საერთაშორისო ურთიერთობები

საერთაშორისო ურთიერთობების საგანმანათლებლო საბაკალავრო პროგრამა ქვეყნის მასშტაბით, ერთ-ერთი ყველაზე სწრაფად მზარდი და პოპულარული პროგრამაა, რომლის მიზანია სტუდენტებს შესძინოს საერთაშორისო ურთიერთობებისა და მასთან დაკავშირებული საკითხების შესახებ ფართო ცოდნა, ანალიზისა და კრიტიკული აზროვნების, პროგრამის ფარგლებში შესწავლილი მიმართულებების ძირითადი პოზიციების მკაფიოდ ჩამოყალიბების უნარი. 

 რას ვისწავლი?  

სტუდენტები მიიღებენ უნიკალურ ცოდნას საერთაშორისო ურთიერთობების შესახებ, რაც მათ არა მხოლოდ გამორჩეულ უპირატესობას მიანიჭებთ ამ სფეროში, არამედ ზოგადად, განუვითარებთ ანალიტიკურ უნარებს. გარდა ამისა, ისინი გაივლიან ისეთ საგნებს რომლებიც გააუმჯობესებს მათ ზოგად განათლებასა და ერუდიციას.

ვინ ვიქნები?

კურსდამთავრებულს ექნება ცოდნა და კვალიფიკაცია, რათა დასაქმდეს სახელმწიფო სამსახურში საგარეო და უსაფრთხოების პოლიტიკის მიმართულებით, ასევე საერთაშორისო ორგანიზაციებსა და უსაფრთხოების საკითხებზე მომუშავე არასამთავრობო ორგანიზაციებში.

მიღებული ცოდნითა და კვალიფიკაციით, სტუდენტი ასევე, წარმატებით შეძლებს კერძო სექტორში დასაქმებას, რასაც არაერთი კურსდამთავრებულის მაგალითი მოწმობს.

იხილეთ კურიკულუმი

მისაღები ადგილების რაოდენობა: 100

პროგრამის კოდი აბიტურიენტთა ცნობარში: 1530105

სწავლების ენა:  ქართული

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც მიღებული აქვთ სრული საშუალო განათლება და წარმატებით ჩაბარებული აქვთ ერთიანი ეროვნული გამოცდები.

ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი სავალდებულო საგნები: 

  1. ქართული ენა და ლიტერატურა
  2. ნებისმიერი უცხო ენა
  3. მათემატიკა/გეოგრაფია/ისტორია/სამოქალაქო განათლება

*ეროვნულ გამოცდებზე ჩასაბარებელი არჩევითი საგნები: მე-4 საგნის ჩაბარება სავალდებულო არ არის.

პირველკურსელთა რეგისტრაცია

საბაკალავრო პროგრამის სტუდენტთა სარეგისტრაციო ბმული: https://portal.gipa.ge/bachelor

რეგისტრაციისათვის სტუდენტმა უნდა ატვირთოს შემდეგი დოკუმენტები:

  • პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან პასპორტი;
  • სრული ზოგადი განათლების დამადასტურებელი დოკუმენტი - ატესტატი. უცხოეთში მიღებული სრული ზოგადი განათლების შემთხვევაში - განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული აღიარების დოკუმენტი;
  • 1 ფოტოსურათი ზომით ¾;
  • სამხედრო აღრიცხვაზე ყოფნის დამადასტურებელი დოკუმენტი (ვაჟებისთვის);
  • სწავლის წლიური გადასახადის 25%-ის გადახდის დამადასტურებელი ქვითარი. თუ აბიტურიენტს მოპოვებული აქვს სასწავლო გრანტი, მის მიერ რეგისტრაციამდე გადასახდელი თანხის ოდენობა შეადგენს საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებული საფასურისა და გრანტის სხვაობის მეოთხედს.

ხელშეკრულების გაფორმება:

 

მას შემდეგ, რაც სტუდენტი გაივლის ონლაინ რეგისტრაციას, ხელშეკრულების გასაფორმებლად  უნდა გამოცხადდეს უნივერსიტეტში (სამართლის და პოლიტიკის სკოლა: თბილისი, გურამ ფანჯიკიძის ქ. #1/პეკინის გამზირი #42ა).

ხელშეკრულების გაფორმებისას, სტუდენტმა თან უნდა იქონიოს პირადობის მოწმობა ან პასპორტი. 

იმ პირველკურსელს, რომელიც ხელშეკრულების გაფორმების დღისთვის არ იქნება სრულწლოვანი (18 წლის) თან უნდა ახლდეს მშობელი, ან მინდობილი პირი რომელიც ხელს მოაწერს ხელშეკრულებას (ადგილზე უნდა წარმოადგინოს ნოტარიულად დამოწმებული შესაბამისი დოკუმენტაცია).

იხილეთ კურიკულუმი

პროგრამის წლიური ღირებულება: 4500 ლარი. 

ყოველწლიური თანხის გადახდა ხდება ოთხ ეტაპად, სასწავლო სემესტრების მიხედვით.

 

საუნივერსიტეტო დაფინანსების სისტემა:

I სასწავლო წელს: 

  • 2024 წლის ერთიანი ეროვნული გამოცდების შედეგად,სახელმწიფო გრანტის მოპოვების შემთხვევაში (ნებისმიერი ოდენობით), სტუდენტი მიიღებს GIPA-ს 1000 ლარიან ფასდაკლებას

II სასწავლო წელს: 

პროგრამაზე მოქმედებს სემესტრული სტიპენდია. ჯგუფის საუკეთესო 5 სტუდენტიდან:

  • რეიტინგით პირველ ორ სტუდენტს - 1000 ლარით დაუფინანსდება სემესტრი
  • მომდევნო სამ სტუდენტს - 700 ლარით დაუფინანსდება სემესტრი
 

გადახდა:

სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.

დანიშნულებაში მიუთითეთ სტუდენტის სახელი, გვარი, პირადი ნომერი და სასწავლო პროგრამის დასახელება.

საბანკო რეკვიზიტები:

საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22

მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL

ტროის უნივერსიტეტი (აშშ)

GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების ბაკალავრიატი გთავაზობთ ორმაგ დიპლომს ტროის უნივერსიტეტთან ერთად. სტუდენტებს შეუძლიათ პირველი სამი წელი ისწავლონ ჯიპას ბაკალავრიატში, ერთი წელი კი ტროის უნივერსიტეტში, სადაც ისინი გადაიხდიან საფასურის მხოლოდ ნახევარს. ორმაგი დიპლომი გაიცემა საერთაშორისო ურთიერთობების სპეციალობებში. ეს არის უნიკალური შეთავაზება, რომელიც სტუდენტს საშუალებას აძლევს აიღოს ამერიკული დიპლომი დაახლოებით 18 000 დოლარად.


ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტი (აშშ) Northern Arizona University, NAU;

ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ფლეგსტაფში.


სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტი (ესპანეთი) University of Santiago de Compostela

სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ სანტიაგო დე კომპოსტელაში.


ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდებიThe Hague University of Applied Sciences

ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰააგაში.


ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთი) Lille Catholic University

ლილის კათოლიკურ უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წელს. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლილში.


კალიარის უნივერსიტეტი (იტალია)

უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ კალიარიში. 


მასარიკის უნივერსიტეტი (ბრნო, ჩეხეთი)

ყოველწლიურად სამართლის პროგრამის 2 სტუდენტი (ერთი ბაკალავრიატიდან და ერთი მაგისტრატურიდან) ერთ სემესტრს ატარებს მასარიკის უნივერსიტეტში უფასოდ. გარდა ამისა, მასარიკის უნივერსიტეტში რეგულარულად კითხულობენ ლექციებს GIPA-ს სამართლის პროგრამის პროფესორები. ასევე, მასარიკის უნივერსიტეტიდან ჯიპაში ყოველწლიურად იგზავნება ორი სტუდენტი.


ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (Latvia, Valmiera)

ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019წლის იანვარში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლატვიაში


პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტი (ჩეხეთი)

პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პრაღაში.


დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტი (Poland, Dąbrowa Górnicza)

დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ გორნიცაში.


ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლა (Germany, Berlin)

ბერლინის ეკონომიკისა და სამართლის სკოლასთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის თებერვალში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბერლინში.


პასაუს უნივერსიტეტი

პასაუს უნივერსიტეტი არის სახელმწიფო კვლევითი უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს გერმანიაში, ქვემო ბავარიაში, ქ. პასაუში. იგი დაარსდა 1973 წელს, და  ითვლება ყველაზე ახალგაზრდა უნივერსიტეტად ბავარიაში და აქვს ყველაზე თანამედროვე კამპუსი ბავარიის მხარეში.

ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2020 წელს. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


ფლორენციის უნივერსიტეტი

ფლორენციის უნივერსიტეტის წარმოშობა თარიღდება 1321 წელს ფლორენციის
რესპუბლიკის მიერ დაარსებული Studium Generale-ით. ფლორენციის უნივერსიტეტი
არის იტალიის ერთ ერთი მნიშვნელოვანი და გავლენიანი ცენტრი კვლევისა და
უმაღლესი განათლების მიმართულებით. მასში დასაქმებულია 1,800 ლექტორი და
სამეცნიერო პერსონალით, 1,600 ტექნიკური . და ადმინისტრაციული პერსონალი და
1600-ზე მეტი მკვლევარი ასისტენტი და დოქტორანტი.
კულტურული და სამეცნიერო თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა
2022 წლის იანვარში. ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს
შორის დაინერგა სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში,
ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში
სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.


რომის საპიენცის უნივერსიტეტი

დაარსებული 1303 წელს, Sapienza არის უძველესი უნივერსიტეტი რომში და ერთ ერთი
უმსხვილესი ევროპაში. მისი მისიაა წვლილი შეიტანოს ცოდნაზე დაფუძნებული
საზოგადოების განვითარებაში კვლევის, საუკეთესო გამოცდილების, ხარისხიანი
განათლებისა და საერთაშორისო თანამშრომლობის გზით.
სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2022 წლის მარტში.
ზემოაღნიშნული შეთანხმების საფუძველზე, ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა
სტუდენტთა გაცვლითი პროგრამა, რომლის ფარგლებში, ყოველწლიურად
შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების სრული
სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


ოსტრავას უნივერსიტეტ

ოსტრავას უნივერსიტეტი არის საჯარო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქალაქ
ოსტრავაში, მორავია-სილეზიის რეგიონში, ჩეხეთის რესპუბლიკა. იგი დაარსდა 1991
წელს, წარმოადგენს უახლეს საჯარო უნივერსიტეტს ოსტრავაში. იგი შედგება ექვსი

ფაკულტეტისა და ორი ინსტიტუტისგან, რომლებიც უზრუნველყოფენ
საუნივერსიტეტო განათლებას.
ურთიერთ თანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ
შეთანხმებას ხელი მოეწერა 2023 წელს. ზემოთ აღნიშნული შეთანხმების საფუძველზე,
ორ უნივერსიტეტს შორის დაინერგა სტუდენტების გაცვლითი პროგრამა, რომლის
ფარგლებში, ყოველწლიურად შესაძლებელია 4-4 სტუდენტის გაგზავნა პარტნიორ
უნივერსიტეტში სწავლების სრული სემესტრის გასავლელად.
თანამშრომლობის მიმართულება: პოლიტიკური მეცნიერება, ბიზნესი, ეკონომიკა; სამართალი;


ვინდესჰაიმის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტ

ვინდესჰაიმის გამოყენებითი მეცნიერებათა უნივერსიტეტი არის ჰოლანდიური
პროფესიული საუნივერსიტეტო ინსტიტუტი უმაღლესი განათლებისა და კვლევისთვის.
27000-ზე მეტი სტუდენტით და 3000-ზე მეტი პერსონალით ზვოლესა და ალმერეს
უბნებზე, ვინდესჰაიმი არის ერთ-ერთი ყველაზე დიდი გამოყენებითი მეცნიერებების
უნივერსიტეტი ნიდერლანდებში.
2022-2025 წწ. GIPA-სა და Windesheim-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტს
შორის თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში;
(International Credit Mobility: -სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური
პერსონალის გაცვლა);
თანამშრომლობის მიმართულებები: ბიზნესი; სართაშორისო ურთიერთობები;


ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტი

ვიტაუტას მაგნუსის უნივერსიტეტი (VMU) არის სახელმწიფო უნივერსიტეტი, რომელიც მდებარეობს ქ. კაუნასში, ლიტვა. უნივერსიტეტი დაარსდა 1922 წელს ომის პერიოდში, როგორც ალტერნატიული ეროვნული უნივერსიტეტი. თავდაპირველად მას ლიტვის უნივერსიტეტს უწოდებდნენ, მაგრამ 1930 წელს უნივერსიტეტს სახელად უწოდეს Vytautas Magnus University, რომელიც აღნიშნავს ლიტვის მმართველის ვიტაუტას დიდის გარდაცვალების 500 წლის იუბილეს. VMU ლიტვის ერთ-ერთი წამყვანი უნივერსიტეტია და მასში სწავლობს დაახლოებით 8 800 სტუდენტი.

აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში.

თანამშრომლობის მიმართულებები: ყველა;


1. შესაძლებელია თუ არა თანხის ეტაპობრივი გადახდა?

თანხა იყოფა 4 ნაწილად. მისი გადახდა ხდება პირველ ოქტომბერს, პირველ დეკემბერს, პირველ მარტსა და პირველ ივნისს.

2. შეუძლია თუ არა სტუდენტს საგნების არჩევა?

საერთაშორისო ურთიერთობების საბაკალავრო პროგრამა შედგება სავალდებულო და არჩევითი საგნებისგან. სტუდენტები არჩევით საგნებს გაივლიან მესამე სემესტრში. გარდა პროგრამით გათვალისწინებული არჩევითი საგნებისა, სტუდენტს შესაძლებლობა აქვს 12 კრედიტის ფარგლებში აირჩიოს და გაიაროს სამაგისტრო საფეხურის ნებისმიერი საგანი მისი ინტერესის შესაბამისად.

3. სად ვიმუშავებ?

  • დიპლომატიური სამსახური
  • საგარეო საქმეთა სამინისტრო
  • ანალიტიკური ცენტრები
  • უსაფრთხოების სამსახურები
  • არასამთავრობო სექტორი
  • სახელმწიფო ადმინისტრაცია

4. როგორ დამეხმარება GIPA დასაქმებაში?

სტუდენტების კარიერული განვითარების მიზნით, GIPA რამდენიმე მიმართულებით მუშაობს, მათ შორის:

  • შენი ინფორმირება ვაკანსიების, სტაჟირებების და სხვა კარიერული შესაძლებლობების შესახებ და შესაბამისი კონსულტაციების გაწევა, როგორიცაა: გასაუბრებისთვის მომზადება, CV-ს, სამოტივაციო წერილის, რეკომენდაციის და სხვა დოკუმენტების მომზადება 
  • შენი საჭიროებიდან გამომდინარე, კარიერული განვითარების სხვადასხვა მასტერკლასების და ტრენინგების დაგეგმვა და განხორციელება
  • პოტენციურ დამსაქმებლებთან მჭიდრო კომუნიკაცია
  • შრომის ბაზრის კვლევა, რომლის მიზანია შრომის ბაზრის მოთხოვნების განსაზღვრა და საჭიროების მიხედვით, დამსაქმებლის მიერ მოთხოვნილი კადრების პროფესიული უნარების გაუმჯობესება, მოცემულ შედეგებზე დაყრდნობით, აკადემიური პროცესის დახვეწა და შესაბამისი კადრების მომზადება
  • დასაქმების ფორუმების ორგანიზება

5. რით განსხვავდება არსებული პროგრამა ბაზარზე არსებული სხვა პროგრამებისგან?

პროგრამა განსაკუთრებულ ყურადღებას უთმობს შენს პროფესიულ მომზადებას, როგორც უცხო ენებში, ისე საერთაშორისო პოლტიკის, უსაფრთხოებისა და ეკონომიკის მიმართულებით, რაც ავითარებს შენს ანალიტიკურ და კვლევის უნარებს. დარგობრივი საგნების გარდა, პროგრამაში გაძლიერებულია როგორც ისტორიული ელემენტები, ასევე, ისეთი მომიჯნავე მეცნიერებები, როგორებიცაა ფსიქოლოგია, ხელოვნება და ფილოსოფია.

გიორგი კაკაბაძე

პროგრამის კოორდინატორი 

მობ: +995577171731

ელ. ფოსტა: g.kakabadze@gipa.ge

მისამართი: ფანჯიკიძის #1/პეკინის გამზ. N42ა

ადმინისტრაცია

ლექტორები