ნიკა ხოფერია, ისტორიის დოქტორანტი, GIPA-ს ასისტენტ-პროფესორი. საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტში მუშაობს 2019 წლიდან. კითხულობს საქართველოს ისტორიის (ძვ.წ. 1500-ახ.წ. 1250; 1250-1801), მსოფლიო პოლიტიკური ისტორიის (1800-1914), ომის ევოლუციის კურსებს.
ძირითადად, იკვლევს, გვიანანტიკურსა და შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიას, ასევე, ნაპოლეონის ეპოქას. არის ნაპოლეონის საერთაშორისო საზოგადოების (International Napoleonic Society) წევრი. გამოქვეყნებული აქვს რამდენიმე წიგნი, მათ შორის, „გვიანანტიკური საქართველოს სამხედრო ისტორია“ (2 ტომად), „ქართული საბრძოლო ხელოვნების ისტორია: ომების ისტორია“, „ბიბლიის სამხედრო ენციკლოპედია“, „ნაპოლეონი: 51 კითხვა და ამდენივე პასუხი“ (ა. მიქაბერიძესთან ერთად); „ნაპოლეონის მარშლები“ (ა. მიქაბერიძესთან ერთად). ასევე, მუშაობს ისტორიული წყაროების თარგმნასა და სამეცნიერო კომენტარებზე („ნაპოლეონის მამლუქი: რუსტამ რაზას მემუარები“, სექსტუს იულიუს ფრონტინუსის „სტრატაგემები“, გაიუს იულიუს კეისარი „კომენტარები გალიის ომის შესახებ“, წიგნი I-II); ქართულ და უცხოენოვან სამეცნიერო ჟურნალებში გამოქვეყნებული აქვს სტატიები ნაპოლეონის ეპოქაზე, გვიანანტიკურ და შუა საუკუნეების სამხედრო ისტორიაზე.