პოლიტიკის მეცნიერების - ინტეგრაცია და მმართველობა (PoSIG) ერთობლივი პროგრამა

PoSIG არის ერთობლივი საგანანმანათლებლო პროგრამა, რომელიც შეთავაზებულია 13 პარტნიორი უნივერსიტეტის მიერ და უზრუნველყოფს უნიკალურ და სრულყოფილ საგანმანათლებლო გამოცდილებას. სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია და ის განკუთვნილია იმ საერთაშორისო სტუდენტებისთვის, რომლებიც ფლობენ პოლიტიკის მეცნიერების ან მონათესავე დისციპლინაში ბაკალავრის აკადემიურ ხარისხს და გავლილი აქვთ კვლევის მეთოდები. ამ თანამშრომლობით, სტუდენტები იღებენ მრავალფეროვან პერსპექტივებსა და ექსპერტიზას სხვადასხვა უნივერსიტეტიდან.

პროგრამაში წარმოდგენილია მოდულები პოლიტიკის მეცნიერების ყველა სფეროში:

  • შედარებითი პოლიტიკა
  • ევროპული ინტეგრაცია
  • საერთაშორისო ურთიერთობები
  • საჯარო მართვა და პოლიტიკა
  • პოლიტიკური თეორია

სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა უნივერსიტეტი პირველი და მეორე სასწავლო წლისთვის PoSIG პარტნიორთა ქსელიდან. სწავლის განმავლობაში სტუდენტებმა პარტნიორი უნივერსიტეტებიდან უნდა აირჩიონ მინიმუმ ორი და მაქსიმუმ ოთხი უნივერსიტეტი, პროგრამის დასრულების შემდეგ თითოეული უნივერსიტეტი, რომელშიც სტუდენტი სწავლობდა მიანიჭებს ერთობლივ MA ხარისხს. პროგრამა ითვალისწინებს აქტიურ სწავლებას, რაც სტუდენტებს აძლევს საშუალებას შექმნან საკუთარი სასწავლო და მობილობის გამოცდილება PoSIG-ის სასწავლო გეგმაში.

მეტი დეტალებისთვის იხილეთ: https://posig.info/

კურიკულუმი 

დაფინანსებულია ევროკავშირის მიერ. გამოხატული შეხედულებები და მოსაზრებები ეკუთვნის მხოლოდ ავტორ(ებ)ს და არ ასახავს აუცილებლად ევროკავშირის ან ევროპის განათლებისა და კულტურის აღმასრულებელი სააგენტოს (EACEA) პოზიციას. ევროკავშირი და საგრანტო ორგანო არ არიან პასუხისმგებელნი მათზე.  

მისაღები ადგილების რაოდენობა: 15

 

სწავლების ენა: ინგლისური

 

მოთხოვნები: პროგრამაზე სწავლის გაგრძელების მსურველებმა (საქართველოს მოქალაქეებმა, რომელთაც საქართველოში აქვთ მოპოვებული პოლიტიკის მეცნიერებაში ან მონათესავე დისციპლინაში BA ხარისხი) უნდა ჩააბარონ საერთო სამაგისტრო გამოცდა. 

 

ვადები და რეგისტრაცია: განაცხადი 2025 წლისთვის ხელმისაწვდომი იქნება 15 თებერვლიდან 15 აპრილის ჩათვლით  განაცხადის პლატფორმაზე: https://www.posig.uet.edu.al.

სტიპენდია: Erasmus+ KA 107-ის საფუძველზე PoSIG-ის სტუდენტებისთვის ხელმისაწვდომია გრანტები 2025/26 სასწავლო წელს. სტუდენტები შეუძლიათ განაცხადის გაკეთება. განაცხადი უნდა გაკეთდეს პარტნიორი უნივერსიტეტში.

პროგრამის სემესტრული ღირებულება: 1500 ევროს ექვივალენტი ლარში

გადახდა:

სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.

დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.

 

საბანკო რეკვიზიტები:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

 

პარტნიორების სემესტრული ღირებულების სანახავად გადადით შემდეგ ბმულზე: https://posig.info/finances-and-scholarship/

სტუდენტებს შეუძლიათ აირჩიონ სხვადასხვა უნივერსიტეტი პირველი და მეორე სასწავლო წლისთვის PoSIG პარტნიორთა ქსელიდან. პარტნიორი უნივერსიტეტების ჩამონათვალი არის შემდეგი:

პარიზის ლოდრონის უნივერსიტეტი ზალცბურგში (PLUS)

ტრიესტეს უნივერსიტეტი (UNITS)

წმ. კირილეს და მეთოდეს უნივერსიტეტი სკოპიეში (UKIM)

ევროპული უნივერსიტეტი ტირანაში (UET) 

ტირანის უნივერსიტეტი (UNITIR)

სარაევოს უნივერსიტეტი (UNSA)

სარაევოს მეცნიერებისა და ტექნოლოგიის სკოლა (SSST)

თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი (TSU)

ერევანის სახელმწიფო უნივერსიტეტი (YSU)

ევრაზიის საერთაშორისო უნივერსიტეტი (EIU)

ერთობლივ ხარისხს გასცემს ყველა ის უნივერსიტეტი, რომელშიც სტუდენტი ისწავლის ორ წლიანი პროგრამის მანძილზე.

ანანო გორგოძე  

პროექტის მენეჯერი

ელ. ფოსტა: a.gorgodze@gipa.ge

მობ: +995 599 42 48 00

მისამართი: თბილისი, "რუსთავის გზატკეცილი #22ა"