საგანმანათლებლო პროგრამის სახელწოდება: გამოყენებითი ფსიქოლოგია
მისანიჭებელი კვალიფიკაცია: ფსიქოლოგიის მაგისტრი/Master in Applied Psychology
პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 120 კრედიტი
სწავლების ენა: ქართული
უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: მაგისტრატურა
საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი: აკადემიური
პროგრამის მიზანი:
გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს:
გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს გამოუმუშავოს:
დასაქმების სფერო:
გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის კურსდამთავრებულებს მიღებული ცოდნის საფუძველზე შესაძლებლობა ექნებათ პროფესიულად განვითარდნენ და წარმატებული კარიერა განახორციელონ როგორც საჯარო სექტორში, ასევე საერთაშორისო და არასამთავრობო ორგანიზაციებში და კერძო სექტორში, ყველგან - სადაც არის მოთხოვნა პოლიტიკური ან მართვის/ორგანიზაციის ფსიქოლოგიის კომპეტენციებზე, რასაც უზრუნველყოფს სამაგისტრო პროგრამის სასწავლო გეგმა. პროგრამა იძლევა ღრმა თეორიულ ცოდნას და პრაქტიკულ გამოცდილებას, რაც კურსდამთავრებულებს აძლევს შესაძლებლობას აწარმოონ კვლევა ან პრაქტიკა გამოყენებითი ფსიქოლოგიის სხვადასხვა მიმართულებით.
გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს შესძინოს და განუვითაროს პოლიტიკური და მართვის საკითხებში სისტემური ცოდნა და მიღებული ცოდნის პრაქტიკულ საქმიანობაში გამოყენების უნარი. ასევე პოლიტიკური და საორგანიზაციო ქცევის, მათ შორის, „მენეჯერული“ ქცევის თანამედროვე კონცეფციების, ძირითადი თეორიებისა და მიდგომების, ტენდენციების, თეორიული, მეთოდოლოგიური და კვლევითი პრინციპების საფუძვლიანი ცოდნა, ინდივიდუალური კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის აუცილებელი ცოდნა, ანალიტიკური ხედვა და კვლევის, ეფექტური სტრატეგიების შემუშავებისა და ინტერვენციის პრაქტიკული უნარები. ასევე ინდივიდუალური კვლევითი პროექტების დაგეგმვისა და განხორციელებისათვის აუცილებელი უნარ-ჩვევები.
ყოველივე ამის მისაღწევად გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა იყენებს შესაბამის კურიკულუმს, საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტებს უძღვება უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, აგრეთვე სათანადო გამოცდილებისა და კომპეტენციების მქონე მოწვეული სპეციალისტები.
გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა თითოეული სასწავლო კურსის ფარგლებში ითვალისწინებს როგორც თეორიული ცოდნის მიწოდებას, ისე პრაქტიკული უნარ-ჩვევების განვითარებას; ლექცია/სემინარებზე თეორიულ მასალასთან ერთად ხდება პრაქტიკული მაგალითებისა და “ქეისების” განხილვა, რომელთა ნაწილი ლექტორების, დარგის წამყვანი სპეციალისტების, საკუთარ გამოცდილებას ემყარება. განსაკუთრებული ყურადღება ექცევა მაგისტრანტების აქტიურ ჩართულობას სწავლა/სწავლების პროცესში - პრეზენტაციების, დისკუსიის, დებატების, როლური თამაშების სახით, რაც, ამავე დროს, კომუნიკაციისა და გუნდური მუშაობის უნარ-ჩვევების გამომუშავებას უწყობს ხელს. საგნობრივი ცოდნისა და აკადემიური წერის უნარის განმტკიცებას ემსახურება წერითი დავალებები, რომელიც კურსის განმავლობაში სხვადასხვა ფორმით მიეწოდება მაგისტრანტს: ქვიზი, ღია და დახურულ კითხვებზე პასუხი, მიკრო- და საბოლოო სასწავლო პროექტები. მაგისტრანტებს პრაქტიკულ ცოდას ასევე უზიარებენ სპეციალურად მოწვეული ექსპერტები. პროგრამის კურიკულუმი და მთლიანად აკადემიური პროცესი მომავალ მაგისტრებს არჩეულ სფეროში ეფექტური მუშაობისთვის ამზადებს.
პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდები (A ტესტი).
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად 18 სექტემბრამდე.
》 ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მაგისტრანტებისთვის
პროგრამაზე დაშვების წინაპირობაა:
სამაგისტრო პროგრამაზე ჩაბარების მსურველი პირები უნდა აკმაყოფილებდნენ შემდეგ მოთხოვნებს:
- ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში.
- შიდა საუნივერსიტეტო გასაუბრება მიმღებ კომისიასთან ქართულ და ინგლისურ ენებზე.
პირველკურსელთა რეგისტრაცია
ხელშეკრულების გაფორმება:
ჩარიცხული სტუდენტი ხელშეკრულების გასაფორმებლად უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში 20, 21, 22 ან 23 სექტემბერს, 12:00-17:00 შუალედში.
ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
სწავლა დაიწყება 7 ოქტომბერს.
სწავლის საფასური
გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა
სწავლის წლიური საფასური შეადგენს 3800 ლარს, რომლის გადახდა შესაძლებელია 4 ნაწილად (ყოველი სემესტრის დასაწყისში).
30 წლის საიუბილეო თარიღთან დაკავშირებით, GIPA-ს ნებისმიერი აკადემიური, პროფესიული თუ სასერტიფიკატო პროგრამის კურსდამთავრებულისთვის, მოქმედებს 30%-იანი ფასდაკლება.
სწავლის დაფინანსების ვარიანტე
გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამა |
2 წლის სწავლის ღირებულება |
სახელმწიფო გრანტის (100%) მოპოვების |
7600-4500=3100, გადასახდელი |
სახელმწიფო გრანტის მოპოვების გარეშე |
7600 |
სწავლების მეორე წლიდან გამოყენებითი ფსიქოლოგიის სამაგისტრო პროგრამაზე მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტის/სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, კერძოდ:
საბანკო რეკვიზიტები
საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
დაფინანსება:
პირველი კურსის დასრულების შემდგომ, რეიტინგში პირველ ადგილზე მყოფ სტუდენტს დაუფინანსდება სწავლა.
დამატებითი ინფორმაციისათვის მი
მარინა კვიცარიძე
მობ: 595 959 096
ელ. ფოსტა: m.kvitsaridze@gipa.ge
მისამართი: თბილისი, "რუსთავის გზატკეცილი #22ა"