საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა


პროფესურისა და მოწვეული კვალიფიციური ლექტორების დახმარებით, პროგრამა სტუდენტებს მრავალმხრივ განათლებას სთავაზობს და საშუალებას აძლევს გაეცნონ პოლიტოლოგიის, დიპლომატიისა და სამხედრო სტრატეგიის ხელოვნების, სოციალურ-ეკონომიკური განვითარების აქტუალურ საკითხებს.

კურსის დასრულებისას სტუდენტები უნდა იყვნენ არა მხოლოდ კონკურენტუნარიანნი თავიანთ სფეროში რათა შეძლონ დასაქმება, არამედ უნდა შეეძლოთ დამოუკიდებლად აზროვნება და ქმედება და გაცნობიერებული ჰქონდეთ თავიანთი ადგილი საზოგადოებრივ ცხოვრებასა და ქვეყნის სამომავლო განვითარებაში.

მიზანი

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის მიზანია სტუდენტებს შესძინოს ღრმა და საფუძვლიანი ცოდნა საერთაშორისო ურთიერთობების სფეროში, რის მეშვეობითაც ისინი შეძლებენ წარმატებით დასაქმდნენ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკისა და ასევე საერთაშორისო ეკონომიკის მიმართულებით რათა განამტკიცონ საკუთარი ქვეყნის პოზიციები და ხელი შეუწყონ მშვიდობის დამყარებას მსოფლიოში.

 

დამატებითი ინფორმაცია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საერთაშორისო  ურთიერთობების მაგისტრი

სწავლების საფეხური - მაგისტრატურა

პროგრამის მოცულობა - 120 კრედიტი

სწავლების ენა - ქართული

პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი

სასწავლო გრაფიკი - საღამოს სწავლება

სასწავლო გეგმა 

საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტო პროგრამის კურიკულუმი

პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებს, ჩაბარებული უნდა ჰქონდეთ საერთო სამაგისტრო გამოცდები.

სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად 12 სექტემბრის ჩათლით.

》 ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მაგისტრანტებისთვის

შიდა მისაღები გამოცდები ჩატარდება შემდეგი მიმდევრობით:

საერთაშორისო ურთიერთობების პროგრამა

  • გასაუბრება მიმღებ კომისიასთან.

შერჩევის კრიტერიუმები:

  • ანალიტიკური აზროვნების უნარი
  • მოტივაცია
  • ზოგადი განათლება აღნიშნულ სფეროში

პირველკურსელთა რეგისტრაცია

ხელშეკრულების გაფორმება:

 

ჩარიცხული სტუდენტი ხელშეკრულების გასაფორმებლად  უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში 14, 15 სექტემბრის 12:00-17:00 შუალედში.

სამართლისა და პოლიტიკის სკოლა: თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქ. #1/პეკინის გამზირი #42ა

 

ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.

სწავლა დაიწყება: 18 სექტემბერს

სწავლის ღირებულება

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 4000 ლარს. თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად, სასწავლო სემესტრების მიხედვით. 

პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში.

 

დაფინანსება

მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის GIPA-ში მოქმედებს სემესტრული სტიპენდიები. საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის 2 საუკეთესო სტუდენტი თავისუფლდება მომდევნო სემესტრის გადასახადის 50 % -საგან.

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

Karl-Franzens University of Graz

1585 წელს დაარსებული "GRAZ"-ის უნივერსიტეტი ავსტრიის უნივერსიტეტებს შორის უმსხვილესია. მას 21 000-ზე მეტი სტუდენტი და 3000 თანამშრომელი ყავს. უნივერსიტეტს 40-ზე მეტი ბაკალავრის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა აქვს. 

 

 Carl von Ossietzky University Oldenburg

უნივერსიტეტი ერთ-ერთი ახალგაზრდა ინოვაციური გერმანული უნივერსიტეტია, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის საპილოტო უნივერსიტეტების ბაკალავრის და სამაგისტრო პროგრამების დანერგვაში. უნივერსიტეტს  დაახლოებით 11 000 სტუდენტი ჰყავს და კარგად აღჭურვილი დაწესებულება, რომელიც შედგება ხუთი ფაკულტეტისგან:

1) განათლება და სოციალური მეცნიერება,

2) კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა და სამართალი,

3) ენათმეცნიერება და კულტურათშორისი კვლევები,

4) ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები

5) მათემატიკა და მეცნიერება.

 

University of Alicante

ალიკანტეს უნივერსიტეტი დაარსდა 1979 წელს. იგი სტუდენტებს სთავაზობს ორმოცდაათზე მეტ პროგრამას. უნივერსიტეტს ჰყავს  30 000 სტუდენტი. მისი ინტერესის სფეროა საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში, უნივერსიტეტის მენეჯმენტის პერსონალის გადამზადება ტრენინგებით. 

 

World University Service - Austrian Committee

World University Service - Austrian Committeeარის ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა ხელშეწყობას აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიის საფუძველზე.

Erevan State University

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი სომხეთში ყველაზე ძველი საჯარო უნივერსიტეტია რომელიც დაარსდა 1919 წელს, ეს არის ყველაზე დიდი და პრესტიჟული უნივერსიტეტი ქვეყანაში. იგი არაფორმალურად ცნობილია როგორც, სომხეთის "დედა უნივერსიტეტი"

 

Russian-Armenian University

რუსულ-სომხური უნივერსიტეტი 1997 წელს რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობების მიერ ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. იგი ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესრულებას ითვალისწინებს. ის გთავაზობთ ბაკალავრიატის, სამაგისტრო, სხვადასხვა კურსებსა და სასწავლო პროგრამებს. რუსულ-სომხურ უნივერსიტეტს დაახლოებით 2500 სტუდენტი, 350 მოწვეული ლექტორი, 35  პროფესორი  და 5 აკადემიკოსი ჰყავს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იღებენ რუსულ და სომხურ დიპლომებს, ევროპული დანამატით.

 

Qafqaz University  

უნივერსიტეტი 1993 წლიდან სწავლის უმაღლეს სტანდარტებს სთავაზობს თავისი მოსწავლეებისათვის აზერბაიჯანში და 1996 წლიდან დღემდე უმაღლესი ხარისხის კერძო უნივერსიტეტია. უნივერსიტეტი ცდილობს თითოეული სტუდენტის სპეციალური ნიჭის განვითარებას. ენის სწავლება უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.

 

Tbilisi State University

1918 წელს  გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას.

Troy University

ტროის უნივერსიტეტი წარმოადგენს მრავალმხრივ საჯარო უნივერსიტეტს, რომელიც მდგომარეობს ალაბამაში, აშშ. 1887 წელს დაარსებული უნივერსიტეტი დღეს ემსახურება 18 000 სტუდენტს აშშ-ს 17 შტატიდან და 11 ქვეყნიდან.

Wroclaw University

ვროცლავის უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო კვლევით უნივერსიტეტს, რომელიც მდებარეობს ქალაქ ვროცლავში, პოლონეთში. ვროცლავის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, მათ შორის GIPA-ს აქტიური პარტნიორია.

 

Michigan State University

მიჩიგანის სახელმწიფო უნვერსიტეტი წარმოადგენს საჯარო კვლევით უნივერსიტეტს, რომელიც მდებარეობს მიჩიგანში, აშშ-ში. 1855 წელს დაარსებული უნივერსიტეტი დღეს ემსახურება 50 000 ზე მეტ სტუდენტს აშშ-დან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ვროცლავის უნივერსიტეტი

GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა გთავაზობთ ორმაგ ხარისხს ვროცლავის უნივერსიტეტთან ერთად, საერთაშორისო ურთიერთობებსა და პოლიტიკურ მეცნიერებებში:

I - II სემესტრი - GIPA (საქართველო)
III სემესტრი - ვროცლავის უნივერსიტეტი (პოლონეთი)
IV სემესტრი - GIPA (საქართველო)

პროგრამის დასრულების შემთხვევაში კურსდამთავრებულებს ენიჭებათ:

მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში (GIPA, Georgia)
მაგისტრის აკადემიური ხარისხი პოლიტიკურ მეცნიერებებში (University of Wroclaw, Poland)
სწავლის ხანგრძლივობაა 2 წელი.

 

ტროის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს  შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ონლაინ სამეცნიერო ჟურნალი Journal of Politics and Democratization (JPD). 

პოლიტიკისა და დემოკრატიზაციის ჟურნალი წარმოადგენს ახალ, ინტერდისციპლინარულ, რეცენზირებად ონლაინ ჟურნალს. 

მისი ძირითადი გეოგრაფიული ფოკუსი მოიცავს ევროპას, რუსეთს და კავკასიის რეგიონს, ასევე კვლევებს, რომლებიც სხვა გეოგრაფიულ არეალებზე ფოკუსირდებიან და ნაშრომებს, რომლებიც სპეციფიურ ინდივიდუალურ ქვეყნებზე აკეთებს აქცენტს ან შედარებით/გლობალურ ანალიზზეა კონცენტრირებული.

ონლაინ ჟურნალის ვებ მისამართია: https://gipa.ge/JPD

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:

გიორგი ჩადუნელი

პროგრამის კოორდინატორი 

მობ: +995599107333

ელ. ფოსტა: g.chaduneli@gipa.ge