემოს დაცვის მენეჯმენტი
    • ჯანმრთელობის, შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი რეგულაციები და სტანდარტები