შრომის უსაფრთხოებისა და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების 2 წლიანი უმაღლესი პროფესიული პროგრამა შემუშავდა საერთაშორისო პარტნიორ ორგანიზაცია - RRC International-თან ერთად, ათასწლეულის გამოწვევის ფონდი საქართველოს (MCA-Georgia) ფინანსური მხარდაჭერით.
პროგრამის მიზანია კვალიფიციური კადრის მომზადება, რომელიც შეძლებს საქართველოს კანონმდებლობით გათვალისწინებული სტანდარტების შესაბამისად, დანერგოს დასაქმებულთა და სამუშაო სივრცეში მყოფი სხვა პირების შრომის უსაფრთხოებისა და გარემოს დაცვის სისტემა, შექმნას შესაბამისი პრევენციის მექანიზმები და უზრუნველყოს ეფექტიანი მართვა ჯანსაღი და ღირსეული საქმიანობისთვის.
რას ვისწავლი?
მიიღებ სიღრმისეულ ცოდნას შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების მიმართულებით და შეძლებ:
ვინ ვიქნები?
სწავლის დასრულების შემდეგ, მოგენიჭება უმაღლესი პროფესიული კვალიფიკაცია შრომისუსაფრთხოებისა და გარემოსდაცვით ტექნოლოგიებში და სპეციალისტის/მენეჯერის პოზიციით, შეძლებ დასაქმებას შემდეგი მიმართულებით:
მშენებლობა, ენერგეტიკა, წყალმომარაგება, ნავთობისა და გაზისმრეწველობა, ლოჯისტიკა, საზღვაო/საჰაერო/სახმელეთო ტრანსპორტი, მძიმე მრეწველობა, სამთომრეწველობა, კომუნიკაცია, ტურიზმი, სარესტორნო და გასართობი ბიზნესი, ვაჭრობა, განათლება დაკონსულტირება.
პროგრამის ვებ გვერდი: იხ. პროგრამის ვებ-გვერდი
მისაღები ადგილების რაოდენობა: 32
სწავლების ენა: ქართული
მიღების წინაპირობა: სრული ზოგადი განათლება და ერთიანი პროფესიული ტესტირება
ერთიანი პროფესიული ტესტირების შედეგები ავტომატურად გადმოეგზავნება უნივერსიტეტის ადმინისტრაციას.
პროფესიულ პროგრამაზე ჩასარიცხად ჯიპაში უნდა წარმოადგინო შემდეგი დოკუმენტები:
ჩარიცხვა მოხდება ერთიანი პროფესიული ტესტირების შედეგებისა და რეიტინგული სიების საფუძველზე.
სწავლა დაიწყება 2026 წლის 1 დეკემბერს
ერთიანი პროფესიული ტესტირების წარმატებით გავლის შემდეგ დოკუმენტები უნდა წარმოადგინოთ შემდეგ მისამართზე: "რუსთავის გზატკეცილი #22ა". ან გამოაგზავნოთ ელექტრონულად შემდეგ მისამართზე:drdve@gipa.ge
სტუდენტის ინდივიდუალური გადასახადი - წელიწადში 500 ლარი.
10% იანი ფასდაკლება ვრცელდება იმ პროფესიულ სტუდენტზე, რომელსაც პროფესიული ტესტირების საფუძველზე რეიტინგულ სიაში აქვს ყველაზე მაღალი ქულა/შეფასება და სარგებლობს ქვემოთ ჩამოთვლილი სოციალური სტატუსებიდან ერთ-ერთით:
ა) სოციალურად დაუცველი პირი - უნდა წარმოადგინონ საქართველოს შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროს სახელმწიფო კონტროლს დაქვემდებარებული სსიპ „სოციალური მომსახურების სააგენტოს“ მიერ გაცემული ცნობა „სოციალურად დაუცველი ოჯახების მონაცემთა ბაზაში“ რეგისტრაციის თაობაზე, რომელიც გაცემული უნდა იყოს ცნობის უნივერსიტეტში წარმოდგენამდე არაუადრეს 2 თვისა
ბ) შეზღუდული შესაძლებლობების მქონე პირი - უნდა წარმოადგინონ სამედიცინო სოციალური ექსპერტიზის შემოწმების აქტის ამონაწერი ფორმა №50/II (ასლი)
გ) ოკუპირებულ ტერიტორიებზე მცხოვრები პირი - უნდა წარმოადგინონ საქართველოს მოქალაქის მოწმობა, პირადობის ნეიტრალური მოწმობა ან ნეიტრალური სამგზავრო დოკუმენტი
დ) ტერიტორიული მთლიანობის დაცვისთვის დაღუპულ პირთა შვილი/ოჯახის წევრი - უნდა წარმოადგინონ ვეტერანების საქმეთა სახელმწიფო სამსახურის მიერ გაცემული ცნობა, რომლითაც დასტურდება ტერიტორიული მთლიანობისთვის გარდაცვლილ პირთან ოჯახური კავშირი.
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ
ანგარიშის ნომერი -
*გადახდისას, დანიშნულებაში
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA) სოფლის განვითარებისა და
პროფესიული სწავლების დეპარტამენტის პარტნიორი ორგანიაზაციებია:
შპს "ექსპერტს ფორ სოლუშენს"
შპს "აი სი პი’’
შპს "საფკო’’
შპს "ჯეო სეიფთი’’
შპს "საქართველოს ტელერადიოცენტრი’’
შპს "ქართლის ქარის ელექტროსადგური"
შპს "კოსი"
შპს "დეველორი"
შპს "თაუნს ქონსთრაქშენ"
შპს "გუმბათი ჰოლდინგი"
შპს "პოლიმერ ჯგუფი"
პროფესიული პროგრამის მოდულებს ახორციელებენ პროფესიული მასწავლებლები- დარგის მაღალკვალიფიციური სპეციალისტები, რაც სტუდენტებს საშუალებას აძლევს თეორიული ცოდნა განამტკიცონ პრაქტიკული უნარ-ჩვევებით. გარდა ამისა, სასწავლო პროცესში სტუდენტებს საშუალება ეძლევათ, შეხვდნენ მოწვეულ სტუმრებს (ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს და კომპანიების წარმომადგენლებს).
პროგრამა სრულად ინოვაციურია. მასთანავე, აღჭურვილია თანამედროვე მატერიალურ-ტექნიკური საშუალებებით და სწავლების უახლესი თეორიული, პრაქტიკული მეთოდებით. პერიოდულად, სტუდენტებს აქვთ საშუალება, შეხვდნენ დარგის სპეციალისტებს, ადგილობრივ და საერთაშორისო ექსპერტებს მრგვალი მაგიდის ფორმატში და განიხილონ დარგში არსებული გამოწვევები. მონაწილეობა მიიღონ ექსტრაკურიკულურ აქტივობებსა და შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო პროგრამებში და განახორციელონ პროექტები.
თქვენ საშუალება გაქვთ პროფესიულ მოდულებს დაეუფლოთ და ყოველდღიურ სასწავლო პროცესში შეხება გქონდეთ დარგის წამყვან, მაღალკვალიფიციურ, შრომის უსაფრთხოების და გარემოსდაცვითი ტექნოლოგიების სფეროში მოქმედ ექსპერტებთან / სპეციალისტებთან. აგრეთვე, სტუდენტების კარიერული განვითარების მიზნით, იმართება დასაქმების ფორუმები, პოტენციურ დამსაქმებლებთან შეხვედრა და ინფორმაციის გაზიარება/კონსულტირება ვაკანსიების, სტაჟირების და სხვა კარიერული შესაძლებლობების შესახებ.
ნუკრი მელექსიშვილი
პროგრამის ხელმძღვანელი
მობ: +995 599 304 046
თეა გიგაური
პროგრამის კოორდინატორი
მობ: +995 511 460 349
მისამართი: თბილისი, "რუსთავის გზატკეცილი #22ა".
ელ-ფოსტა: drdve@gipa.ge