პროფესურა

ანა დიაკონიძე

ასოცირებული პროფესორი / სოციოლოგიის შესავალი

ანა დიაკონიძე არის სოციოლოგიის დოქტორობის კანდიდატი თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტში. იგი ფლობს მაგისტრის ხარისხს სოციალური პოლიტიკის ანალიზში ლუვენის უნივერსიტეტიდან (ბელგია). 2014 წელს მუშაობდა ლონდონის სამეფო კოლეჯში (დიდი

ბრიტანეთი), როგორც მიწვეული მკვლევარი. ჯიპაში ანა კითხულობს კურსებს შრომის სოციოლოგიისა და სოციოლოგიის შესავალში. მისი

კვლევითი ინტერესები მოიცავს: კეთილდღეობის სახელმწიფოს ცვლილებას, შრომისა და დასაქმების პოლიტიკის პოლიტ.ეკონომიას და შრომის თანამედროვე ფორმებს.

ბოლო 7 წლის განმავლობაში ანა მუშაობს კონსულტანტად ევროკავშირის, ევროპის საგანმანათლებლო ფონდის და მსოფლიო ბანკის

პროექტებში საქართველოში და საზღვარგარეთ. ამჟამად იგი მუშაობს შრომისა და დასაქმების პოლიტიკის ექსპერტის პოზიციაზე საქართველოს მთავრობისათვის გამოყოფილ ევროკავშირის ტექნიკური დახმარების პროექტში, რომელიც დასაქმებისა და პროფესიული

განათლების რეფორმაზეა ორიენტირებული.