საერთაშორისო ურთიერთობები

მიღების წინაპირობები

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ ტრული საშუალო განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.


ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები:

  1. ქართული ენა და ლიტერატურა
  2. ნებისმიერი უცხო ენა
  3. მათემატიკა/გეოგრაფია/ისტორია/სამოქალაქო განათლება

ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები ( მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის ):

ნებისმიერი არჩევითი საგანი 


 

ადგილების ქვოტა არჩევით საგნების მიხედვით:

 

მათემატიკა

12 სტუდენტი

ისტორია

14 სტუდენტი

გეოგრაფია

12 სტუდენტი

ლეტერატურა

12 სტუდენტი

სამოქალაქო განათლება

10 სტუდენტი

  

პირველკურსელთა რეგისტრაცია

 

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა სარეგისტრაციო ბმული - https://bityl.co/E9N4

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია იწრმოებს ელექტრონულად - 01 სექტემბრიდან (21:00) 10 სექტემბერს (18:00) ჩათვლით. სარეგისტრაციო ბმული ხელმისაწვდომი იქნება 01 სექტემბრიდან

 

რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • 1 ფოტოსურათი ზომით ¾;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
  • სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს.

 

ხელშეკრულების გაფორმება:

 

მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულების გასაფორმებლად  უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში 12, 13, 14  სექტემბერს, 11:00-17:00 შუალედში. 

სამართლის და პოლიტიკის სკოლა: თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქ. #1/პეკინის გამზირი #42ა

ხელშეკრულების გაფორმებისას სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი. 

იმ პირველკურსელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის) თან უნდა ახლდეს მშობელი, ან მინდობილი პირი რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას (ადგილზე უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია).

სწავლა დაიწყება 19 სექტემბერს.

თანხის გადახდა შესაძლებელია TBC ბანკის ნებისმიერ ფილიალში (როგორც თბილისში, ისე ყველა ქალაქსა თუ რაიონში)

ანგარიშის ნომერია:

მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:


გიორგი კობერიძე 

ელ. ფოსტა:  g.koberidze@gipa.ge

მობ: +995 551 45 97 77

საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა

საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამის მიზანია აღზარდოს სტუდენტები რომელთაც ექნებათ საერთაშორისო ურთიერთობებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების კარგი ცოდნა, ფართო განათლება, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების, პროგრამის ფარგლებში შესწავლილი მიმართულებების ძირითადი პოზიციების მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი. კურსის დასრულების შემდეგ სტუდენტები შეძლებს გაერკვეს საერთაშორისო პოლიტიკისა და ურთიერთობების ყველაზე აქტუალურ საკითხებში და ექნება კარგი საბაზისო ცოდნა, რათა გააგრძელონ შემდგომში სწავლა და კვლევითი საქმიანობა აღნიშნული მიმართულებებით. პროგრამა სტუდენტებს მისცემს საკმარის უნარ-ჩვევებს და ცოდნა იმისათვის, რომ კურსდამთავრებულები დასაქმდნენ სახელმწიფო სამსახურში, არასამთავრობო სექტორსა თუ საერთაშორისო ორგანიზაციებში და თავიანთი წვლილი შეიტანონ საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის გაძლიერებაში, საერთაშორისო მშვიდობის დაცვასა თუ დემოკრატიის განმტკიცებაში. 

სასწავლო გეგმა

საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო საბაკალავრო  პროგრამის კურიკულუმი

 

დამატებითი ინფორმაცია

მისანიჭებელი კვალიფიკაცია:  საერთაშორისო  ურთიერთობების ბაკალავრი

 

პროგრამის მოცულობა კრედიტებით: 240 კრედიტი

 

სწავლების ენა:  ქართული

 

უმაღლესი აკადემიური განათლების საფეხური: ბაკალავრიატი

საგანმანათლებლო პროგრამის ტიპი:  აკადემიური

 

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამის კურიკულუმი

სწავლის ღირებულება

პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 4500 ლარს. ყოველწლიური თანხის გადახდა ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით. პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ ბაკალავრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო ურთიერთობებში

პროგრამაზე მოქმედებს სტუდენტთა წახალისების სისტემა, რომელიც გულისხმობს საუკეთესო აკადემიური მოსწრების მქონე სტუდენტების სწავლის დაფინანსებას, კერძოდ: 

  • პირველ სასწავლო წელს, ნებისმიერი მოცულობის სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში, სტუდენტი დამატებით მიიღებს GIPA-ს 1000 ლარიან სტიპენდიას;
  • მეორე წლიდან, სტუდენტთა დაფინანსება დამოკიდებულია მათ აკადემიურ მოსწრებაზე. სტუდენტებს მიეცემათ შესაძლებლობა ისარგებლონ თანადაფინანსებით მათი რეიტინგის შესაბამისად;  
50% გრ. შემთხვევაში
4500 - 1125 (50%) - 1000 (GIPA) = 2375 ლარი
70% გრ. შემთხვევაში 
4500 - 1575 (70%) - 1000 (GIPA) = 1925  ლარი 
100% გრ შემთხვევაში
4500 - 2250 (100%) - 1000 (GIPA) = 1250 ლარი

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.

Karl-Franzens University of Graz

1585 წელს დაარსებული გრაცის უნივერსიტეტი ავსტრიის უნივერსიტეტებს შორის უმსხვილესია. მას 21 000-ზე მეტი სტუდენტი და 3000 თანამშრომელი ყავს. უნივერსიტეტს 40-ზე მეტი ბაკალავრის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა აქვს. 

 

 Carl von Ossietzky University Oldenburg

უნივერსიტეტი ერთ-ერთი ახალგაზრდა ინოვაციური გერმანული უნივერსიტეტია, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის საპილოტო უნივერსიტეტების ბაკალავრის და სამაგისტრო პროგრამების დანერგვაში. უნივერსიტეტს  დაახლოებით 11 000 სტუდენტი ყავს და კარგად აღჭურვილი დაწესებულება, რომელიც შედგება ხუთი ფაკულტეტისგან: 1) განათლება და სოციალური მეცნიერება, 2) კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა და სამართალი, 3) ენათმეცნიერება და კულტურათშორისი კვლევები, 4) ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები მათემატიკა და მეცნიერება.

 

University of Alicante

ალიკანტეს უნივერსიტეტი დაარსდა 1979 წელს. იგი სტუდენტებს თავაზობს ორმოცდაათზე მეტ პროგრამას. უნივერსიტეტს ყავს  30 000 სტუდენტი. მისი ინტერესის სფეროა საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში უნივერსიტეტის მენეჯმენტის პერსონალის გადამზადება ტრენინგებით. 

 

World University Service - Austrian Committee

World University Service - Austrian Committee - არის ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა ხელშეწყობას აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიის საფუძველზე.

 

Erevan State University

ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი სომხეთში ყველაზე ძველი საჯარო უნივერსიტეტია რომელიც დაარსდა 1919 წელს, ეს არის ყველაზე დიდი და პრესტიჟული უნივერსიტეტი ქვეყანაში. იგი არაფორმალურად ცნობილია როგორც, სომხეთის "დედა უნივერსიტეტი"

 

Russian-Armenian University

რუსულ-სომხური უნივერსიტეტი 1997 წელს რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობების მიერ ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. იგი ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესრულებას ითვალისწინებს. ის გთავაზობთ ბაკალავრიატის, სამაგისტრო, სხვადასხვა კურსებსა და სასწავლო პროგრამებს. რუსულ-სომხურ უნივერსიტეტს დაახლოებით 2500 სტუდენტი, 350 მოწვეული ლექტორი, 35  პროფესორი  და 5 აკადემიკოსი ჰყავს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულებს იღებენ რუსულ და სომხურ დიპლომებს ევროპული დანამატით.

 

Qafqaz University  

უნივერსიტეტი 1993 წლიდან სწავლის უმაღლეს სტანდარტებს სთავაზობს თავისი მოსწავლეებისათვის აზერბაიჯანში და 1996 წლიდან დღემდე უმაღლესი ხარისხის კერძო უნივერსიტეტია. უნივერსიტეტი ცდილობს თითოეული სტუდენტის სპეციალური ნიჭის განვითარებას. ენის სწავლება უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია

 

Tbilisi State University

1918 წელს  გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას.

Troy University

ტროის უნივერსიტეტი წარმოადგენს მრავალმხრივ საჯარო უნივერსიტეტს, რომელიც მდგომარეობს ალაბამაში, აშშ. 1887 წელს დაარსებული უნივერსიტეტი დღეს ემსახურება 18 000 სტუდენტს აშშ-ს 17 შტატიდან და 11 ქვეყნიდან.

Wroclaw University

ვროცლავის უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო კვლევით უნივერსიტეტს, რომელიც მდებარეობს ქალაქ ვროცლავში, პოლონეთი. ვროცლავის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან მათ შორიქ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აქტიური პარტნიორია.

 

Michigan State University

მიჩიგანის სახელმწიფო უნვერსიტეტი წარმოადგენს საჯარო კვლევით უნივერსიტეტს, რომელიც მდებარეობს მიჩიგანში, აშშ. 1855 წელს დაარსებული უნივერსიტეტი დღეს ემსახურება 50 000 ზე მეტ სტუდენტს აშშ-დან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.

ტროის უნივერსიტეტი (აშშ)

GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი გთავაზობთ ორმაგ დიპლომს ტროის უნივერსიტეტთან ერთად. სტუდენტებს შეუძლიათ პირველი სამი წელი ისწავლონ ჯიპას ბაკალავრიატში, ერთი წელი კი ტროის უნივერსიტეტში, სადაც ისინი გადაიხდიან საფასურის მხოლოდ ნახევარს. ორმაგი დიპლომი გაიცემა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებში. ეს არის უნიკალური შეთავაზება, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს აიღოს ამერიკული დიპლომი დაახლოებით 18 000 დოლარად.


ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი (აშშ) Northern Arizona University, NAU;

ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ფლეგსტაფში.


სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) University of Santiago de Compostela

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ სანტიაგო დე კომპოსტელაში.


ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდებიThe Hague University of Applied Sciences

ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰააგაში.


ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) Lille Catholic University

ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლილში.


ვაიომინგის უნივერსიტეტი  (USA, Laramie, Wyoming)

ვაიომინგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მიმდინარეობს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ასევე ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი ისწავლონ ამერიკაში ფასდაკლებით.


კალიარის უნივერსიტეტი (იტალია)

უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ კალიარიში. 


ბრატისლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთი)

ბრატისლავას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბრატისლავაში. 


მასარიკის უნივერსიტეტი (ბრნო, ჩეხეთი)

ყოველწლიურად სამართლის პროგრამის 2 სტუდენტი (ერთი ბაკალავრიატიდან და ერთი მაგისტრატურიდან) ერთ სემესტრს ატარებს მასარიკის უნივერსიტეტში უფასოდ. გარდა ამისა, მასარიკის უნივერსიტეტში რეგულარულად კითხულობენ ლექციებს GIPA-ს სამართლის პროგრამის პროფესორები. ასევე, მასარიკის უნივერსიტეტიდან ჯიპაში ყოველწლიურად იგზავნება ორი სტუდენტი.


ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (Latvia, Valmiera)

ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019წლის იანვარში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლატვიაში


ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტ (Bulgaria, Sofia)

ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტთან აკადემიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის აგვისტოში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბულგარეთში.


პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)

პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პრაღაში.


დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტი (Poland, Dąbrowa Górnicza)

დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ გორნიცაში.


ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა (Germany, Berlin)

ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის თებერვალში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბერლინში.


ტროის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს  შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ონლაინ სამეცნიერო ჟურნალი Journal of Politics and Democratization (JPD). 

პოლიტიკისა და დემოკრატიზაციის ჟურნალი წარმოადგენს ახალ, ინტერდისციპლინარულ, რეცენზირებად ონლაინ ჟურნალს. 

მისი ძირითადი გეოგრაფიული ფოკუსი მოიცავს ევროპას, რუსეთს და კავკასიის რეგიონს, ასევე კვლევებს, რომლებიც სხვა გეოგრაფიულ არეალებზე ფოკუსირდებიან და ნაშრომებს, რომლებიც სპეციფიურ ინდივიდუალურ ქვეყნებზე აკეთებს აქცენტს ან შედარებით/გლობალურ ანალიზზეა კონცენტრირებული.

ონლაინ ჟურნალის ვებ მისამართია: https://gipa.ge/JPD/?page=home 

დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:


გიორგი კაკაბაძე

ელ. ფოსტა: g.kakabadze@gipa.ge

მობ: +995 577 17 17 31

ლექტორები

გიორგი თარგამაძე

გიორგი თარგამაძე

ნოდარ ხარშილაძე

ნოდარ ხარშილაძე

სტრატეგიისა და ომის ხელოვნების კურს ...

ბაკურ კვაშილავა

ბაკურ კვაშილავა

პროფესორი / საერთაშორისო ურთიერთობე ...

ზვიად ბარქაია

ზვიად ბარქაია

საერთაშორისო პოლიტიკური ეკონომიკა

თორნიკე შარაშენიძე

თორნიკე შარაშენიძე

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალა ...

ზურაბ აგლაძე

ზურაბ აგლაძე

კონფლიქტოლოგია და საქართველოს სამეზ ...

ზურაბ ფარჯიანი

ზურაბ ფარჯიანი

საერთაშორისო ტერორიზმი

ადმინისტრაცია

ბაკურ კვაშილავა

ბაკურ კვაშილავა

სამართლისა და პოლიტიკის სკოლის დეკანი

დაგვიკავშირდით