მიზანი
პროგრამის მიზანია ისეთი საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერების ჩამოყალიბება, რომლებიც შეძლებენ საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურის აწყობასა და მართვას, შედეგებზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და პროგრამების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის, როგორც კომერციულ, ისე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში. სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს უზრუნველყოფს აუცილებელი საბაზისო თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით მენეჯმენტის, კომუნკაციის, საზოგადოებრივი ურთიერთობებისა და მარკეტინგის სფეროში ეფექტური საქმიანობისთვის.
პროგრამა ორიენტირებულია პრაქტიკული უნარ-ჩვევების გამომუშავებაზე, სასწავლო კურსებს უძღვებიან პრაქტიკოსი ლექტორები. პროგრამა პოპულარულია ქართულ ბაზარზე. პროგრამის შეფასებიდან გამომდინარე იქმნება ახალი, ისეთი კურსები, სადაც გათვალისწინებულია დამსაქმებელთა რეკომენდაციები.
სასწავლო პროგრამა პარტნიორი კომპანიების დახმარებით ხორციელდება, ესენია: სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სკოლა, IREX საქართველო, ევროპული ჟურნალისტიკის ცენტრი.
საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება - სამაგისტრო პროგრამა საზოგადოებრივ ურთიერთობებში
მისანიჭებელი კვალიფიკაცია (ხარისხი) - საზოგადოებრივ ურთიერთობათა მაგისტრი
პროგრამის მოცულობა კრედიტებით (დამთავრებისთვის საჭირო რაოდენობა) - 120 ECTS კრედიტი
სწავლების ენა - ქართული
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური - მაგისტრატურა
საგანმანათლებლო პროგრამის სახე - აკადემიური
საგანმანათლებლო პროგრამის კურიკულუმი იხილეთ აქ
პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდები.
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად 12 სექტემბრის ჩათვლით.
》 ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მაგისტრანტებისთვის
შიდა საუნივერსიტეტო პროცედურა შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
პირველკურსელთა რეგისტრაცია
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად, 15 აგვისტოდან 30 აგვისტოს ჩათვლით
ხელშეკრულების გაფორმება:
ჩარიცხული სტუდენტი ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში 20, 21, 22 ან 23 სექტემბერს, 12:00-17:00 შუალედში.
ჟურნალისიტიკისა და მედიამენეჯმენტის კავკასიური სკოლა: თბილისი, მარი ბროსეს ქ. #2
ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
სწავლა დაიწყება 26 სექტემბერს.
სწავლის საფასური
სწავლის სრული საფასური (ერთი წელი) შეადგენს 5,300 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია
4 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).
სტიპენდია
ყოველ წელს, საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე ორი მეორეკურსელი სტუდენტი დაფინანსდება.
სწავლის დაფინანსების ვარიანტე
საზოგადოებრივი ურთიერთობის სამაგისტრო |
2 წლის სწავლის ღირებულება |
სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების |
10 600-4500=6100, გადასახდელი |
სახელმწიფო გრანტის მოპოვების გარეშე |
10 600 |
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
პროგრამის ხელმძღვანელი
მაკა სეხნიაშვილი
ელ. ფოსტა: m.sekhniashvili@gipa.ge
მობ: +995 577 57 18 16
პროგრამის კოორდინატორი
გიორგი შუბლაძე
ელ. ფოსტა: g.shubladze@gipa.ge
მობ: +995 595 599 655