საზოგადოებრივი ურთიერთობები

საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია საზოგადოებასთან ურთიერთობის მენეჯერის მომზადება, რომელიც შეძლებს ორგანიზაციის ეფექტური საზოგადოებრივი ურთიერთობების უზრუნველყოფას შედეგზე ორიენტირებული მართვის, საკომუნიკაციო სტრატეგიის, ტაქტიკისა და ინსტრუმენტების გამოყენებით.

საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა  ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლაში 2009 წლიდან  ფუნქციონირებს.  პროგრამა სტუდენტებს უზრუნველყოფს აუცილებელი თეორიული ცოდნითა და პრაქტიკული უნარ-ჩვევებით კომუნიკაციის, საზოგადოებრივი ურთიერთობების,  მარკეტინგისა და მენეჯმენტის სფეროში ეფექტური საქმიანობისთვის.


რას ვისწავლი? 

  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ძირითად თეორიებს,  თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებსა და მიმართულებებს;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის ძირითად მიდგომებისა და მოდელებს, განვითარების ეტაპებსა და თანამედროვე ტენდენციებს;
  • კორპორაციული კომუნიკაციის, მედიასთან ურთიერთობის, კონტენტ მარკეტინგის და  ციფრული კომუნიკაციების ძირითად მახასიათებლებს; 
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში აკადემიური და გამოყენებითი კვლევის მეთოდებს;
  • ვიზუალური თხრობის ტექნიკებს;
  • საკომუნიკაციო, სტრატეგიის დაგეგმვას და განხორციელებას;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტის/  ღონისძიების დაგეგმვას.

ვინ ვიქნები? 

ორ წელიწადში იქნები საზოგადოებასთან ურთერთობის/კომუნკაციის მენეჯერი; შეძლებ საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურის აწყობასა და მართვას, შედეგებზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, როგორც კომერციულ, ისე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში.

მისაღები ადგილების რაოდენობა - 35 

სწავლების ენა: ქართული

საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში და სურთ გაიღრმაონ ცოდნა საზოგადოებრივი ურთიერთობების მიმართულებით. 

შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს: 1) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში; 2) საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება; 3) შიდა საუნივერსიტეტო პროცედურის გავლა, რომელიც შედგება შემდეგი ეტაპებისაგან: დოკუმენტაციის ანალიზი: ამ ეტაპზე ხდება უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული საერთო სააპლიკაციო ფორმის შევსება, რომელიც მოიცავს აპლიკანტის პროფესიული ბიოგრაფიის შეფასებას; გამოცდის ჩაბარება ინგლისურ ენაში (B2  დონე), გამოცდისგან თავისუფლდებიან ის პირები, რომლებიც წარმოადგენენ კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერტიფიკატს (TOEFL IELTS); გამოცდა სპეციალობაში (ზეპირი ფორმით), რომლის  მიზანია შეფასდეს აპლიკანტის ცოდნა საზოგადოებრივი ურთიერთობების სფეროში. საგამოცდო საკითხების ნიმუში (ინგლისურ ენასა და სპეციალობაში) განთავსდება უნივერსიტეტის ვებ. გვერდზე გამოცდამდე 30 კალენდარული დღით ადრე.

პროგრამის ღირებულება  (ორი წელი) 10600 ლარი;  

სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.

*დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.

 

საბანკო რეკვიზიტები:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელებაააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიშიGE84TB1100000110700419 / GEL

The Hague University of Applied SciencesThe Hague University of Applied Sciences

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ოქტომბერში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად. 

Darmstadt University of Applied SciencesDarmstadt University of Applied Sciences

დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, იგივე h_da, არის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. დარმშტადტში, გერმანია. h_da არის IT კლასტერის Rhine-Main-Neckar, "გერმანიის სილიკონის ველი" და ATHENE, IT  წევრი, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

Lille Catholic UniversityLile Catholic University

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

გარდა ამისა, 2020 წლიდან GIPA-სა და ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

Hanze University of Applied Sciences, GroningenHanze University of Applied Sciences 

ჰანზეს გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი არის უმსხვილესი ტექნიკური და პროფესიული უნივერსიტეტი ჩრდილოეთ ნიდერლანდებში და მდებარეობს  ქ. გრონინგენში. Hanze UAS გთავაზობთ სხვადასხვა საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამებს ჰოლანდიურ, ინგლისურ და გერმანულ ენებზე და მჭიდროდ თანამშრომლობს საერთაშორისო პარტნიორ ინსტიტუტებთან.

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის ივლისში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

University of Economics in Bratislava University of Economics in Bratislava

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ეკონომიკა, ბიზნესი;

გარდა ამისა, 2018 წლიდან GIPA-სა და ბრატისლავის ეკონომიკის  უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა

University of CagliariUniversity of Cagliari

კალიარის უნივერსიტეტი დაარსდა 1606 წელს, იგი მდებარეობს სარდინიის კუნძულზე, ქ. კალიარიში. კალიარის უნივერსიტეტი არის სახელმწიფო უნივერსიტეტი და ჰყავს დაახლოებით 32,000-მდე სტუდენტი, 1000 – მდე აკადემიური პერსონალი და 1000 – ზე მეტი პროფესიონალი ტექნიკურ – ადმინისტრაციული პერსონალი.

ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის სექტემბერში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;

გარდა ამისა, 2018 წლიდან GIPA-სა და კალიარის უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

Cyprus Institute of MarketingCyprus Institute of Marketing

კვიპროსის მარკეტინგის ინსტიტუტი დაარსდა 1978 წელს და მდებარეობს ნიქოზიაში, ლიმასოლში, ბრიტანეთის ვირჯინიის კუნძულებზე. ის რეგისტრირებულია კვიპროსის განათლების სამინისტროში და არის პირველი ბიზნეს სკოლა, რომელიც დაარსდა კვიპროსში. ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის იანვარში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად. გარდა ამისა, 2022-2025 წწ. GIPA-სა და კვიპროსის მარკეტინგის ინსტიტუტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება ასევე „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში;

(International Credit Mobility): -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);

რას ვისწავლი?

  • საზოგადოებასთან ურთიერთობისა და მარკეტინგის ძირითად თეორიებს,  თანამედროვე მიდგომებს, მეთოდებსა და მიმართულებებს;
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის მართვის ძირითად მიდგომებისა და მოდელებს, განვითარების ეტაპებსა და თანამედროვე ტენდენციებს;
  • კორპორაციული კომუნიკაციის, მედიასთან ურთიერთობის, კონტენტ მარკეტინგის და  ციფრული კომუნიკაციების ძირითად მახასიათებლებს; 
  • საზოგადოებასთან ურთიერთობის სფეროში აკადემიური და გამოყენებითი კვლევის მეთოდებს;
  • ვიზუალური თხრობის ტექნიკებს;
  • საკომუნიკაციო, სტრატეგიის დაგეგმვას და განხორციელებას;
  • თანამედროვე ტექნოლოგიების გამოყენებით პროექტის/  ღონისძიების დაგეგმვას.

ვინ ვიქნები? 

ორ წელიწადში იქნები საზოგადოებასთან ურთერთობის/კომუნკაციის მენეჯერი; შეძლებ    საზოგადოებასთან ურთიერთობის სტრუქტურის აწყობასა და მართვას, შედეგებზე ორიენტირებული საკომუნიკაციო სტრატეგიებისა და პროგრამების დაგეგმვასა და განხორციელებას, როგორც კომერციულ, ისე სამთავრობო და არასამთავრობო სექტორში.

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

პროგრამის კოორდინატორი

ანი მაჭარაშვილი

ელ. ფოსტა: a.matcharashvili@gipa.ge
მობ: +995 599 02 00 50


პროგრამის ხელმძღვანელი

მაკა სეხნიაშვილი

ელ. ფოსტა: m.sekhniashvili@gipa.ge

მობ: +995 577 57 18 16

ადმინისტრაცია

ლექტორები