დღევანდელ მსოფლიოში, მედიის მრავალფეროვნებასთან ერთად, ეფექტური ვიზუალური კომუნიკაცია ერთ-ერთი ყველაზე ძლიერი და გავრცელებული ფორმაა.
GIPA-ს ვიზუალური კომუნიკაციის საბაკალავრო პროგრამა 9 წლიანი გამოცდილების მქონე მედია ხელოვნების საბაკალავრო პროგრამის განახლებული, საერთაშორისო სტანდარტების შესაბამისად მოდიფიცირებული ვერსიაა.
პროგრამის მისიაა ახალგაზრდებს მისცეს საუკეთესო შემოქმედებითი და პრაქტიკული ცოდნა მათი პიროვნული განვითარებისთვის, ინტელექტუალური, პირადი და პროფესიული წარმატებისთვის. ქართული სარეკლამო/საკომუნიკაციო კრეატიული ინდუსტრია ახალგაზრდაა, სულ რაღაც 15 წელია არსებობს მსოფლიო კრეატიული ინდუსტრიების რუკაზე. ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამის დიდი იდეა სწორედ ამ ინდუსტრიის გაძლიერებაზე და განვითარებაზეა ორიენტირებული.
2024 წლიდან მედია ხელოვნების მიმართულება დამოუკიდებელ პროგრამად ჩამოყალიბდა, როგორც ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) 3 წლიანი საბაკალავრო პროგრამა, მსოფლიოს უახლესი საგანმანათლებლო ტენდენციებისა და საქართველოს კრეატიული ინდუსტრიის მოთხოვნების გათვალისწინებით.
რას ვისწავლი?
ვიზუალური ხელოვნების ფორმებს, ემოციების გამოსახატად: გრაფიკული და ციფრული დიზაინი, ფოტოგრაფია, ტიპოგრაფია, ანიმაცია, ვიდეო, ილუსტრაცია.
ტექნოლოგიებს, როგორც განხორციელების ინსტრუმენტებს: Adobe, AR, VR, MR, 4D, AI
სტრატეგიებს, სამიზნე ჯგუფებამდე ვიზუალური მესიჯების მისატანად: ბრენდინგი, მარკეტინგი, საკომუნიკაციო და ციფრული რეკლამის სტრატეგიები, შემოქმედებითი ლიდერობა.
მედიებს, როგორც განხორციელებული იდეების გავრცელების საშუალებებს: ტრადიციული და თანამედროვე მედია არხები (everything is media).
ვინ ვიქნები?
3 წელიწადში იქნები შემოქმედებითი ლიდერი (Art Direction) სარეკლამო კრეატიული ინდუსტრიის წამყვან პოზიციებზე: არტ დირექტორი, გრაფიკული ან/და ციფრული დიზაინერი, ვიზუალური კონტენტის მწარმოებელი: ფოტო, ვიდეო, ილუსტრაცია, ანიმაცია. მიიღებ შემოქმედებით და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, იმუშავებ ქართულ და საერთაშორისო ბრენდებთან, შექმნი ახალ ვიზუალურ კულტურას.
ბენეფიტები
გაიგე მეტი სტუდენტურ ფეისბუქ გვერდზე: GIPA ART FACTORY
სტუდენტების პორტფოლიოები ნახე af.gipa.ge-ზე
მისაღები ადგილების რაოდენობა: 30
პროგრამის კოდი აბიტურიენტთა ცნობარში: 1530103
სწავლების ენა: ქართული
ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები
საბაკალავრო პროგრამაზე დაიშვება პირი
პირველკურსელთა რეგისტრაცია
სტუდენტთა რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად:https://portal.gipa.ge/bachelor
რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:
ხელშეკრულების გაფორმება
მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულების გასაფორმებლად, 16 სექტემბრიდან 20 სექტემბრის ჩათვლით, 11:00-დან 17:00-მდე პერიოდში, უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში (თბილისი, რუსთავის გზატკეცილი 22ა).
ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი.
* იმ პირველკურსელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის) თან უნდა ახლდეს მშობელი, ან მინდობილი პირი რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას (ადგილზე უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია).
შემოქმედებითი კონკურსის სახელმძღვანელო
შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაცია
ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამაზე შიდა და გარე მობილობით დაინტერესებული პირებისთვის შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაცია იწარმოებს ელექტრონულად. საბუთების მიღების ვადები: 1 - 19 აგვისტო.
რეგისტრაციისათვის აბიტურიენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები შემოქმედებითი კონკურსის სახელმძღვანელოში, მოცემული წესების შესაბამისად:
ეტაპი 1
ეტაპი 2
შემოქმედებით კონკურსზე რეგისტრაცია
შემოქმედებითი კონკურსის საფასურია: 50 ლარი
გადახდა
TBC საბანკო რეკვიზიტები:
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL
* გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ სახელი, გვარი, პირადი ნომერი, პროგრამის სახელწოდება და შემოქმედებითი კონკურსი.
პროგრამის წლიური ღირებულება: 9500 ლარი
საუნივერსიტეტო დაფინანსების სისტემა:
პროგრამის ყოველწლიური სასტიპენდიო ფონდი - 28 500 ლარი
სტიპენდია განისაზღვრება ყოველწლიური Portfolio Review-ს რეიტინგით:
მედია ხელოვნების მიმართულების კურსდამთავრებულთა წლიური სტიპენდია განისაზღვრება კურსდამთავრებულთა საბჭოს მიერ.
გადახდა:
სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.
*დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL
პროფილური გაცვლითი პროგრამები
Darmstadt University of Applied Sciences
დარმშტადტის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, იგივე h_da, არის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. დარმშტადტში, გერმანია. h_da არის IT კლასტერის Rhine-Main-Neckar, "გერმანიის სილიკონის ველი" და ATHENE, IT წევრი, რომელიც უსაფრთხოების უდიდესი კვლევითი ინსტიტუტია ევროპაში.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
Fontys University of Applied Sciences
ფონტისის გამოყენებითი მეცნიერების უნივერსიტეტი არის ჰოლანდიის გამოყენებითი მეცნიერების ერთ ერთი წამყვანი უნივერსიტეტი, სადაც 44000-ზე მეტი სტუდენტი სწავლობს ნიდერლანდების სამხრეთით მდებარე რამდენიმე კამპუსში. Fontys– ის სამი უდიდესი კამპუსი მდებარეობს ეინდჰოვენში, ტილბურგსა და ვენლოში.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წლის ოქტომბერში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
The Hague University of Applied Sciences
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ოქტომბერში. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 2-2 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად. თანამშრომლობის
AP University College Antwerp (Belgium, Antwerp)
უნივერსიტეტთან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება “Erasmus +” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სრულად უფინანსდებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მგზავრობა, ცხოვრება და ყოველდღიური ხარჯები.
Utrecht University of Applied Sciences
HU Utrecht-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი უზრუნველყოფს სწავლებას 17-67 წლის სტუდენტებისა და პროფესიონალებისთვის. იგი ითვლება ერთ ერთ უმძლავრეს გამოყენებით მეცნიერებების უნივერსიტეტად ნიდერლანდებში და მასში ამჟამად სწავლობს დაახლოებით 35000 სტუდენტი, რომლებიც განაწილებულია 22 ლოკაციაზე Utrecht en Amersfoort-ში;
2022-2025 წწ. GIPA-სა და HU Utrecht-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს შორის თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში; (International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლა);
Hochschule Mainz – University of Applied Sciences
Mainz University of Applied Sciences არის 1971 წელს დაარსებული უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, მაინცში. Mainz-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი შედგება სამი ფაკულტეტისგან: ტექნოლოგიური სკოლა, დიზაინის სკოლა და ბიზნესის სკოლა. სწავლის ყველა დარგის საერთო მახასიათებელია უნივერსიტეტის პრაქტიკული ორიენტაცია, სწავლის მოკლე პერიოდები და საერთაშორისო ორიენტირებული კურსები.
ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2023 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
რას ვისწავლი?
ვიზუალური ხელოვნების ფორმებს, ემოციების გამოსახატად: გრაფიკული და ციფრული დიზაინი, ფოტოგრაფია, ტიპოგრაფია, ანიმაცია, ვიდეო, ილუსტრაცია.
ტექნოლოგიებს, როგორც განხორციელების ინსტრუმენტებს: Adobe, AR, VR, MR, 4D, AI
სტრატეგიებს, სამიზნე ჯგუფებამდე ვიზუალური მესიჯების მისატანად: ბრენდინგი, მარკეტინგი, საკომუნიკაციო და ციფრული რეკლამის სტრატეგიები, შემოქმედებითი ლიდერობა.
მედიებს, როგორც განხორციელებული იდეების გავრცელების საშუალებებს: ტრადიციული და თანამედროვე მედია არხები (everything is media).
ვინ ვიქნები?
3 წელიწადში იქნები შემოქმედებითი ლიდერი (Art Direction) სარეკლამო კრეატიული ინდუსტრიის წამყვან პოზიციებზე: არტ დირექტორი, გრაფიკული ან/და ციფრული დიზაინერი, ვიზუალური კონტენტის მწარმოებელი: ფოტო, ვიდეო, ილუსტრაცია, ანიმაცია. მიიღებ შემოქმედებით და სტრატეგიულ გადაწყვეტილებებს, იმუშავებ ქართულ და საერთაშორისო ბრენდებთან, შექმნი ახალ ვიზუალურ კულტურას.
გიორგი შუბლაძე
კოორდინატორი
მობ: +995 595 599 655
ელ-ფოსტა: g.shubladze@gipa.ge
მისამართი: თბილისი, "რუსთავის გზატკეცილი #22ა"