თორნიკე შარაშენიძე
საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი / პროფესორი
ელფოსტა: t.sharashenidze@gipa.ge
პოლიტიკის მეცნიერებათა დოქტორი, საჯარო მმართველობის მაგისტრი (GIPA). თავის დროზე მუშაობდა ეროვნული უშიშროების საბჭოს აპარატის ანალიტიკოსად, პრემიერ-მინისტრის თანაშემწედ საგარეო პოლიტიკის დარგში, ნატოს საინფორმაციო ცენტრის დირექტორად (2002-2006). ასევე მუშაობდა სამართლიანი არჩვენებისა და დემოკრატიის საერთაშორისო საზოგადოების (ISFED) სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარედ და ისტორიული სიმართლის სახელმწიფო კომისიის აღმასრულებელ მდივნად (2010-1012). არის GIPA-ს ინგლისურენოვანი სამეცნიერო ჟურნალის Journal of Politics and Democratization რედაქტორი. რეგულარად თანამშრომლობს რიგ ევროპულ კვლევით ინსტიტუტებთან და ონლაინ გამოცემებთან (საგარეო საქმეთა ევროპული საბჭო (ECFR), საერთაშორისო პოლიტიკა და საზოგადოება (IPG), ავსტრიის უსაფრთოების პოლიტიკის ანალიზის ინსტიტუტი). არის დიპლომატიის ისტორიაზე სამტომეულის ავტორი.
სასწავლო კურსები:
- შესავალი საერთაშორისო ურთიერთობებში;
- შესავალი მსოფლიო პოლიტიკაში;
- დიპლომატიის ისტორია, მე-19 საუკუნე;
- დიპლომატიის ისტორია, მე-20 საუკუნე;
- დაზვერვის თეორია და პრაქტიკა;
- კინო და პოლიტიკა;
- რუსეთის საგარეო პოლიტიკა;
კვლევები და პუბლიკაციები (ბოლო 5 წელი):
- დიპლომატიის ისტორია, 1920-1939. (ბაკურ სულაკაურის გამომცემლობა. 2021)