საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს:
1) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული ხარისხი სამართლის სფეროში;
2) საერთო სამაგისტრო გამოცდების წარმატებით ჩაბარება;
3) შიდა საუნივერსიტეტო პროცედურის გავლა, რომელიც შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
(ა) სტუდენტის მიერ შევსებული აპლიკაციის ანალიზი;
(ბ) გამოცდის ჩაბარება ინგლისურ ენაში (B2 დონე), გამოცდიდან განთავისუფლდებიან ის აპლიკანტები, რომლებიც წარმოადგენენ შესაბამისი კვალიფიკაციის დამადასტურებელ სერთიფიკატს (TOEFEL; IELTS) ან ბაკალავრის ან შემდგომი საფეხურის საგანმანათლებლო პროგრამა დასრულებული აქვთ ინგლისურ ენაზე;
(გ) გამოცდა სპეციალობაში, რომლის მიზანია შეფასდეს აპლიკანტის ცოდნა არჩეულ დარგში და შეფასდეს აპლიკანტის უნარ-ჩვევები.
ინფორმაცია საგამოცდო ვადების შესახებ:
ინფორმაცია შეფასების სისტემის შესახებ:
ინგლისური ენის გამოცდის ნიმუში
შიდა საუნივერსიტეტო დარგობრივი საგამოცდო საკითხები და შეფასების რუბრიკა იხილეთ აქ.
საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე პროგრამაზე ჩარიცხვა შესაძლებელია - „უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებაში ერთიანი ეროვნული გამოცდების/საერთო სამაგისტრო გამოცდების გავლის გარეშე სწავლის უფლების მქონე აბიტურიენტების/მაგისტრანტობის კანდიდატების/სტუდენტების მიერ დოკუმენტების წარდგენისა და განხილვის წესის დამტკიცების შესახებ“ საქართველოს განათლებისა და მეცნიერების მინისტრის, 2011 წლის 19 დეკემბრის № 224 / ნ ბრძანების მე-2 მუხლის მე-2 პუნქტში განსაზღვრული მაგისტრანტობის კანდიდატებისთვის.
საკონტაქტო ინფორმაცია: +995 595 582 260
The necessary precondition for the admission to the International Law program are the following:
Information about exam dates:
- Application submission: from August 15 to September 10
- Exam in English: September 12
- Exam in relevant field: September 15
Information about the evaluation system:
Enrollment of students in the Master's program in International Law without general master's exams is possible for applicants defined in paragraph 2 of Article 2 of the directive of Minister of Education and Science of Georgia “on approval of the procedure for submission and review of documents by entrants/master's degree candidates/students who have the right to study without passing unified national exams/general master's exams.”
Contact Information: +995 595 582 260
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა 2005 წელს.
პროგრამა იძლევა ღრმა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა მიმართულებით და ავითარებს სამართლებრივი კაზუსების შეფასებისა და ანალიზის უნარს.
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ლექტორთა უმრავლესობას დასავლური განათლება აქვს მიღებული და საკუთარ სფეროში აქტიურად მოღვაწე ადამიანები არიან. სასწავლო მეთოდიკა და მასალა ეფუძნება ამერიკული და ევროპული სკოლების გამოცდილებას, რაც სასწავლო პროცესის განმავლობაში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის ერთობლიობას ითვალისწინებს. სკოლის მიზანია საქართველოში დანერგოს საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული სასწავლო მეთოდები და დასავლური გამოცდილება ქართულ რეალობას მიუსადაგოს.
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია და ოთხი სემესტრისაგან შედგება. ყოველი აკადემიური წელი იწყება სექტემბერში. სავალდებულო და არჩევითი საგნების გავლის შემდეგ სტუდენტები მუშაობენ სადიპლომო ნაშრომზე.
მიზანი
საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის სამართლისა და პოლიტიკის სკოლის საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა შექმნილია იმისათვის, რომ მოამზადოს ბაკალავრის შემდგომი დონის სპეციალისტი, რომელიც აღჭურვილია პრაქტიკული საქმიანობის განხორციელებისა და დამოუკიდებელი სამეცნიერო კვლევისათვის საჭირო უნარ-ჩვევებით. პროგრამა მიზნად ისახავს აღზარდოს სამართლის საერთაშორისო პრაქტიკასა და დემოკრატიულ ფასეულობებზე დაფუძნებული ცოდნითა და უნარ-ჩვევებით აღჭურვილი პროფესიონალები, ხელი შეუწყოს კურსდამთავრებულთა დასაქმებას, მათ კარიერულ ზრდას შესამაბის სახელმწიფო თუ არასახელმწიფო ინსტიტუტებში.
დამატებითი ინფორმაცია:
მისანიჭებელი კვალიფიკაცია - საერთაშორისო სამართლის მაგისტრი
სწავლების საფეხური - მაგისტრატურა
პროგრამის მოცულობა - 120 კრედიტი
სწავლების ენა - ინგლისური
პროგრამის ხანგრძლივობა - 2 წელი
სასწავლო გრაფიკი - საღამოს სწავლება
კურიკულუმი
საერთაშორისო სამართლის სამაგისტო პროგრამის კურიკულუმი
(არჩევითი და სავალდებულო საგნები)
სწავლის საფასური
პროგრამის ერთი წლის საფასური შეადგენს 4000 ლარს.
თანხის გადახდა ხდება ეტაპობრივად, სასწავლო სემესტრების მიხედვით.
პროგრამის წარმატებულად დასრულების შემთხვევაში კურსის მონაწილეებს ენიჭებათ მაგისტრის აკადემიური ხარისხი საერთაშორისო სამართალში.
სტიპენდია
მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის GIPA-ში მოქმედებს სემესტრული სტიპენდიები. საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის 2 საუკეთესო სტუდენტი თავისუფლდება მომდევნო სემესტრის გადასახადის 50 % -საგან.
საბანკო რეკვიზიტები:
სს „ თიბისი ბანკი“
საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22
მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
Karl-Franzens University of Graz
1585 წელს დაარსებული "GRAZ"-ის უნივერსიტეტი ავსტრიის უნივერსიტეტებს შორის უმსხვილესია. მას 21 000-ზე მეტი სტუდენტი და 3000 თანამშრომელი ყავს. უნივერსიტეტს 40-ზე მეტი ბაკალავრის, სამაგისტრო და სადოქტორო პროგრამა აქვს.
Carl von Ossietzky University Oldenburg
უნივერსიტეტი ერთ-ერთი ახალგაზრდა ინოვაციური გერმანული უნივერსიტეტია, რომელიც ფუნქციონირებს გერმანიის საპილოტო უნივერსიტეტების ბაკალავრის და სამაგისტრო პროგრამების დანერგვაში. უნივერსიტეტს დაახლოებით 11 000 სტუდენტი ჰყავს და კარგად აღჭურვილი დაწესებულება, რომელიც შედგება ხუთი ფაკულტეტისგან:
1) განათლება და სოციალური მეცნიერება,
2) კომპიუტერული მეცნიერებები, ბიზნეს ადმინისტრირება, ეკონომიკა და სამართალი,
3) ენათმეცნიერება და კულტურათშორისი კვლევები,
4) ჰუმანიტარული და სოციალური მეცნიერებები
5) მათემატიკა და მეცნიერება.
University of Alicante
ალიკანტეს უნივერსიტეტი დაარსდა 1979 წელს. იგი სტუდენტებს სთავაზობს ორმოცდაათზე მეტ პროგრამას. უნივერსიტეტს ჰყავს 30 000 სტუდენტი. მისი ინტერესის სფეროა საერთაშორისო თანამშრომლობის კონტექსტში, უნივერსიტეტის მენეჯმენტის პერსონალის გადამზადება ტრენინგებით.
World University Service - Austrian Committee
World University Service - Austrian Committee - არის ასოციაცია, რომელიც ხელს უწყობს ადამიანის უფლებათა ხელშეწყობას აკადემიური თავისუფლებისა და უნივერსიტეტის ავტონომიის საფუძველზე.
Erevan State University
ერევნის სახელმწიფო უნივერსიტეტი სომხეთში ყველაზე ძველი საჯარო უნივერსიტეტია რომელიც დაარსდა 1919 წელს, ეს არის ყველაზე დიდი და პრესტიჟული უნივერსიტეტი ქვეყანაში. იგი არაფორმალურად ცნობილია როგორც, სომხეთის "დედა უნივერსიტეტი"
Russian-Armenian University
რუსულ-სომხური უნივერსიტეტი 1997 წელს რუსეთის ფედერაციისა და სომხეთის რესპუბლიკის მთავრობების მიერ ჩამოყალიბებული უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულებაა. იგი ბოლონიის პროცესის მოთხოვნების შესრულებას ითვალისწინებს. ის გთავაზობთ ბაკალავრიატის, სამაგისტრო, სხვადასხვა კურსებსა და სასწავლო პროგრამებს. რუსულ-სომხურ უნივერსიტეტს დაახლოებით 2500 სტუდენტი, 350 მოწვეული ლექტორი, 35 პროფესორი და 5 აკადემიკოსი ჰყავს. უნივერსიტეტის კურსდამთავრებულები იღებენ რუსულ და სომხურ დიპლომებს, ევროპული დანამატით.
Qafqaz University
უნივერსიტეტი 1993 წლიდან სწავლის უმაღლეს სტანდარტებს სთავაზობს თავისი მოსწავლეებისათვის აზერბაიჯანში და 1996 წლიდან დღემდე უმაღლესი ხარისხის კერძო უნივერსიტეტია. უნივერსიტეტი ცდილობს თითოეული სტუდენტის სპეციალური ნიჭის განვითარებას. ენის სწავლება უნივერსიტეტის ერთ-ერთი პრიორიტეტია.
Tbilisi State University
1918 წელს გაიხსნა კავკასიაში პირველი ეროვნული უნივერსიტეტი, რომელმაც, ქართული საგანმანათლებლო ტრადიციების გათვალისწინებით, საფუძველი ჩაუყარა საქართველოში ევროპული ტიპის უმაღლეს სკოლას.
Troy University
ტროის უნივერსიტეტი წარმოადგენს მრავალმხრივ საჯარო უნივერსიტეტს, რომელიც მდგომარეობს ალაბამაში, აშშ. 1887 წელს დაარსებული უნივერსიტეტი დღეს ემსახურება 18 000 სტუდენტს აშშ-ს 17 შტატიდან და 11 ქვეყნიდან.
Wroclaw University
ვროცლავის უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო კვლევით უნივერსიტეტს, რომელიც მდებარეობს ქალაქ ვროცლავში, პოლონეთში. ვროცლავის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, მათ შორის GIPA-ს აქტიური პარტნიორია.
Michigan State University
მიჩიგანის სახელმწიფო უნვერსიტეტი წარმოადგენს საჯარო კვლევით უნივერსიტეტს, რომელიც მდებარეობს მიჩიგანში, აშშ-ში. 1855 წელს დაარსებული უნივერსიტეტი დღეს ემსახურება 50 000 ზე მეტ სტუდენტს აშშ-დან და მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნებიდან.
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ყოველწლიურად მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურაში GIPA-ს სამართლის პროგრამიდან იგზავნება ორი სტუდენტი. აქედან ერთი სწავლობს სრულიად უფასოდ, მეორე კი სარგებლობს 50%-იანი ფასდაკლებით.
მასარიკის უნივერსიტეტი (ბრნო, ჩეხეთი)
ყოველწლიურად სამართლის პროგრამის 2 სტუდენტი (ერთი ბაკალავრიატიდან და ერთი მაგისტრატურიდან) ერთ სემესტრს ატარებს მასარიკის უნივერსიტეტში უფასოდ. გარდა ამისა, მასარიკის უნივერსიტეტში რეგულარულად კითხულობენ ლექციებს GIPA-ს სამართლის პროგრამის პროფესორები. ასევე, მასარიკის უნივერსიტეტიდან ჯიპაში ყოველწლიურად იგზავნება ორი სტუდენტი.
ტროის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ონლაინ სამეცნიერო ჟურნალი Journal of Politics and Democratization (JPD).
პოლიტიკისა და დემოკრატიზაციის ჟურნალი წარმოადგენს ახალ, ინტერდისციპლინარულ, რეცენზირებად ონლაინ ჟურნალს.
მისი ძირითადი გეოგრაფიული ფოკუსი მოიცავს ევროპას, რუსეთს და კავკასიის რეგიონს, ასევე კვლევებს, რომლებიც სხვა გეოგრაფიულ არეალებზე ფოკუსირდებიან და ნაშრომებს, რომლებიც სპეციფიურ ინდივიდუალურ ქვეყნებზე აკეთებს აქცენტს ან შედარებით/გლობალურ ანალიზზეა კონცენტრირებული.
ონლაინ ჟურნალის ვებ მისამართია: https://gipa.ge/JPD/?page=home
ქეთევან ქორქია
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი
ელ-ფოსტა: k.korkiya@gipa.ge
მობ: +995 591510090
ირინა ბაქრაძე
სამართლის და პოლიტიკის სკოლის კოორდინატორი
ელ-ფოსტა: i.bakradze@gipa.ge
მობ: +995 595 582 260