ირაკლი სოკოლოვსკი
სამართლის საბაკალავრო და საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამების ხელმძღვანელი / პროფესორი
ელფოსტა: i.sokolowski@gipa.ge
ირაკლი სოკოლოვსკი არის იურისტი, იურიდიულ მეცნიერებათა დოქტორი, პროფესორი მრავალწლიანი პროფესიული გამოცდილებით კერძოსტრუქტურებში. 2008 წლიდან ირაკლი მოღვაწეობს წამყვან იურიდიულ ფირმებში, მათ შორის ამერიკული იურიდიული ფირმის Dechert-ის თბილისი ოფისში. ირაკლი იურდიულ რჩევებს აძლევს წამყვან ქართულ და საერთაშორისო კომპანიებს სახელშეკრულებო, კორპორაციულ, კონკურენციის და რეგულატორულ საკითხებზე.
2006 წლიდან ირაკლი სოკოლოვსკი მოღვაწეობს ჯიპაში. 2018 წლიდან იკავებს ჯიპას სამართლისა და პოლიტიკის სკოლის სამართლის მიმართულების აკადემიური ხელმძღვანელის პოზიციას, ხოლო 2018 წლის მაისიდან არის ჯიპას აკადემიური საბჭოს წევრი.
ირაკლი სოკოლოვსკი არის ქუთაისის სახელმწიფო უნივერსიტეტის კურსდამთავრებული. იგი არის მასარიკის უნივერსიტეტის დოქტორი სამოქალაქო სამართალში.