ნინო აბზიანიძე საქართველოს საზოგადოებრივ ურთიერთობათა ინსტიტუტის (GIPA) ასოცირებული პროფესორია. ამავდროულად, იგი მუშაობს უფროსი მკვლევარის პოზიციაზე სოციალურ მეცნიერებათა ცენტრსა (CSS) და პოლიტიკის და მართვის კონსალტინგ ჯგუფში (PMCG). პოლიტიკის მეცნიერების დოქტორის ხარისხი მას ციურიხის უნივერსიტეტისგან მიენიჭა. სხვადასხვა დროს, იგი მუშაობდა პოსტსადოქტორო მკვლევრად კოპენჰაგენის უნივერსიტეტსა და ბუდაპეშტში, ცენტრალური ევროპის უნივერსიტეტში. ასევე, იმყოფებოდა კვლევითი ვიზიტით ლიდსის უნივერსიტეტის მედიისა და კომუნიკაციის სკოლაში. მისი საუნივერსიტეტო სწავლების გამოცდილება მოიცავს ისეთ ინსტიტუციებს, როგორიც არის ციურიხისა და ფრიბურგის უნივერსიტეტები, ასევე, თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტი. გარდა ამისა, აქვს სხვადასხვა საერთაშორისო პროექტების ფარგლებში ტრენინგების ჩატარების მდიდარი გამოცდილება. მისი კვლევითი ინტერესები შეეხება პოლიტიკური კომუნიკაციის საკითხებს ეთნიკურად დაყოფილ საზოგადოებებში და მეტწილად მოიცავს მედია კვლევებს დემოკრატიზაციის, ევროპეიზაციის, ნაციონალიზმისა და სამოქალაქო კონფლიქტების კონტექსტში. ამჟამად, ნინო, როგორც უფროსი მკვლევარი, ჩართულია ევროკავშირის ორ Horizon Europe-ის პროექტში: ProTest, რომელიც იკვლევს პროტესტის ფორმებისა და რეპერტუარის დინამიკას სხვადასხვა ტიპის დემოკრატიების მიხედვით (კვლევა ხორციელდება CSS-ის მიერ) და InvigoratEU, რომლის ფარგლებშიც ის აანალიზებს სოციალური კოჰეზიის (social cohesion) ბუნებასა და დინამიკას ევროკავშირის კანდიდატ სახელმწიფოებში (კვლევა ხორციელდება PMCG-ის მიერ).
პროექტები:
- Horizon Europe: „ProTest: Protest as a Democracy Test: Protest Culture under Transformation and as a Transformative Power;
- Horizon Europe: „InvigoratEU: Invigorating Enlargement and Neighbourhood Policy for a Resilient Europe;
- Horizon2020: „MediatizedEU: ევროპეიზაციის მედიატიზირებული დისკურსები და მათი საზოგადოებრივი აღქმები“;
- Erasmus CBHE: “Capacity building in higher education curriculum development – Joint MA Program in Political Science JOPSCIP“;
- ჯიპას კვლევითი გრანტით დაფინანსებული სამეცნიერო პროექტი: „უკრაინის ომით გამოწვეული იმიგრაციის გაშუქება ქართულ მედიაში“;