საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა შეიქმნა 2005 წელს.
პროგრამა იძლევა ღრმა თეორიულ ცოდნასა და პრაქტიკულ გამოცდილებას საერთაშორისო სამართლის სხვადასხვა მიმართულებით და ავითარებს სამართლებრივი კაზუსების შეფასებისა და ანალიზის უნარს.
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის ლექტორთა უმრავლესობას დასავლური განათლება აქვს მიღებული და საკუთარ სფეროში აქტიურად მოღვაწე ადამიანები არიან. სასწავლო მეთოდიკა და მასალა ეფუძნება ამერიკული და ევროპული სკოლების გამოცდილებას, რაც სასწავლო პროცესის განმავლობაში თეორიული ცოდნისა და პრაქტიკის ერთობლიობას ითვალისწინებს. სკოლის მიზანია საქართველოში დანერგოს საზღვარგარეთის წამყვან უნივერსიტეტებში აპრობირებული სასწავლო მეთოდები და დასავლური გამოცდილება ქართულ რეალობას მიუსადაგოს.
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამა ორწლიანია და ოთხი სემესტრისაგან შედგება. ყოველი აკადემიური წელი იწყება სექტემბერში. სავალდებულო და არჩევითი საგნების გავლის შემდეგ სტუდენტები მუშაობენ სადიპლომო ნაშრომზე.
რას ვისწავლი? / I will learn:
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო საგანმანათლებლო პროგრამის მიზანია სტუდენტს:
ვინ ვიქნები? / I will become:
საერთაშორისო სამართლის წამყვანი სპეციალისტი, რომელსაც გააჩნია შესაბამისი თეორიული ცოდნა და ყველა ის პრაქტიკული უნარ-ჩვევა, რომელიც გჭირდება ამ მეტად კონკურენტუნარიან სფეროში წარმატების მისაღწევად.
კურიკულუმი
საერთაშორისო სამართლის სამაგისტო პროგრამის კურიკულუმი
გაცნობებთ, რომ 2025 წელს პროგრამაზე არ განხორციელდება მიღება.
პროგრამის წლიური ღირებულება: 4 000 ლარი
საუნივერსიტეტო დაფინანსების სისტემა:
მაღალი აკადემიური მოსწრების სტუდენტებისათვის GIPA-ში მოქმედებს სემესტრული სტიპენდიები. საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის 2 საუკეთესო სტუდენტი თავისუფლდება მომდევნო სემესტრის გადასახადის 50 % -საგან.
გადახდა / Payment instructions:
სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.
*დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.
საბანკო რეკვიზიტები / Bank Details:
საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL
მიჩიგანის სახელმწიფო უნივერსიტეტი
ყოველწლიურად მიჩიგანის უნივერსიტეტის სამართლის სკოლის მაგისტრატურაში GIPA-ს სამართლის პროგრამიდან იგზავნება ორი სტუდენტი. აქედან ერთი სწავლობს სრულიად უფასოდ, მეორე კი სარგებლობს 50%-იანი ფასდაკლებით.
მასარიკის უნივერსიტეტი (ბრნო, ჩეხეთი)
ყოველწლიურად სამართლის პროგრამის 2 სტუდენტი (ერთი ბაკალავრიატიდან და ერთი მაგისტრატურიდან) ერთ სემესტრს ატარებს მასარიკის უნივერსიტეტში უფასოდ. გარდა ამისა, მასარიკის უნივერსიტეტში რეგულარულად კითხულობენ ლექციებს GIPA-ს სამართლის პროგრამის პროფესორები. ასევე, მასარიკის უნივერსიტეტიდან ჯიპაში ყოველწლიურად იგზავნება ორი სტუდენტი.
ტროის უნივერსიტეტი
ტროის უნივერსიტეტი წარმოადგენს მრავალმხრივ საჯარო უნივერსიტეტს, რომელიც მდგომარეობს ალაბამაში, აშშ. 1887 წელს დაარსებული უნივერსიტეტი დღეს ემსახურება 18 000 სტუდენტს აშშ-ს 17 შტატიდან და 11 ქვეყნიდან.
ვროცლავის უნივერსიტეტი
ვროცლავის უნივერსიტეტი წარმოადგენს საჯარო კვლევით უნივერსიტეტს, რომელიც მდებარეობს ქალაქ ვროცლავში, პოლონეთში. ვროცლავის უნივერსიტეტი აქტიურად თანამშრომლობს საერთაშორისო უნივერსიტეტებთან, მათ შორის GIPA-ს აქტიური პარტნიორია.
ალიკანტეს უნივერსიტეტი
ალიკანტეს უნივერსიტეტი დაარსდა 1979 წელს. იგი სტუდენტებს სთავაზობს ორმოცდაათზე მეტ პროგრამას. უნივერსიტეტს ჰყავს 30 000 სტუდენტი.
1. რამდენ ნაწილად შეუძლია სტუდენტს სწავლის საფასურის განაწილება?
ერთი სასწავლო წელი მოიცავს ორ სემესტრს. სწავლის სემესტრული საფასური გადაიხდევინება ოთხ თანაბარ ნაწილად. გარდა ამისა, სტუდენტს შეუძლია შეადგინოს მასზე მორგებული ინდივიდუალური გადახდის გრაფიკი.
2. რა არის საჭირო იმისათვის, რომ სტუდენტმა მონაწილეობა მიიღოს გაცვლითი პროგრამების შესარჩევ კონკურსში?
კონკუსრში მონაწილეობისათვის სტუდენტს უნდა ჰქონდეს მაღალი აკადემიური მოსწრება და ინგლისური ენის ცოდნა B2 დონეზე.
3. რა ენაზე მიმდინარეობს სწავლა საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამაზე?
GIPA გთავაზობთ საერთაშორისო სამართლის ინგლისურენოვან სამაგისტრო პროგრამას. შესაბამისად, სწავლა მიმდინარეობს ინგლისურ ენაზე.
4. დასაქმების რა პერსპექტივებს სთავაზობს უნივერსიტეტი მაგისტრანტებს?
სტუდენტთა დასაქმების ხელშეწყობის მიზნით, GIPA ურთიერთთანამშრომლობის მემომორანდუმები აქვს გაფორმებული წამყვან საჯარო თუ კერძო ორგანიზაციებთან. პროგრამის სტუდენტებს აქვთ შესაძლებლობა გაიარონ სტაჟირება პარტნიორ კომპანიებში, მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება და გაიღრმავონ პროფესიული ცოდნა. როგორც პრაქტიკა გვაჩვენებს, ჩვენი სტუდენტები ხშირ შემთხვევაში კარიერას განაგრძობენ სწორედ აღნიშნულ ორგანიზაციებში.
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის კოორდინატორი
მარიამ ჭიკაიძე
მობ: 551 197 600
ელ-ფოსტა: m.chikaidze@gipa.ge
მისამართი: თბილისი, "რუსთავის გზატკეცილი #22ა"