კვლევების დეპარტამენტი

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევების დეპარტამენტი კოორდინაციას უწევს ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. მისი შემადგენელი სტრუქტურული ერთეულებია: სადოქტორო პროგრამა სოციალურ მეცნიერებებში, ინგლისურენოვანი ელექტრონული რეფერირებადი ჟურნალი - პოლიტიკა და დემოკრატიზაცია და პოლიტიკის შეფასების ცენტრი. დეპარტამენტის მიზანია სკოლებთან თანამშრომლობით უზრუნველყოს უნივერსიტუტის სადოქტორო პროგრამის ფუნქციონირება სოციალურ მეცნიერებებში, ხელი შუწყოს სამეცნიერო კადრების პროფესიულ განვითარებას, იზრუნოს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობის განვითარებაზე, ახალგაზრდა კადრების, მათ შორის უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობაზე კვლევის პროცესში, კვლევის მეტ ინტეგრაციაზე სწავლების პროცესში და უნივერსიტეტის სამეცნიერო პოტენციალის ამაღლებაზე როგორც ემპირიული, ისე გამოყეებითი და შემოქმედებითი პროექტების რაოდენობისა და კვლევითი პროდუქტიულობის მაჩვენელების ზრდის დონეზე.

საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევის დეპარტამენტი, კოორდინაციას უწევს ინსტიტუტში მიმდინარე სამეცნიერო-კვლევით საქმიანობას. დეპარტამენტი ხელს უწყობს სოციალურ მეცნიერებათა  სფეროსა და მასთან გადაკვეთაში მყოფ სამეცნიერო დისციპლინებთან თანამშრომლობის საფუძველზე ინტერდისციპლინური მაღალკვალიფიციური სამეცნიერო კადრების მომზადების ხელეწყობას, უზრუნველყოფს უნივერსიტეტის სტუდენტების, აკადემიური პერსონალისა და სკოლების წარმომადგენლების, ასევე სხვა დაინტერესებული პირების სამეცნიერო-კვლევით პროცესებში ჩართულობას, მათი სამეცნიერო-კვლევითი-შემოქმედებითი და საკონსულტაციო საქმიანობის მხარდაჭერას და სამეცნიერო-კვლევითი ნაშრომებისა და სტატიების პუბლიკაციას. კვლევის დეპარტამენტის მიზანია როგორც დამოუკიდებლად, ასევე სკოლებთან თანამშრომლობით, იზრუნოს უნივერსიტეტის შიგნით კვლევითი კომპონენტის გაძლიერებაზე, განავითაროს საერთაშორისო სამეცნიერო თანამშრომლობა, დეპარტმენტის მთავარი პრიორიტეტებია: უნივერსიტეტის ფარგლებში განხორციელებული კვლევების ხელშეწყობა შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო პროგრამის საშუალებით, რომლის ფარგლებში სკოლების წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ სამეცნიერო კვლევითი პროექტები და კონკურსის საფუძველზე კვლევის განსახორციელებლად დაფინანსება მიიღონ; სამოგზაურო გრანტების დაფინასებას, რაც გულისხმობს სტუდენტების და აკადემიური პერსონალის მგზავრების მხარდაჭერას სამეცნიერო ღონისძიებებზე, სემინარებსა და კონფერენციებში მონაწილეობის მისაღებად; საჭიროებისა და მოთხოვნის შესაბამისად, რეფერირებად სამეცნიერო ჟურნალებში გამოსაქვეყნებელი პუბლიკაციების თარგმანისა და რედაქტირების ხარჯების დაფარვას; სამეცნიერო ღონისძიებების, სემინარებისა და კონფერენციების ორგანიზების ხარჯების გამოყოფასა და  მომავალში მეტ პროფესიულ ასოციაციასთან გაწევრიანებაში მხარდაჭერას.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ბიუჯეტში სამეცნიერო კვლევებისა და სამეცნიერო საქმიანობის ინტერნაციონალიზაციის ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი ბიუჯეტი მომავალი წლების განმავლობაში მნიშვნელოვნად იზრდება, რაც კიდევ ერთხელ ადასტურებს იმ ფაქტს, რომ კვლევითი პროდუქტიულობის ზრდა უნივერსიტეტის მომავალი 7 წლის სტრატეგიული პრიორიტეტია. გასათვალისწინებელია, რომ მომავალი 7 წლის განვითარების საუნივერსიტეტო სტრატეგიაში პრიორიტეტად ემპირიულ და გამოყენებით კვლევებში  არსებული დღევანდელი მაჩვენებლების (სამეცნიერო რეფერირებად ჟურნალებში გამოქვეყნების რაოდენობის, სამეცნიერო კვლევით პროექტებსა და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის რადენობისა და საკონსულტაციო პროექტებში მონაწილეობის რაოდენობის ) მნიშვნელოვანი  მატებაა დასახული.

კვლევითი საქმიანობის მხარდამჭერი მექანიზმები 

ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევების დეპარტამენტის მიერ კვლევებისა და შემოქმედებითი საქმიანობის მხარდაჭერა, შემდეგი მექანიზმების მეშვეობით ხორციელდება: 

  • უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტში მოქმედი მცირე კვლევების შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო დაფინანსების პროგრამა, რომელიც 2018 წლის ავტორიზაციის პირობებში საუკეთესო პრაქტიკის სახით იქნა იდენტიფიცირებული და რომლის ფარგლებში  სკოლების წარმომადგენლებს წელიწადში ორჯერ შეუძლიათ წარმოადგინონ სამეცნიერო კვლევითი პროექტები და კონკურსის საფუძველზე კვლევის განსახორციელებლად დაფინანსება მოითხოვონ. წარმოდგენილ პროექტებს განიხილავს დეპარტამენტის სამეცნიერო საბჭო. თითოეული წარმოდგენილი პროექტის შემთხვევაში უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტიდან მოთხოვნილი თანხა 2021 წლიდან 3 ათასი ლარით გაიზარდა და შეადგენს 8 ათას ლარს. გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ბიუჯეტის გაზრდა, პროექტის მასშტაბურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. საბჭო განიხილავს თანადაფინანსების მიზნით წარდგენილ პროექტებსაც. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს უნივერსიტეტის ძირითად სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებებს. ასევე,  აუცილებელ პირობას წარმოადგენს მასში სტუდენტების მონაწილეობა. ინტერდისციპლინური ხასიათის კვლევით განაცხადებს განსაკუთრებული უპირატესობა ენიჭება. 2018 წლიდან დღემდე დაფინანსებულია 17 სამეცნიერო პროექტი. დაფინანსებული კვლევითი პროექტების ჩამონათვალი შესაბამისი აღწერით წარმოდგენილია დოკუმენტში  - პერსონალის საქმიანობის შეფასება და შეფასების შედეგების გამოყენება პერსონალის პროფესიულ განვითარებაში 2018 წლიდან დღემდე; 
  • უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტში მოქმედი ელექტრონული სახელმძღვანელოების მხარდაჭერის  შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო დაფინანსების პროგრამა, რომელიც წლის განმავლობაში 3 სახელმძღვანელოს მხარდაჭერის შესაძლებლობას აძლევს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და მასში მონაწილე სტუდენტებს კონკურსის წესით შერჩეული პროექტების 8000 ლარით დაფინანსების პირობით. ასევე, 2021 წლიდან აშშ-ის საელჩოს საზოგადოებრივ საქმეთა განყოფილების მიერ გამოცხადებული ამერიკელი ავტორების წიგნის თარგმნის პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მიზნით ხდება აკადემიური პერსონალისთვის მხარდაჭერის უზრუნველყოფა ყოველწლიურად 15 ათასი ლარის ოდენობით (თანადაფინანსების პირობის დაცვის მიზნით). 
  • ინგლისურენოვანი რეცენზირებადი სამეცნიერო ელექტრონული ჟურნალის „Journal of Politics and Democratization“ (E-ISSN 24492671)  მხარდაჭერა - კვლევების დეპარტამენტის სტრუქტურაში შემავალი სამეცნიერო ჟურნალის მხარდაჭერა უნივერსიტეტის ერთ-ერთ მნიშვნელოვან პრიორიტეტს წარმოადგენს. ამავდროულად, 2020 წლიდან აქტიურად ხორციელდება ERISH Plus (European Reference Index for Social and Humanitarian Sciences) აღიარების პროცედურებისა და მოთხოვნების კრიტერიუმების დაკმაყოფილების მიზნით მუშაობა, რათა 2022 წლისთვის, ჟურნალმა ERISH Plus ინდექსირების კანდიდატობაზე წარადგინოს განაცხადი.
  • საერთაშორისო კონფერენციებში, სემინარებსა და იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის წახალისება - უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტი ზრუნავს ინტერნაციონალიზაციის საკითხზე და შუამდგომლობას უწევს როგორც უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს, ასევე სტუდენტებს სამოგზაურო გრანტების დაფინანსების საკითხში სამეცნიერო კონფერენციებში, სამუშაო შეხვედრებსა და სემინარებში მხარდასაჭერად. უნივერსიტეტის ბიუჯეტში ყოველწლიურად არის გათვალისწინებული სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სტუდენტების სამოგზაურო გრანტი იმიტირებულ სასამართლო პროცესებში მონაწილეობის მისაღებად (GIPA-ს სამართლისა და პოლიტიკის სკოლა 2014 წლიდან მონაწილეობას იღებს საერთაშორისო იმიტირებულ სასამართლოში - Willem C. Vis International Commercial Arbitration Moot, 2016 წლიდან  კი შეუერთდა Phillip C. Jessup International Law Moot Court). 
  • კონფერენციების, სემინარებისა და სამუშაო შეხვედრების ორგანიზების ხარჯების მხარდაჭერა - უნივერსიტეტი აქტიურად არის ჩართული ადგილობრივი და საერთაშორისო კონფერენციების ორგანიზებაში, სადაც მონაწილეობას იღებენ როგორც აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები, ასევე სადოქტორო და სამაგისტრო პროგრამების სტუდენტები. უნივერსიტეტი ხელს უწყობს საერთაშორისო კონფერენციების ჩატარებას კვლევების დეპარტამენტის ბიუჯეტში არსებული მიზნობრივი დაფინანსებით, რაც მნიშვნელოვანია როგორც კვლევითი საქმიანობის მხარდაჭერის, ასევე ინტერნაციონალიზაციის თვალსაზრისითაც. 
  • პროფესიულ ქსელებსა და ასოციაციებში გაწევრიანების ხელშეწყობა - GIPA, დარგის სპეციფიკიდან გამომდინარე რამდენიმე მნიშვნელოვანი პროფესიული ასოციაციის წევრია. მათ შორის, განსაკუთრებულ აღნიშვნას იმსახურებს, NASPAA-ს და NISPAcee-ს პროფესიულ ქსელებში გაწევრიანება. ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი გაწერიანებულია ადგილობრივ და რეგიონულ მოხელეთა გადამზადებაზე ორიენტირებულ ტრენინგ-ორგანიზაციათა ევროპულ ქსელში (Euroepan Network of Training Organizations for Local and Reional Authorities – ENTO.org), რითაც უზრუნველყოფს საჯარო სექტორში დასაქმებულთა კვალიფიკაციისა და უნარების ზრდას. ამავე დროს, GIPA წარმოადგენს პოსტ-საბჭოურ სივრცეში ერთადერთ ინსტიტუციას, რომელიც 2013 წელს შექმნილი მოძრაობის Cost Action (Femiside across Europe) წევრია და ერთ-ერთია ევროპის 27 ქვეყნის მკვლევრებს შორის, რომელიც მეცნიერულ დონეზე  სწავლობენ ფემიციდის პრობლემას. მნიშვნელოვანია, რომ უნივერსიტეტი არის European Journalism Training Association - EJTA-ს წევრი, რომელიც აერთიანებს ევროპის 32 ქვეყნის 76 უნივერსიტეტს, მათ შორის 2015 წლიდან GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიურ სკოლასა და სკოლის პარტნიორ ისეთ ევროპულ უნივერსიტეტებს, როგორიცაა Artesis Plantijn Hogeschool და Haaga-Helia University of Applied Sciences (http://www.ejta.eu/list-members). საუნივერსიტეტო მხარდჭერა ამ სისტემებთან ასოცირების საწევროების ყოველწიური გადასახადის დაფარვით არის უზრუნველყოფილი, რაც მომავალში კიდევ უფრო მეტად გაიზრდება და სხვადასხვა პროფესიულ ასოციაციებში გაწევრიანებით სამეცნიერო კვლევითი პროდუქტიულობის ინდიკატორების ზრდაზე იმოქმედებს.  
  • სადოქტორო საფეხურის სტუდეტების სადისერტაციო კვლევების მხარდაჭერა - სადოქტორო პროგრამის დასრულების მაჩვენებლების გაუმჯობესების მიზნით, GIPA-მ უნივერსიტეტის იმ აკადემიური ან ადმინისტრაციული პერსონალისთვის, რომელიც სადოქტორო დისერტაციის დასრულების ეტაპზეა, აკადემიური ანაზღაურებადი შვებულება (ე.წ. research sabbatical) უზრუნველყოფა; ასევე, სადოქტორო სასტიპენდიო დაფინანსების (Ph.D Research Support Scholarship) გამოყოფა მოხდა იმ დოქტორანტი სტუდენტებისთვის, რომლებსაც კოლოქვიუმის წარმატებით დაცვის შემთხვევაში, საკონკურსო წესით, ეძლევათ საუნივერსიტეტო ფინანსური მხარდაჭერის მოპოვების შესაძლებლობა სადოქტორო კვლევის ფარგლებში განსახორციელებელი ემპირიული მონაცემების შეკრებისა და გაანალიზებისთვის წლის გამავლობაში 12 ათასი ლარის ოდენობით (3 ათასი ლარის ფარგლებში ყოველწლიურად 4 დოქტორანტის მხარდასაჭერად). 
  • უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტში არსებული პოლიტიკის შეფასების ცენტრის საქმიანობის წახალისება - 2021 წლიდან კვლევების დეპარტამენტის ბიუჯეტიდან დამატებით 10 ათასი ლარი გამოიყო GIPA-ს პოლიტიკის დოკუმენტების სერიის ელექტრონული გამოცემის დასაფინანსებლად, რომელსაც ადმინისტრირებას გაუწევს კვლევების დეპარტამენტის სტრუქტურული ერთეული - პოლიტიკის შეფასების ცენტრი და მხარდაჭერილი იქნება ისეთი პროექტების დაფინანსება, რომელშიც GIPA-ს აკადემიურ პერსონალთან ერთად სტუდენტებიც იღებენ მონაწილეობას. 
  • სოციალური და შემოქმედებითი პროექტების მხარდაჭერა - ჟურნალისტიკის სკოლის ბაზაზე 2014 წლიდან არსებობს  CG MULTILAB@GIPA  კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს 2D და 3D ანიმაციია, მოძრავი გრაფიკის, სხვადასხვა სოციალური და კრეატიული სტარტაპ პროექტების მიმართულებით და Art Factory of GIPA, რომელიც 2011 წლიდან კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას ემსახურება. სწავლის პერიოდშივე პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების დახმარებით შექმნან  შემოქმედებითი, სოციალური და კომერციული პროექტები, რაც საზოგადოებრივი პრობლემების გადაჭრას ემსახურება. სამუშაო პროცესს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ლექტორები.
  • კვლევისათვის განსახორციელებლად საჭირო დამატებითი ელექტრონული რესურსების უზრუნველყოფა -  2020 წელს კვლევების დეპარტამენტის ბიუჯეტის ფარგლებში შეძენილია TURNITIN-ის ლიცენზირებული პროგრამა აკადემიური კეთილსინდისიერების პროგრამული უზრუნველყოფის მიზნით და გამოიყენება პლაგიატის პრევენციისა და მართვისათვის. კვლევების დეპარტამენტის რეკომენდაციით, ხორციელდება IPM კომპანიის მიერ მიწოდებული მედია არქივი ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლისათვის. 2022 წლამდე გახანგრძლივდა სსიპ შოთა რუსთაველის საქართველოს ეროვნულ სამეცნიერო ფონდსა და ელსვიერის საგამომცემლო სახლს  შორის სამეცნიერო  ბაზების შესყიდვის ხელშეკრულებას მოქმედების ვადა, რომელიც 2020 წლის 31 დეკემბერამდე იყო ძალაში და ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს მიმდინარე წლის ბოლომდე აქვს ელსვიერის ბაზაზე წვდომა. ასევე ხორციელდება სასწავლო სიმულაციების შეძენა. 
  • უნივერსიტეტის ადამიანური რესურსების მართვის მენეჯერთან კოორდინაციის საფუძველზე აკადემიური პერსონალის განვითარების ხელშეწყობა და ახალგაზრდა კადრების მოზიდვა - ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ზრუნავს ახალი აკადემიური კადრების მოზიდავასა და ზრდაზე, რაც ასევე დასტურდება ასისტენტის აკადემიურ პოზიციაზე კონკურსის გამოცხადებითა და ადგილების შევსებით. 2018 წლიდან დღემდე, ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში დამატებით 12 ასისტენტის პოზიციის გამოყოფა და დაკავება მოხდა ახალგაზრდა, პერსპექტიული კადრებით, რომლებიც აქტიურად მუშაობენ დოქტორის აკადემიური ხარისხის მოპოვებაზე და აქვთ სწავლების გამოცდილება. 2018 წლიდან დღემდე, ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა მოიზიდა დამატებითი აკადემიური პერსონალი 18 დოქტორის ხარისხის მფლობელი პირის სახით სხვადასხვა მიმართულებით, რითაც გაამდიდრა არსებული აკადემიური შემადგენლობა შესაბამის დარგში კვლევითი გამოცდილებების მქონე მაღალკვალიფიციური კადრებით. იმის დასტურად, რომ უნივერსიტეტი მუდმივად ზრუნავს აკადემიური პერსონალის განვითარების ხელისშეწყობაზე, გთხოვთ იხილოთ შესაბამისი სტანდარტის დამადასტურებელი დოკუმენტაცია. 
  • საბაკალავრო/სამაგისტრო/სადოქტორო ნაშრომების ხელმძღვანელობის ეფექტურობის უზრუნველყოფაზე ზრუნვა - უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტის კომპეტენციაში შედის აკადემიური პროგრამების სამეცნიერო-კვლევითი კომპონენტის ფარგლებში შესასრულებელი დოკუმენტების -  სამაგისტრო და სადისერტაციო ნაშრომების უნივერსიტეტის სტანდარტით დადგენილ მოთხოვნებთან თავსებადობის ზედამხედველობა და სტუდენტთა გამოკითხვის შედეგების ანალიზი და გამოვლენილ საჭიროებებზე შესაბამისი რეაგირება.  
  • საგრანტო განაცხადების მოძიების, მომზადებისა და წარდგენის პროცესში მხარდაჭერა - უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტი აქტიურ მხარდაჭერას უწევს უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალსა და დოქტორანტ სტუდენტებს ერთი მხრივ, საგრანტო კონკურსების შესახებ ინფორმაციის მიწოდებით, მეორე მხრივ კი დონორი ორგანიზაციებისათვის წარდგენილი საგრანტო პროექტების კონსულტირებით. 
  • კვლევის პროცესში უნივერსიტეტის სტუდენტების მონაწილეობის წახალისება - უნივერსიტეტის სკოლებში განხორციელებულ კვლევებში ხშირად არიან ჩართულნი სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები. უნივერსიტეტის მიერ დასაფინანსებლად წარდგენილი მცირე შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის, ისევე როგორც სახელმძღვანელოების მხარდაჭერის პროგრამის აუცილებელი პირობაა პროექტებში სტუდენტების ჩართვა. აღსანიშნავია, რომ საგრანტო პროექტების შერჩევის პროცესში პროექტების შეფასებისას განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა პროექტებში სტუდენტების ჩართულობას და ეს კრიტერიუმი საერთო შეფასების 20%-ს იკავებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა GIPA-ს მიერ მხარდაჭერილი სამეცნიერო პროექტების განხორციელების პროცესში. 2021 წლამდე უნივერსიტეტის სტრატეგიული გეგმის სამოქმედო გეგმით განსაზღვრული სამიზნე ინდიკატორია - სტუდენტების საერთო რაოდენობის არანაკლებ 5 პროცენტის მონაწილეობა კვლევით/სახელოვნებო პროექტებში, რაც გადაჭარბებით სრულდება ერთი მხრივ, მცირე კვლევით გრანტებსა და კვლევების დეპარტამენტის მიერ შეთავაზებულ მხარდამჭერ მექანიზმებში ჩართულობით (139 სტუდენტი), მეორე მხრივ კი თავად უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალის მიერ განხორციელებულ პროექტებში მონაწილეობით. 
  • უცხოურ ჟურნალებში პუბლიკაციის მიზნით წარმოდგენილი დოკუმენტაციის ინგლისურენოვანი რედაქტირების ხარჯების მხარდაჭერა - უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტის უნივერსიტეტის აკადემიურ პერსონალს ასევე აძლევს საშუალებას ისარგებლონ ინგლისურენოვანი ტექსტების რედაქტირების ხარჯებით, რათა ამ გზით მოხდეს ტექსტის იმ დონეზე გამართვა, რომ გამოქვეყნების შესაძლებლობები გაიზარდოს. გადაწყვეტილებების მიღება მსგავსი მხარდაჭერის გაწევის მიზნით დამოკიდებულია წარმოდგენილი დოკუმენტის გამართულობის და გამოქვეყნების პოტენციალიდან, რის შესახებ გადაწყვეტილებას კვლევების დეპარტამენტი იღებს კვლევების საბჭოსთან ერთად. 

კვლევითი, პროფესიული განვითარებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაცია

იმის დასტურად, რომ უნივერსიტეტი აქტიურად ზრუნავს კვლევითი, პროფესიული განვითარებისა და შემოქმედებითი საქმიანობის ინტერნაციონალიზაციაზე, წარმოგიდგენთ რამდენიმე საერთშორისო, კვლევის ხელშეწყობისა და განვითარებაზე ორიენტირებულ საერთაშორისო პროექტს:

  • კვლევის მხარდაჭერის ინსტიტუციური მართვის მიმართულებით ერაზმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში ჯიპა მონაწილეობს 2 ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ ინსტიტუციურ პროექტში : 1) პროექტი ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units/ HEDR).  (2019-2022); 2) „აკადემიური კეთილისინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY - Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia), - EU
  • ამერიკულ უნივერსიტეტებთან ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო დეპარტამენტის მიერ დაფინანსებული საგრანტო პარტნიორობის პროგრამების ფარგლებში, რასაც საქართველოს მხრიდან მენეჯმენტს უწევდა ამერიკის საელჩოს საზოგადოებასთან ურთიერთობის დეპარტამენტი, ჟურნალისტიკის სკოლამ აქტური თანამშრომლობა დაამყარა სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტთან, მმართველობის სკოლამ - ჯორჯ მეისონის უნივერსიტეტთან, სამართლის და პოლიტიკის სკოლამ კი ტროის ალაბამას უნივერსიტეტთან. აღნიშნული პარტნიორობების ფარგლებში გათვალისწინებული იყო აკადემიური პერსონალის მივლინებები კვალიფიკაციის ამაღლების მიზნით, შეიქმნა ინგლისურენოვანი ელექტრონული სამეცნიერო ჟურნალი, გამოიცა საჯარო მმართველობასთან დაკავშირებული კვლევების კრებული.
  • ინტერნაციონალიზაციის კუთხით აღსანიშნავია GIPA-ს ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის 10 წარმომადგენლის სამხრეთ კაროლინას უნივერსიტეტის (აშშ) ჟურნალისტიკისა და მასკომუნიკაციის სადოქტორო პროგრამაზე სწავლისა და კვლევის გამოცდილება, რაც ამ ეტაპზე 2 დაცულ დისერტაციაში აისახა (Keshelashvili, A.(2014). Innovation among Georgian Journalism Educators: A Network Analysis Perspective. (Doctoral dissertation). Retrieved from https://scholarcommons.sc.edu/etd/2996; Mikashavidze, M.(2014). Social Movements, Media, and Democratization in Georgia. (Doctoral dissertation). Retrieved from https://scholarcommons.sc.edu/etd/2854).
  • GIPA-ს პარტნიორობით, ჯორჯიის უნივერსიტეტი (აშშ)  თბილისში ატარებს საუნივერსიტეტო კვლევის ინტენსიურ პროგრამას საჯარო მმართველობაში, რომლის მიზანია ქართველი მკვლევარების, მაგისტრებისა და დოქტორანტების კვლევითი უნარების გაუმჯობესება და დასავლურ სტანდართთან დაახლოება. პროგრამაში მონაწილეობენ როგორც GIPA-ს თანამშრომლები, ასევე სხვა უნივერსიტეტების წარმოადგენლები. ერთთვიანი ინტენსიური კურსი მოიცავს ლექციებს კვლევის მეთოდებში, კვლევის პროექტის შემუშავებაში, კვლევის ჩატარებასა და შედეგების გამოსაქვეყნებლად მომზადებაში. პროექტს უძღვებიან ჯორჯიის უნივერსიტეტის წამყვანი პროფესორები. საბოლოო მიზანია მონაწილეთა მიერ კვლევის ჩატარება და საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში გამოქვეყნება. პროგრამის მონაწილეებს მთელი წლის განმავლობაში შეუძლიათ ჯორჯიის უნივერსიტეტის პროფესურისგან კონსულტაციების მიღება შესასრულებელ კვლევასთან დაკავშირებით. 
  • სამართლის და პოლიტიკის სკოლა აქტიურად მონაწილეობდა ტემპუსის პროექტში “Migration and Higher Education – Building Skills and Capacity” (517002 - UNIMIG), დღესდღეობით აგრძელებს თანამშრომლობას ერაზმუს+ პროექტში უმაღლეს განათლებაში მიგრაციის სწავლების წახალისება “Promoting Migration Studies in Higher Education” (573554 - PROMIG) კვლევითი კომპონენტის გაძლიერების კუთხით. სამართლის და პოლიტიკის სკოლის პროექტის ,ადამიანის უფლებების პროექტის ხელმძღვანელი საზოგადოებრივ საქმეთა ინტიტუტში (GIPA)’’ განხორციელდა არაერთი საინტერესო კვლევითი აქტივობა.
  • სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში 2015 წლიდან მიმდინარეობს კვლევითი პროექტი “ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემების კვლევა განწყობის თეორიის საფუძველზე”, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა მომზადდა მოხსენებები რიგით მესამე და მეშვიდე ევრაზიული მულტიდისციპლინარული ფორუმისათვის, გარდა აქტუალური საკვლევი საკითხისა, პროექტი ითვალისწინებს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობას მათი კვლევებში უშუალოდ ჩართვის გზით.
  • მმართველობის სკოლის ფარგლებში ჩატარდა კვლევა საჯარო მმართველობის რეფორმის მხარდაჭერა საქართველოში მთავრობის რეფორმირების ფონდის პროექტის ფარგლებში გაეროს განვითარების პროგრამის ფინანსური მხარდაჭერით, რომელიც საქართველოს საჯარო სექტორში განხორციელებულ რეფორმათა ემპირიულ დონეზე განხორციელებული კვლევის შედეგების საფუძველზე იძლევა შეფასებებს.
  • ჟურნალისტიკის სკოლის თანამშრომლები 2015 წლიდან დღემდე მონაწილეობენ IREX კვლევებში, მედია მდგრადობის ინდექსი საქართველო. კვლევის შედეგები შეგიძლიათ იხილოთ ბმულზე - https://www.irex.org/resource/media-sustainability-index-msi.
  • უნივერსიტეტის თანამშრომლების უმეტესობა და აკადემიური პერსონალის წარმომადგენლები აქტიურად არიან ჩართულნი კვლევით საქმიანობაში, რასაც ადასტურებს მათი მონაწილეობა სხვადასხვა ტიპის კვლევებში, კონფერენციებში და ა.შ. მაღალია GIPA -ს პროფესორების სამეცნიერო აქტივობების ინტერნაციონალიზაციის მაჩვენებლებიც, რაც ერთი მხრივ, გამოიხატება პროფესორთა მონაწილეობით გაცვლით, მათ შორის ერზმუს+ პროექტებსა და საზღვარგარეთ სამეცნიერო საქმიანობასთან დაკავშირებულ ვიზიტებში, ერთობლივ კვლევით და შესაძლებლობების განვითარებაზე ორიენტირებულ პროექტებში.

სტუდენტების ჩართულობა კვლევებში

უნივერსიტეტის სკოლებში განხორციელებულ კვლევებში ხშირად არიან ჩართულნი სხვადასხვა საფეხურის სტუდენტები. მაგალითად, საჯარო მმართველობის პროგრამის სტუდენტები ჩართულნი იყვნენ კვლევაში „საჯარო მოხელეთა ტრენინგი და განვითარება ქართულ საჯარო სექტორში;  უნივერსიტეტის მიერ დასაფინანსებლად წარდგენილი მცირე შიდასაუნივერსიტეტო სამეცნიერო კვლევების მხარდაჭერის აუცილებელი პირობაა პროექტებში სტუდენტების ჩართვა. აღსანიშნავია, რომ საგრანტო პროექტების შერჩევის პროცესში პროექტების შეფასებისას განსაკუთრეული ყურადღება ეთმობა პროექტებში სტუდენტების ჩართულობას და ეს კრიტერიუმი საერთო შეფასების 20%-ს იკავებს. ეს კიდევ ერთხელ უსვამს ხაზს, თუ რამდენად მნიშვნელოვანია სტუდენტების ჩართულობა GIPA-ს მიერ მხარდაჭერილი სამეცნიერო პროექტების განხორციელების პროცესში.

სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სოციალურ და შემოქმედებით პროექტებში: ჟურნალისტიკის სკოლის ბაზაზე 2014 წლიდან არსებობს  CG MULTILAB@GIPA  კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს 2D და 3D ანიმაციია, მოძრავი გრაფიკის, სხვადასხვა სოციალური და კრეატიული სტარტაპ პროექტების მიმართულებით) და Art Factory of GIPA, რომელიც 2011 წლიდან კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას ემსახურება. სწავლის პერიოდშივე პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების დახმარებით შექმნან  შემოქმედებით, სოციალურ და კომერციული პროექტებს, რაც გარკვეული პრობლემების გადაჭრას ემსახურება. სამუშაო პროცესს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ლექტორები.

 მიმდინარე პროექტები 

1) GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ჩართულია ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units/ HEDR).  

 

იხილეთ სრულად: HERD GIPA

2018 წლიდან დღემდე განხორციელებული/მიმდინარე რამდენიმე კვლევითი პროექტის აღწერილობა მოცემულია ქვევით წარმოდგენილ ცხრილში (სია მხოლოდ პროექტების ნაწილს ფარავს): 

პროექტი ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units/ HEDR).  (2019-2022)

ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში დაფინანსებული პროექტის მიზანია წევრი უნივერსიტეტების კვლევითი სამსახურების მოდერნიზაცია, კვლევითი პოტენციალისა და ხარისხის გაზრდა, სწავლებისა და კვლევის კომპონენტების ინტეგრირება ინსტიტუციურ დონეზე.


 აღნიშნული მიზნის მისაღწევად პროექტით ხორციელდება შემდეგი აქტივობები: 


საქართველოს 12 უნივერსიტეტისთვის ერთობლივი კვლევითი პლატფორმის შექმნა; 

საქართველოს კვლევითი ინტერნეტ პორტალის შექმნა; 

კვლევების მენეჯმენტისა და მონაცემთა ანალიზის დამუშავებისთვის საჭირო უნარების გაუმჯობესება ადმინისტრაციული პერსონალისთვის; 

წევრ უნივერსიტეტებში კვლევის პოტენციალის გაზრდის ხელშეწყობა.


პროექტის კონსორციუმი - პროექტის კონსორციუმი შედგება 17 სრული და 3 ასოცირებული პარტნიორისგან, მათ შორისაა: საქართველოს 12 უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, 5 სამთავრობო სააგენტო და 3 ევროპული უნივერსიტეტი. პროექტი, რომლის სამიზნე, საბოლოო ჯამში, 9500 მკლევარია, საქართველოს 12, როგორც საჯარო, ისე კერძო, უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ხორციელდება: ივანე ჯავახიშვილის სახელობის თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი - ლიდერი (TSU), დავით ტვილდიანის სამედიცინო უნივერსიტეტი (DTMU), თბილისის ვანო სარაჯიშვილის სახელობის სახელმწიფო კონსერვატორია (TSC), თბილისის სახელმწიფო სამედიცინო უნივერსიტეტი (TSMU), ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტი (ILIAUNI), კავკასიის უნივერსიტეტი (CU), საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი (GIPA), საქართველოს ტექნიკური უნივერსიტეტი (GTU), შავი ზღვის საერთაშორისო უნივერსიტეტი (IBSU). პროექტი მხოლოდ თბილისზე არაა ორიენტირებული და მოიცავს 3 რეგიონულ უნივერსიტეტს - აკაკი წერეთლის სახელმწიფო უნივერსიტეტი (ATSU), ბათუმის შოთა რუსთაველის სახელმწიფო უნივერსიტეტი (BSU) და იაკობ გოგებაშვილის სახელობის თელავის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TESAU). პროექტში ჩართულ საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებს აქვს კვლევითი ერთეული, კვლევითი ინსტიტუტის ან კვლევითი დეპარტამენტის სახით და ახორციელებს სადოქტორო პროგრამებს. აღსანიშნავია, რომ კონსორციუმში წარმოდგენილი უნივერსიტეტების სახით იფარება ყველა სამეცნიერო მიმართულება და საქართველოს კლევითი პოტენციალის 82 პროცენტი. პროექტის პარტნიორებს შორის არიან: საქართველოს განათლების, მეცნიერების, კულტურისა და სპორტის სამინისტრო და სამი ასოცირებული წევრი: სსიპ განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრი, სსიპ საქართველოს ინოვაციების და ტექნოლოგიების სააგენტო და საქართველოს ინტელექტუალური საკუთრების ეროვნული ცენტრი. 


პროექტის საერთაშორისო პარტნიორები არიან დრეზდენის ტექნოლოგიური უნივერსიტეტი, რომელიც გერმანიის 10 წამყვან უნივერსიტეტს შორისაა და პროექტში ჩართული იქნება კვლევითი მიმართულებების დაგეგმვისა და მენეჯმენტის ტრენინგების უზრუნველყოფაში, კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი ძლიერი კვევითი ფოკუსით, რომელიც ორინეტირებულია გამოყენებითი კვლევებისა და კერძო-საჯარო პარტნიორობის მეშვეობით სოციეტალური ცვლილებების უზრუნველყოფაზე და ნიცას სოფიას ანტიოპოლის უნივერსიტეტი, მსოფლიოს წამკვანი კვლევითი უნივერსიტეტების 3 პროცენტში შემავალი უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულება, რომელიც საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებს კვლევის სტრატეგიების შემუშავებასა და ხარისხის მართვაში დაეხმარება.

„აკადემიური კეთილისინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY - Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia), - EU

2018-2021 წლებში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი ასევე მონაწილეობდა  ევროკავშირის მიერ დაფინანსებული ერაზმუს+ KA2 პროგრამის ფარგლებში განხორციელებულ პროექტში - „აკადემიური კეთილისინდისიერება ხარისხიანი სწავლისა და სწავლებისთვის ქართულ უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში“ (INTEGRITY - Academic Integrity for Quality Teaching and Learning in Higher Education Institutions in Georgia), რომელიც ორიენტირებულია აკადემიური კეთილსინდისიერების სტანდარტების გაუმჯობესებასა და კვლევის ეთიკური სტანდარტების დაცვის ხარისხის ამაღლებაზე Turnitin Feedback Studio ელექტრონული პროგრამის და არსებული Moodle სისტემაში მისი ინტეგრაციის (Turnitin + Moodle) გზით.

უნივერსიტეტის კვლევითი პროგრამა საჯარო პოლიტიკის მიმართულებით 

University Research Program in Public Policy (2017-2019), USAID. 

პროექტი განხორციელდა შეერთებული შტატების ჯორჯიის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის საფუძველზე და მიზნად ისახავდა საჯარო პოლიტიკისა და ადმინისტრირების მიმართულებით არსებული კვლევითი პოტენციალის ზრდას, პირველ რიგში, სადოქტორო პროგრამის საფეხურის იმ სტუდენტებისთვის, რომელთა კვლევის ინტერესები თემატურად საჯარო პოლიტიკასა და ადმინისტრირებასთანაა დაკავშირებული. პროექტის სამიზნე აუდიტორიას წარმოადგენდა არა მხოლოდ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სადოქტორო პროგრამის საფეხურის სტუდენტები, არამედ, მან მოიცვა საქართველოს სხვა საგანმანათლებლო ორგანიზაციებიც, კერძოდ მისი მონაწილე გახდნენ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი, ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის და სხვა უნივერსიტეტის წარმომადგენლები. პროექტი გულისხმობდა არა მხოლოდ კვლევითი სემინარების ადგილზე ორგანიზებას, არამედ მენტორობას დოქტორანტის მიერ შერჩეული სამეცნიერო პუბლიკაციის იმ დონეზე გამართვაში, რომ ის დაქვემებარებოდა საერთაშორისო რეცენზირებად ჟურნალში გამოქვეყნებას. აღნიშნული პროექტის ფარგლებში 2021 წელს გამოქვეყნდა საერთო კრებული - Gene A. Brewer (Editor), J. Edward Kellough (Editor), at all (2021), Public Policy and Politics in Georgia: Lessons from Post-Soviet Transition (Soviet and Post-Soviet Politics and Society), ibidem Press, რომელშიც აისახა პროექტში მონაწილეთა პუბლიკაციები. საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის წარმომადგენლებიდან აღნიშნულ გამოცემაში მოხვდნენ: 

  1. Natia Tchighvaria - 2021_ The author of chapter 9. “Do Mining Activities in Georgia Affect Local Public Health?”, Gene A. Brewer (Editor), J. Edward Kellough (Editor), at all (2021), Public Policy and Politics in Georgia: Lessons from Post-Soviet Transition (Soviet and Post-Soviet Politics and Society), ibidem Press, სტატიების კრებული; ტომი 228.ISSN 1614-3515
  2. Elene Jimsheleishvili - Chapter 8 Roadmap to Employability: The Relationship between Generic Skills and Employment, Gene A. Brewer (Editor), J. Edward Kellough (Editor), at all (2021), Public Policy and Politics in Georgia: Lessons from Post-Soviet Transition (Soviet and Post-Soviet Politics and Society), ibidem Press, სტატიების კრებული; ტომი 228.ISSN 1614-3515
  3. Ana Laitadze - Chapter 6 Low Performance Issues in Public Elementary Schools in Georgia: Implications for Policy-Makers, Gene A. Brewer (Editor), J. Edward Kellough (Editor), at all (2021), Public Policy and Politics in Georgia: Lessons from Post-Soviet Transition (Soviet and Post-Soviet Politics and Society), ibidem Press, სტატიების კრებული; ტომი 228.ISSN 1614-3515
  4. David Akhvlediani – chapter 13. Geographical and Globlization Pattes in Geogian Trade Contributors, Gene A. Brewer (Editor), J. Edward Kellough (Editor), at all (2021), Public Policy and Politics in Georgia: Lessons from Post-Soviet Transition (Soviet and Post-Soviet Politics and Society), ibidem Press, სტატიების კრებული; ტომი 228.ISSN 1614-3515

Project title: Resilience during COVID-19: Comparing Internally Displaced Persons with Local Population, GIPA and NRC -National Resilience Centre.   September, 2020 – April, 2021 GIZ / 

მედეგობა COVID-19-ის პანდემიის დროს: იძულებით გადაადგილებულ პირთა და ადგილობრივი მოსახლეობის შედარება

"მედეგობა COVID-19-ის ეპიდემიის დროს:  მედეგობის, დისტრესისა და შფოთვის აღქმული მიზეზები, გამოვლენილი სიმპტომების შემსუბუქება დევნილ და ადგილობრივ ქალებში" - პროექტის ფარგლებში განხორციელებული კვლევა აფუძვლად დაედო პუბლიკაცია, რომელიც მომზადებულია პროექტის „მოწყვლადი იძულებით გადაადგილებული პირებისა და ადგილობრივი მოსახლეობის ეკონომიკური და სოციალური ჩართულობის ხელშეწყობა სამხრეთ კავკასიაში“ (EPIC) მხარდაჭერით. პროექტს ახორციელებს გერმანიის საერთაშორისო თანამშრომლობის საზოგადოება (GIZ) გერმანიის ეკონომიკური თანამშრომლობისა და განვითარების სამინისტროს (BMZ) სახელით, საქართველოს ოკუპირებული ტერიტორიებიდან დევნილთა, შრომის, ჯანმრთელობისა და სოციალური დაცვის სამინისტროსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტთან (GIPA) თანამშრომლობით. პროექტის ძირითადი მიზანია, შეისწავლოს ფსიქოლოგიური მედეგობის და მასთან დაკავშირებული მაჩვენებლები COVID-19- ის პანდემიის დროს საქართველოში, განიხილოს მისი გავლენა იძულებით გადაადგილებულ პირებსა და ადგილობრივ მოსახლეობაზე სხვადასხვა დემოგრაფიული მახასიათებლის, მათ შორის გენდერის გათვალისწინებით. საქართველოს მასშტაბით, გამოიკითხა 521 რესპონდენტი. კვლევაში გამოყენებულია პროფესორ შაულ კიმჰის (Kimhi et al., 2020a) მიერ მოწოდებული კვლევის ვალიდური და სანდო ინსტრუმენტი, რომელიც ზომავს ისეთ ცვლადებს, როგორიცაა ინდივიდუალური მედეგობა, საზოგადოებრივი მედეგობა, ეროვნული მედეგობა, საშიშროების შეგრძნება (COVID-19-თან მიმართებით), აღქმული საფრთხეები და სტრესის სიმპტომები.

‘’From Migration and Integration Challenges to Good Practices: Practitioners’ Perspectives’’, 2020

2020 წელს დასრულდა მუშაობა სამეცნიერო ნაშრომზე, ‘’From Migration and Integration Challenges to Good Practices: Practitioners’ Perspectives’’, რომლის თანარედაქტორია მანანა გაბაშვილი გრეგ ბუკენ-კნაპთან და კარინ ზელანოსთან ერთად. ნაშრომში წარმოდგენილია მიგრაციისა და ინტეგრაციის სფეროში მომუშავე პრაქტიკოსების ხედვა იმ ძირითად გამოწვევებზე, რომელთა წინაშეც აღმოსავლეთ პარტნიორობისა და ბალტიის ზღვის რეგიონის ქვეყნები დგანან. ნაშრომი წარმოადგენს GIPA-სა და შვედური ინსტიტუტის მიერ ორგანიზებული ახალგაზრდა მკვლევართა 2018 წლის ზაფხულის აკადემიის (the Swedish Institute’s 2018 Summer Academy for Young Professionals (SAYP))ფარგლებში დაწყებული თანამშრომლობის შედეგს. https://gipa.ge/geo/list/show/1266-From-Migration-and-Integration-Challenges-to-Good-Practices-Practitioners-Perspectives 

კვლევითი პროექტი “ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემების კვლევა განწყობის თეორიის საფუძველზე” 2015 -დღემდე

სოციალურ მეცნიერებათა სკოლაში 2015 წლიდან მიმდინარეობს კვლევითი პროექტი “ფსიქოლოგიის აქტუალური პრობლემების კვლევა განწყობის თეორიის საფუძველზე”, რომლის ფარგლებში მონაწილეებმა მომზადდა მოხსენებები რიგით მესამე და მეშვიდე ევრაზიული მულტიდისციპლინარული ფორუმისათვის, გარდა აქტუალური საკვლევი საკითხისა, პროექტი ითვალისწინებს სტუდენტთა სამეცნიერო მუშაობის ხელშეწყობას მათი კვლევებში უშუალოდ ჩართვის გზით.

მიგრაციის სწავლების/კვლევის წახალისება უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში /“Promoting Migration Studies in Higher Education” (573554 - PROMIG)

სამართლის და პოლიტიკის სკოლა აქტიურად მონაწილეობდა ტემპუსის პროექტში “Migration and Higher Education – Building Skills and Capacity” (517002 - UNIMIG), დღესდღეობით აგრძელებს თანამშრომლობას ერაზმუს+ პროექტში უმაღლეს განათლებაში მიგრაციის სწავლების წახალისება “Promoting Migration Studies in Higher Education” (573554 - PROMIG) კვლევითი კომპონენტის გაძლიერების კუთხით. სამართლის და პოლიტიკის სკოლის პროექტის ,ადამიანის უფლებების პროექტის ხელმძღვანელი საზოგადოებრივ საქმეთა ინტიტუტში (GIPA)’’ განხორციელდა არაერთი საინტერესო კვლევითი აქტივობა.

პოლიტიკური ნეიტრალიტეტი და უმაღლესი საჯარო მოხელის ინსტიტუტი,  ჯიპა, გაეროს განვითარების პროგრამა საქართველოში საჯარო ადმინისტრირების რეფორმის მხარდაჭერის ფარგლებში.

კვლევა ეხება უმაღლესი საჯარო მოხელის ინსტიტუტს, რომლის საქართველოში შემოღებაზე პირველი განაცხადი საქართველოს მთავრობის ადმინისტრაციის მიერ 2015 წელს მომზადებულ „საქართველოს საჯარო მმართველობის რეფორმის გზამკვლევში“ გვხვდება. ამ დოკუმენტის მიზანია, მკაფიო წარმოდგენა შეუქმნას მკითხველს უმაღლესი საჯარო მოხელის ინსტიტუტსა და მისი მუშაობის სპეციფიკაზე. სხვა ინსტრუმენტებთან ერთად, სწორედ ამ ინსტიტუტს ეფუძნება პოლიტიკური გავლენისაგან თავისუფალი, დამსახურებაზე დაფუძნებული, პროფესიონალური და ქმედითი საჯარო სამოხელეო სისტემა, რომლის ჩამოყალიბებაც გზამკვლევშია გათვალისწინებული. კვლევაში მოცემული ინფორმაციის წყაროა მეორადი ლიტერატურა, რომელიც შეივსო 25 ჩაღრმავებული ინტერვიუთი უცხოელ და ადგილობრივ რესპონდენტებთან. აღსანიშნავია, რომ უცხოელი რესპონდენტები უმაღლესი საჯარო მოხელის თანამდებობაზე მუშაობის გამოცდილების მქონე პირები და რეფორმის პროცესში ჩართული ექსპერტები იყვნენ. დოკუმენტში გაანალიზებულია უმაღლესი საჯარო სამსახურის ძირითადი მოდელები, მისი სტატუსის, ორგანიზაციის ცენტრალიზების დონისა და უმაღლესი მოხელის განსაკუთრებული პირობების მიხედვით, რაც მას სხვა მოხელეებისაგან განასხვავებს. ასევე ცალკეა აღწერილი პოლიტიკური თანამდებობის პირებსა და უმაღლეს საჯარო მოხელეებს შორის ფუნქციების გამიჯვნის საკითხი. გარდა ამისა, დოკუმენტში მიმოხილულია უმაღლესი საჯარო სამსახურის მოდელები დასაქმების წესის მიხედვით. საუკეთესო გამოცდილების სახით, ანგარიშში სახელდება გაერთიანებული სამეფოს, ნიდერლანდების, ესტონეთის, ბელგიის, ლიეტუვასა და ლატვიის მაგალითები. დასავლეთ ბალკანეთის ქვეყნებისა (ალბანეთი, ჩრდილოეთ მაკედონიის რესპუბლიკა, მონტენეგრო, სერბეთი და ბოსნია და ჰერცოგოვინა) და უკრაინის გამოცდილება კი განიხილება შესაბამისი რეკომენდაციების შემუშავებისას - პოტენციური რისკებისა თუ ჩავარდნების თავიდან ასაცილებლად. დამატებით, უმაღლესი საჯარო სამოხელეო სისტემის ფუნქციონირებასა და მართვასთან დაკავშირებული საკითხები გაანალიზებულია სხვა არაერთი ქვეყნის გამოცდილებაზე დაყრდნობით. თუმცა, უმეტესწილად აქცენტი ევროკავშირის წევრ სახელმწიფოებზე კეთდება. 

AGROnet Piloting Modern Trading Opportunities in Agriculture through Creation of the Innovative Online Platform (AGROnet), BSB, EU. 2018-2020

სასოფლო-სამეურნეო პროდუქციისა და მომსახურების ექსპორტ-იმპორტის მიზანშეწონილობის კვლევას სამ ქვეყანას შორის, საქართველო, ბულგარეთი და რუმინეთი, კვლევები განხორციელდება ევროკავშირის სამეზობლო თანამშრომლობის (EU ENI CBC), შავი ზღვის აუზის ქვეყნების პროგრამის (BSB 2014-2020) ფარგლებში. დამატებითი ინფორმაციისთვის, ეწვიეთ საიტს: http://blacksea-cbc.net/. კვლევა განხორციელდა GIPA-ს სოფლის მეურნეობის განვითარებისა და პროფესიული სწავლების დეპარტამენტისა და მმართველობის სკოლის აკადემიური პერსონალის ზედამხედველობით.  

სტრატეგიული კომუნიკაციების კვლევის ლაბორატორიის დაარსება ლონდონის კინგს კოლეჯის მხარდაჭერით

Development of Strategic Communications Research Laboratory in Georgia by the support pf The King’s Centre for Strategic Communications (KCSC) of King’s College London პროექტი ემსახურებოდა საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ფარგლებში სტრატეგიული კომუნიკაციების კვლევის ლაბორატორიის დაარსებასა და შესაბამისი კვლევის წარმოების პროცესის ხელშეწყობის მიზნით საჭიროებათა ანალიზის განხორციელებას.  

The King’s Centre for Strategic Communications (KCSC) of King’s College London is conducting

academic research into Georgia’s media landscape, 2021. 

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის მკვლევართა ჯგუფი  ახორციელებს კვლევას სტრატეგიული კომუნიკაციების კინგსის ცენტრთან (King’s College London) ერთად საქართველოს მედია-ლანდშაფტის შესწავლის მიზნით. კვლევის ფარგლებში განსაკუთრებული აქცენტი კეთდება მოწყვლად ჯგუფებზე, რომელიც დეზინფორმაციისა და მედია წიგნიერების დეფიციტის პირობებში სტრატეგიული კომუნიკაციების ეფექტური მართვის კუთხით ყველაზე მეტი ნეგატიური ზეგავლენის ქვეშაა. კვლევის პროექტის შედეგები გამოქვეყნდება ერთობლივი პუბლიკაციის სახით. კვლევა ხორციელდება ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის სტრატეგიული კომუნიკაციების ლაბორატორიის ეგიდით. 

ფემიციდის  შესახებ მონაცემების შეგროვება და კოორდინაცია

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის მკვლევართა ჯგუფი   თანამშრომლობს ფემიციდის ევროპულ მონიტორთან, რომელიც 2018 წელს მალტის უნივერსიტეტის გენდერის განყოფილების ბაზაზე შეიქმნა და მიზნად ისახავს ფემიციდის  შესახებ მონაცემების შეგროვებას და კოორდინაციას ევროპის მასშტაბით. http://eof.cut.ac.cy/eof-country-focus/ ფემიციდის ევროპული მონიტორი 21 ქვეყნის წარმომადგენლებს აერთიანებს. ამ პროექტის ავტორი თიკო ცომაია არის  ფემიციდის ევროპულ მონიტორთან საქართველოს მკვლევართა ჯგუფის  საკონტაქტო პირი. აღსანიშნავია, რომ  ფემიციდის მონაცემების სისრულის,  ხელმისაწვდომობის, მათი დამუშავების და გამჭვირვალობის საკითხები  კვლავაც არის  პრობლემური (შსს, პროკურატურიდან გამოთხოვილი მონაცემები არ არის სტანდარტიზებული და არ შეესაბამება იმ მოთხოვნებს, რომლებიც ფემიციდის ევროპული მონიტორი  გვირჩევს.  პროექტის ფარგლებში მოხდება ევრუპულ  მონიტორთან შეთანხმებული კრიტერიუმების მიხედვით  მონაცემების შეგროვება, მისი ანალიზი და სხვა ქვეყნებთან მისი შედარება. 

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტმა  ევროკავშირის დახმარებით  შექმნა პორტალი:  www. femicide. Ge, სადაც თავმოყრილია,  ფემიციდის შესახებ როგორც საკანონმდებლო, აქტები და ანგარიშები, ისე,  ჟურნალისტური ისტორიები და ფემიციდის შესახებ მონაცემები,  რომლებიც კონკრეტული კატეგორიების მიხედვით შეგროვდა.  პორტალი განახლებადია და ის ივსება ჯიპას ჟურნალისტიკის სტუდენტების მიერ შექმნილი ისტორიებით ძალადობაზე, როგორც საქართველოდან ისე სომხეთიდან, აზერბაიჯანიდან და ევროპის სხვადასხვა ქვეყნებიდან(მაგალითად, გერმანია, საფრანგეთი). ეს პორტალი წარმოადგენს  საქართველოში ფემიციდის შესახებ ყველაზე სრულ და ხელმისაწვდომ ინფორმაციის წყაროს. მოცემული კვლევითი პროექტის შესახებ ინფორმაცია გავრცელდება ამ პორტალზე. 

მედიის მდგრადობის ინდექსი (MSI) 2018, 2019

ჟურნალისტიკის სკოლის თანამშრომლები 2015 წლიდან მონაწილეობენ IREX კვლევებში, მედია მდგრადობის ინდექსი საქართველო. კვლევის მიზანია საქართველოს მედია გარემოს გამოკვლევა ხუთი ინდიკატორის მიხედვით (სიტყვის თავისუფლება, პროფესიონალიზმის ხარისხი ჟურნალისტიკაში, ახალი ამბების მრავალფეროვნება, ბიზნესის მენეჯმენტი, და მედიის მხარდამჭერი ინსტიტუტები) და კვლევის საფუძველზე ქვეყნის ადგილის განსაზღვრა მედიის მდგრადობის სტანდარტიზირებულ სისტემაში. კვლევის მეთოდი: ფოკუს ჯგუფი (მედია პროფესიონალების და ექსპერტების მონაწილეობთ), კითხვარები, ინტერვიუები.   

https://www.irex.org/sites/default/files/pdf/media-sustainability-index-europe-eurasia-2019-georgia.pdf

კვლევით-შემოქმედებითი პროექტი  -  დოკუმენტური ფილმი  - „გვირაბი“

GIPA-ს პროფესორის, ნინო ორჯონიკიძისა და მოწვეული ლექტორის ვანო არსენიშვილის ფილმი „გვირაბი“ საქართველო-გერმანიის კოპროდუქციაა და ეროვნული კინოცენტრის მხარდაჭერით შეიქმნა. ავტორებთან ერთად, ფილმზე მუშაობდა Radio GIPA / რადიო ჯიპა FM 94.3 -ს მენეჯერი და GIPA MEDIA LAB-ის აუდიო-ვიდეო წარმოების ტრენერი, ანა დავითაშვილი. ფილმი #A_TUNNEL-ის არაერთი საერთაშორისო ჯილდოს მფლობელია, მათ შორისაა ტრენტოს საერთაშორისო კინოფესტივალის მთავარი ჯილდო “ოქროს ენციანი”. ფილმის მსოფლიო პრემიერა გაიმართა ამსტერდამის დოკუმენტური ფილმების საერთაშორისო ფესტივალზე IDFA

რეგულირების ზეგავლენის შეფასება საქართველოს კანონპროექტზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ" - GIZ-ის სამართლის პროგრამა

2019 წელს GIZ-ის სამართლის პროგრამა-ის მხარდაჭერით და უნივერსიტეტებს შორის თანამშრომლობით მომზადდა პუბლიკაცია: რეგულირების ზეგავლენის შეფასება საქართველოს კანონპროექტზე „მომხმარებლის უფლებების დაცვის შესახებ". GIPA-დან მონაწილეობა მიიღეს (თანაავტორები) ჩვენმა ლექტორებმა: ქეთი გუჯარაიძე - გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა, ჯაბა გველებიანი - სამართლის საბაკალავრო პროგრამა. გამოცემის ქართული ელ-ვერსია - https://bit.ly/3ctzMz6; გამოცემის ინგლისური ელ-ვერსია - https://bit.ly/2XtxBrh

სტუდენტების მონაწილეობა კვლევით-შემოქმედებით საქმიანობაში 

სტუდენტები აქტიურად მონაწილეობენ სოციალურ და შემოქმედებით პროექტებში: ჟურნალისტიკის სკოლის ბაზაზე 2014 წლიდან არსებობს  CG MULTILAB@GIPA  კომპიუტერული გრაფიკის განვითარების ლაბორატორია, რომელიც ახორციელებს ტრენინგებსა და სასწავლო პროგრამებს 2D და 3D ანიმაცია, მოძრავი გრაფიკის, სხვადასხვა სოციალური და კრეატიული სტარტაპ პროექტების მიმართულებით) და Art Factory of GIPA, რომელიც 2011 წლიდან კრეატიული ინდუსტრიების განვითარებას ემსახურება. სწავლის პერიოდშივე პროგრამა ხელს უწყობს სტუდენტებს, რომ სტუდენტური საინიციატივო ჯგუფების დახმარებით შექმნან  შემოქმედებით, სოციალურ და კომერციული პროექტებს, რაც გარკვეული პრობლემების გადაჭრას ემსახურება. სამუშაო პროცესს ხელმძღვანელობენ საერთაშორისო გამოცდილების მქონე ლექტორები. აქვე, აღსანიშნავია, რომ GIPA-ს აუდიო-ვიზუალური და მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის კურსდამთავრებულები არაერთი კონკურსისა და ფესტივალის გამარჯვებულები არიან (Young Lions Georgia 2021-ის - კანის ლომების ახალგაზრდული შეჯიბრის  გამარჯვებულებს შორის 2021 წელს ფილმისა და დიზაინის კატეგორიაში გიო მაღრაძე, სანდრო ლალიაშვილი და ნუცა ტოგონიძე გახდნენ). 2021 წელს GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის მესამე კურსის სტუდენტის, ირაკლი ქერდიყოშვილის სტარტაპ პროექტი EuroAsian Startup Awards-ის ფინალისტთა სიაში მოხვდა. 2020 წელს UTCH DESIGN CHARRETTE 2021 გრაფიკული დიზაინის საერთაშორისო ონლაინ გამოწვევაში, ცხრა ქვეყანა, მათ შორის საქართველო - GIPA-ს სტუდენტების გუნდით მოხვდა.

კვლევითი პროექტი „პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე გერმანიასა და საქართველოში“. 

აღნიშნული კვლევა წარმოადგენს სტუდენტურ კვლევით პროექტს, რომელიც ხორციელდება ჰამბურგის უნივერსიტეტის გერმანიის ბიზნეს სკოლის ინიციატივით. NBS Northern Business School (Germany, Hamburg) - ერთობლივი კვლევა: NBS Business School-ისა და GIPA-ს BBA პროგრამის სტუდენტები ჩართულნი არიან სტუდენტურ კვლევაში - „პანდემიის გავლენა ეკონომიკაზე გერმანიასა და საქართველოში“. კვლევის შედეგების ცნობილი გახდება მიმდინარე წლის მარტის ბოლოს. 

2015 წლიდან GIPA-ში ფუნქციონირებს საერთაშორისო პოლიტიკისა და სამართლის სკოლისა და ტროის (ალაბამა, აშშ) უნივერსიტეტის პარტნიორობის ფარგლებში შექმნილი ინგლისურენოვანი სამეცნიერო ელექტრონული რეფერირებადი ჟურნალი „პოლიტიკა და დემოკრატიზაცია“. მისი  სარედაქციო საბჭო GIPA-სა და ტროის უნივერსიტეტის პროფესორებით არის დაკომპლექტებული. სტატიების ავტორებისათვის შემუშავებულია სტატიის ფორმატის, გამოქვეყნების, ბიბლიოგრაფიის მითითებისა და ციტირების და სტატიის შეფასების პირობები. აღნიშნული ხორციელდება ორმაგი, ბრმა რეფერირების სისტემის საფუძველზე. ჟურნალის პირველი ნომერი გამოვიდა 2016 წლის აპრილში და უკვე 3 ნომერი გამოიცა.

ვებ-გვერდის მისამართი - www.gipa.ge/JPD

ჟურნალში გამოქვეყნებული სტატიების ჩამონათვალი:

Year 2021, issue 5-1

Constitutional Framework of the Conflict Regions in Georgia and the Latest Attempts for their Regulation

by Tinatin Erkvania

Lazian Army of the Lazic War (541-562 CE)

by Nika Khoperia

The Impact of the Proportional Electoral System on the Democratization of South American Countries

by Giorgi Koberidze

The Impact of Covid19 on Change of Government in Democracies and Countries with Hybrid Regimes

by Giorgi Tomaradze

Impact of Risk and Utility Discounting Factors on Behavioral Economics Models in Addiction Groups

by Vano Tsertsvadze

2020 issue 4-1

Uses of Social Media in Constituting a Student Movement: A Study over Quota Reform Demonstration in the University of Dhaka

by Muhammad Tanbirul Islam , Rabiul Hasan

Regulation of Tobacco Consumption and Policy Challenges in Georgia

by Lali Khurtsia

Scientific and Educational Challenges in Georgia and Its Economy

by Paata Medzvelia

2020 issue 4-2

Reorganizing Constitutional Power in Indonesia: The Politics of Reform

by Paul J. Carnegie

Shifting Expectations Regarding Glasnost’ and Perestroika in Georgian Print Media

by Ketevan Mumladze

The Economics of Regulatory Impact in Evolving Industries:Case of Georgian Postal and Courier Service Market

by Natia Kutivadze

2019 , issue -3-1

Effective Ways of Improving Georgian State and Consolidated Budget Expenditure Challenges

by Paata Medzvelia

Blunders of the Intelligence Service during the Cold War

by Meri Avakyan

Public Management Culture and Meritocracy in Georgia - through the Prism of Development of State Institutions

by Tamar Charkviani PhD.

2019 , issue – 3-2

The Byzantine-Lazic Phalanx at the Battle of the Hippis River (550 CE)

by Nika Khoperia

Cases of Law-making in Georgia - the Contradiction of Rule of Law and Rule by Law

by Tamar Charkviani PhD.

2018, issue 3-2

Department of Political Science and International Relations, University of the Peloponnese

by Floros Flouros

Georgian Institute of Public Affairs

by Sophio Gabelaia

2018, issue 3-1 

Patterns of Political Culture and The Paradox of Political Participation in Nigeria: An analytical Evaluation

by Victor E. Ita, PhD

Change management process in Georgian Public Sector Organizations

by Elena Bendeliani

Year, 2017, Issue 2-2

Troubling Universalized Human Rights: The Complexities of Identity and Intersectionality

by Malia Lee Womack

Disputed Elections and the Role of the Court in Emerging Democracies in Africa: The Nigerian Example

by J. Tochukwu Omenma; Ike E. Onyishi

Constructing the “Abkhazian Issue” in the Georgian Press, 2002-2010

by Khatuna Maisashvili

Of Uprisings and Regressions: The Strange Fruit of Egypt’s Arab Spring

by Paul J. Carnegie

Year 2017, issue 2-1

Puerto Rican Nationhood and the Diverse Nature of Collective Identity Construction

by Malia Lee Womack

Police and Crime Control: Challenges to Efficiency

by Obi Success Esomchi

Online Dispute Resolution (ODR) in Public Administration: Providing Value to Citizens through the New Educational Structure of Democratic e-Governance in EU

by Ursa Jeretina

Year 2016, issue 1-2,

The Policy Advocacy Milieu and its Impact on Advocacy Results in Georgia

by Tamar Koberidze

Boko Haram: Diverging Approaches to Fighting Insurgence

by Justin D. Leach, Ph.D.

A Qualitative Comparison of Anti-Corruption Measures in Guatemala and Brazil

by Jacob Jensen, M.A. and Terry Anderson, Ph.D.

 

Year 2016, issue 1-1

A Global Examination Of The Relationship Between Subjective Perceptions Of Corruption And Well-Being

by Terry Anderson, Ph.D.

Impact of the Georgian Non-Governmental Sector on Social Capital in the Process of Policy Advocacy

by Tamar Koberidze

The New Crisis In Policing

by Manfred F. Meine, Ph.D. and Thomas P. Dunn, Ph.D.

Professionalism and Myths in Covering Conflict

by Tinatin Tsomaia, M.A.

The Local Self-Government Code of Georgia

by Alexander Svanishvili Ph.D. Candidate

2017 წლიდან საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის კვლევის დეპარტამენტში შეიქმნა ახალი ინსტიტუციური ერთეული - პოლიტიკის შეფასების ცენტრი, რომელიც ორიენტირებულია გამოყენებითი ხასიათის კვლევების წარმოებასა და უნივერსიტეტის სახელით როგორც საჯარო, ისე კერძო ორგანიზაციებისთვის საკონსულტაციო სერვისის შეთავაზებაზე.

GIPA-ში განსაკუთრებული ყურადღება ეთმობა საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებისთვის საკონსულტაციო საქმიანობის გაწევას. დაარსების დღიდან GIPA-ს პრიორიტეტია პრაქტიკული მნიშვნელობის მქონე პროექტების განხორციელება. ამ გზით GIPA უზუნველყოს „ცოდნის სამკუთხედის“ შექმნას- უმაღლესი განათლების, მეცნიერებისა და მეწარმეობის კავშირის გაძლიერებას და მეცნიერების კომერციალიზაციას. ამ თვალსაზრისით, საკვანძო მნიშვნელობის მატარებელია კვლევის დეპარტამენტის შემადგენლობაში მოქმედი ისეთი ერთეული, როგორიცაა პოლიტიკის შეფასების ცენტრი.

ცენტრი უნივერსიტეტის კვლევის დეპარტამენტის შემადგენელი ერთეულია, რომელიც 2017 წელს შეიქმნა. მისი მიზანია ხელი შეუწყოს ინსტიტუტში კვლევის კომპონენტის გაძლიერებას საჯარო პოლიტიკის სხვადასხვა სფეროს მიმართულებით. ცენტრის მანდატია დაინტერესებულ პირებსა და ინსტიტუციებს მოუმზადოს კვლევა/შეფასება და პოლიტიკის შესაბამისი  რეკომენდაციები. ცენტრი ხელს უწყობს ქვეყანაში საჯარო მმართველობისა და კარგი მმართველობის მოდელის გაუმჯობესებას, რაც სოციალური და ეკონომიკური განვითარების საწინდარია.

შესასრულებელი კვლევების თემატიკა მოიცავს საჯარო ადმინისტრირების რეფორმებს, პრიორიტეტების შეფასებას, ბიუჯეტირებას, რეფორმის განხორციელების გზების შეფასებას, ქმედითუნარიანობის შეფასებას, მმართველობისა და მართვის საკითხებს. შესაბამისად, ცენტრი აქტიურად თანამშრომლობს საჯარო სექტორთან, იკვლევს მათ საჭიროებებს და შესაბამისად გეგმავს შესასრულებელ კვლევა/შეფასებებს.

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს გააჩნია კვლევითი/შემოქმედებითი საქმიანობის ხარისხის, სამეცნიერო-კვლევითი ერთეულების (კვლევის დეპარტამენტის, სოციალურ მეცნიერებათა სადოქტორო პროგრამის, ელექტრონული ინგლისურენოვანი ჟურნალის, პოლიტიკის შეფასების ცენტრის) და აკადემიური/სამეცნიერო პერსონალის სამეცნიერო პროდუქტიულობის შეფასებისა და ანალიზის სისტემა, რომელსაც ახორციელებს ყოველწლიური ანგარიშგების ფორმით.

სამეცნიერო-კვლევით ერთეულებს ყოველი წლის დასასრულს ევალებათ შეკრიბონ ინფორმაცია საანგარიშო პერიოდის განმავლობაში შესრულებული კვლევითი საქმიანობისა ხელშემწყობი აქტივობების შესახებ და მის საფუძველზე დაგეგმონ მომავალი წლის განმავლობაში განსახორციელებელი აქტივობები. საუნივერსიტეტო სკოლებიდან აღნიშნული ინფორმაციის შეკრება ხორციელდება აკადემიური პერსონალის პროდუქტიულობის შეფასების წლიური ანგარიშგების ფორმის საფუძველზე, რომელიც გულისხმობს შემდეგ კომპონენტებში ინფორმაციის შეკრებასა და გაანალიზებას:

  • მონაწილეობა კონფერენციაში; გამოქვეყნებული პუბლიკაციები;
  • კვლევით პროექტებში მონაწილეობა (განხორციელებული, მიმდინარე) კვლევითი პროექტების მიმოხილვით, ხოლო დასრულებული პროექტების შემთხვევაში, შედეგების მიმოხილვით;
  • საკონსულტაციო პროექტებში მონაწილეობა (განხორციელებული, მიმდინარე), რაც გულისხმობს საჯარო და კერძო სექტორის ორგანიზაციებისთვის გაწეულ კონსულტაციას, ტრენინგებს და სხვა ტიპის აქტივობებს, მათ შორის შემოქმედებითი საქმიანობის ფარგლებში;
  • თანამშრომლობა საერთაშორისო პარტნიორებთან თანამშრომლობის ფორმისა და სპეციფიკის აღწერით;
  • სტუდენტების ჩართვა კვლევით პროექტში, როგორც ემპირიული, ისე გამოყენებითი კვლევებისა და შემოქმედებითი  პროექტების ფარგლებში;
  • ინიცირებული, წარდგენილი ან უარყოფილი პროექტების შესახებ ინფორმაცია.

აღნიშნული ინფორმაციის თავმოყრა ხდება აკადემიური პერსონალის პორტფოლიოებში, რომელიც იკრიბება საუნივერსიტეტო სკოლების მიხედვით და კვლევის დეპარტამენტის მიერ გაანალიზებულია როგორც სკოლების, ისე საერთო საუნივერსიტეტო დონეზე. გაანალიზებული მონაცემები აისახება დეპარტამენტის წლიური ანგარიშის დოკუმენტში და გათვალისწინებულია აკადემიური პერსონალის ატესტაციისა და სახელშეკრულებო პირობების გაგრძელების შემთხვევაში.

ამავე დროს, კვლევის დეპარტამენტი ახორციელებს სტუდენტების კვლევით პროექტებში, კონფერენციებში, გაცვლითი პროგრამების ფარგლებში და სხვა, სამეცნიერო აქტივობებთან დაკავშირებული მონაცემების გაანალიზებას. ამავე მონაცემებთან ერთად იკრიბება ინფორმაცია სტუდენტების მიერ აკადემიური ხელმძღვანელების მიერ გაწეული საკონსულტაციო საქმიანობის შეფასების შესახებ და საუნივერსიტეტო საბიბლიოთეკო, მათ შორის ელექტრონული ბაზების ხელმისაწვდომობისა და კმაყოფილების შესახებ.

კვლევითი საქმიანობის შესახებ ყოველწლიური ინფორმაციის შეკრებისა და გაანალიზების საფუძველზე, ხარისხის მართვის პრინციპების გათვალისწინებით, უნივერსიტეტის კვლევის დეპარტამენტი ადგენს მომავალი წლის სამეცნიერო საქმიანობის გაუმჯობესების სამოქმედო გეგმას, რომელიც გულისხმობს გასული წლის განმავლობაში აღმოჩენილ პრობლემებსა და მის გამომწვევ მიზეზებზე რეაგირებას კონკრეტული აქტივობების გაწერის საშუალებით.

საჭიროების მიხედვით, კვლევის დეპარტამენტი ადგენს კონკრეტული ტრენინგების, სამუშაო სემინარებისა და ხელშემწყობი მექანიზმების გეგმას, რომელმაც ხელი უნდა შეუწყოს მომავალი წლის განმავლობაში დაგეგმილი სამეცნიერო საქმიანობის შესრულების ხარისხის ზრდას. ამ მიდგომის გათვალისწინებით, შესაბამისად, კორექტირდება მომავალი წლის განმავლობაში კვლევების ხელშეწყობის მიზნით გამოყოფილი ბიუჯეტი.

კვლევების დეპარტამენტის შეჯამებული ანგარიში 2012-2018

კვლევების დეპარტამენტის შეჯამებული ანგარიში 2018-დღემდე

მცირე კვლევების შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო დაფინანსება

უნივერსიტეტის კვლევის დეპარტამენტში მოქმედებს მცირე კვლევების შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო დაფინანსების პროგრამა, რომლის ფარგლებში საუნივერსიტეტო სკოლების წარმომადგენლებს წელიწადში ორჯერ შეუძლიათ წარმოადგინონ სამეცნიერო კვლევითი პროექტები და კონკურსის საფუძველზე კვლევის განსახორციელებლად დაფინანსება მოითხოვონ. წარდგენილ პროექტებს განიხილავს დეპარტამენტის სამეცნიერო საბჭო. თითოეული წარმოდგენილი პროექტის შემთხვევაში ინსტიტუტის კვლევითი ცენტრიდან მოთხოვნილი თანხა შეადგენს 3,000.00-5,000.00 ლარს. გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ბიუჯეტის გაზრდა, პროექტის მასშტაბურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. საბჭო განიხილავს თანადაფინანსების მიზნით წარდგენილ პროექტებსაც. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ინსტიტუტის ძირითად სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებებს და აუცილებელი პირობის სახით გულისხმობს მასში სტუდენტების, პირველ რიგში დოქტორანტების, და ასევე მაგისტრანტებისა და ბაკალავრების მონაწილეობას.

ამ ეტაპზე დაფინანსებულია 9 კვლევითი პროექტი. 2018 წლის პირველ ნახევარში გამოცხადებულ კონკურსში გამარჯვებული პროექტების საერთო ბიუჯეტი შეადგენს 16725 ლარს,

2018 წელს დაფინანსებული პროექტები:

  • გიორგი თურქია - Entrepreneurial უნივერსიტეტის პერსპექტივა საქართველოს განათლების ბაზარზე;
  • ანა ქეშელაშვილი - სოციალური მედიის კონტენტის ვერიფიკაცია: ახალი ამბების მედია პრაქტიკისა და სწავლების კვლევა;
  • მანანა გაბაშვილი - განწყობის და სტრესის ექსპერიმენტული კვლევის საკითხები.

2019 წელს დაფინანსებული პროექტები:

ანა დიაკონიძის კვლევითი პროექტი - ატიპური მუშაკების სოციალური დაცვა საქართველოში: სოციალური პოლიტიკის რესტრუქტურირების საჭიროება;

ვანო ცერცვაძის კვლევითი პროექტი  - ანტიპლაგიატის პროგრამული უზრუნველყოფის ეფექტურობა საქართველოს უსდ-ების სტუდენტებს შორის;

თინათინ ცომაიას კვლევითი პროექტი  - ჰომიციდური გამოცდილების მქონე ბავშვთა სოციალური რეაბილიტაცია;

ნიკოლოზ აბუაშვილის კვლევითი პროექტი - საქართველოში საბაკალავრო განათლების პროგრამების არჩევანზე მოქმედი ეგზოგენური ფაქტორები;

ანა ნაცვლიშვილის კვლევითი პროექტი - თანაბარი უფლებები და შესაძლებლობები მამაკაცებისა და ქალებისთვის აკადემიურ სივრცეში. 

2018 წლის მეორე ციკლის ფარგლებში შიდასაუნივერსიტეტო დაფინანსება განისაზღვრა 25 ათასი ლარით, რაც მინიმუმ ხუთი პროექტის დაფინანსების შესაძლებლობას იძლევა

მცირე კვლევების შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო დაფინანსება 

უნივერსიტეტის კვლევით დეპარტამენტში მოქმედი მცირე კვლევების შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო დაფინანსების პროგრამის ფარგლებში 2018 წლის 10 აგვისტოდან 1 ოქტომბრის ჩათვლით გამოცხადდა კონკურსი საგრანტო განაცხადების წარმოსადგენად. საუნივერსიტეტო სკოლების წარმომადგენლებს შეუძლიათ წარმოადგინონ სამეცნიერო კვლევითი პროექტები და კონკურსის საფუძველზე კვლევის განსახორციელებლად დაფინანსება მოითხოვონ. წარდგენილ პროექტებს განიხილავს დეპარტამენტის სამეცნიერო საბჭო. თითოეული წარმოდგენილი პროექტის შემთხვევაში ინსტიტუტის კვლევითი დეპარტამენტიდან მოთხოვნილი თანხა შეადგენს 3,000.00-5,000.00 ლარს. გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ბიუჯეტის გაზრდა, პროექტის მასშტაბურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით. საბჭო განიხილავს თანადაფინანსების მიზნით წარდგენილ პროექტებსაც. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ინსტიტუტის ძირითად სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებებს და აუცილებელი პირობის სახით გულისხმობს მასში სტუდენტების, პირველ რიგში დოქტორანტების, და ასევე მაგისტრანტებისა და ბაკალავრების მონაწილეობას.

1. მცირე კვლევების შიდა საუნივერსიტეტო საგრანტო დაფინანსების პირობები

2. საპროექტო განცხადების ფორმა

3. დანართი #1 პროექტის განხორციელების გეგმა

4. დანართი #2 პროექტის ბიუჯეტის ფორმა

5. დანართი #3 ბიოგრაფიული მონაცემები

ელექტრონული სახელმძღვანელოების მხარდაჭერის  საუნივერსიტეტო საგრანტო დაფინანსება - სახელმძღვანელოების მხარდაჭერის კონკურსი
 
უნივერსიტეტის კვლევით დეპარტამენტში მოქმედი სახელმძღვანელოების მხარდაჭერის კონკურსის ფარგლებში საუნივერსიტეტო სკოლების წარმომადგენლებს წელიწადში ორჯერ შეუძლიათ წარმოადგინონ პროექტები და კონკურსის საფუძველზე სახელმძღვანელოებზე სამუშაოდ  დაფინანსება მოითხოვონ. წარდგენილ პროექტებს განიხილავს დეპარტამენტის სამეცნიერო საბჭო. თითოეული წარმოდგენილი პროექტის შემთხვევაში ინსტიტუტის კვლევითი  დეპარტამენტიდან მოთხოვნილი თანხა შეადგენს 8 000 ლარს. გამონაკლის შემთხვევებში დასაშვებია ბიუჯეტის გაზრდა, პროექტის მასშტაბურობისა და მნიშვნელობის გათვალისწინებით საბჭო განიხილავს
თანადაფინანსების მიზნით წარდგენილ პროექტებსაც. პროექტის თემატიკა უნდა შეესაბამებოდეს ინსტიტუტის ძირითად სასწავლო და სამეცნიერო მიმართულებებს და აუცილებელი პირობის სახით გულისხმობს მასში სტუდენტების, პირველ რიგში დოქტორანტების, და ასევე მაგისტრანტებისა და
ბაკალავრების მონაწილეობას.