საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი

საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტის მიზანია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელმძღვანელობა და საუნივერსიტეტო განვითარების ხელშეწყობა. ინტერნაციონალიზაცია უნივერსიტეტის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც შესაბამის სტრატეგიულ მიზნებში იკითხება, მათ შორის გაცვლითი პროგრამების განვითარების, უცხოელი სტუდენტების მოზიდვის, სასწავლო და კვლევითი პროცესის ინტერნაციონალიზციის და საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების განვითარების მიმართულებებში. 

საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი აღნიშნული მიზნების მისაღწევად თანამშრომლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან მჭიდროდ. აღნიშნული თანამშრომლობა ორიენტირებულია გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევების, კონფერენციების და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებაზე, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული  პერსონალის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებას. დეპარტამენტი მუშაობას საერთაშორისო პროფესიულ  ქსელების გაძლიერების მიმართულებით და ახდენს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციას უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისათვის საჭირო პროექტების და აქტივობების ინიცირების და განხორციელებისთვის და ასევე ფონდების მოძიებისათვის.

საკონტაქტო ინფორმაცია:

ანანო გორგოძე

საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტის ხელმძღვანელი 

ელ. ფოსტა:  a.gorgodze@gipa.ge 

მობ: +995 599 42 48 00

ნიკოლოზ ბაქრაძე

გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი

ელ. ფოსტა:  n.bakradze@gipa.ge

მობ: +995 577 57 75 11

პარტნიორი უნივერსიტეტები:

ამერიკის შეერთებული შტატები

  • University of Georgia
  • George Mason University
  • Troy University
  • Michigan State University
  • University of Wyoming
  • Kennesaw State University 
  • Northern Arizona University

ავსტრიის რესპუბლიკა

  • University of Salzburg

ბულგარეთის რესპუბლიკა

  • Burgas Free University 
  • University of National and World Economy 
  • Varna University of Economics 

ბელგიის სამეფო

  • AP University College Antwerp
  • UC Leuven Limburg

გერმანია

  • University of Hamburg 
  • Gottfried Wilhelm Leibniz Universität Hannover
  • Berlin School of Economics and Law
  • leipzig University of Applied Sciences
  • Darmstadt University of Applied Sciences
  • NBS Northern Business School

ესპანეთის სამეფო

  • University of Santiago de Compostela 
  • University of Cordoba
  • University of Vigo
  • Universidad Católica San Antonio de Murcia
  • University of Barcelona
  • Mondragon University

ესტონეთის რესპუბლიკა

  • University of Tartu
  • Tallinn University

იტალიის რესპუბლიკა

  • SDA Bocconi School of Management
  • University of Cagliari
  • University of Perugia
  • University of Catania
  • University of Rome Tor Vergata

ლატვიის რესპუბლიკა

  • BA School of Business and Finance 
  • Vidzeme University of Applied Sciences 
  • RISEBA University of Applied Sciences 
  • Riga Technical University

ლიეტუვის რესპუბლიკა

  • Kazimieras Simonavičius University 
  • Vytautas Magnus University 

ნიდერლანდების სამეფო

  • Radboud University
  • Maastricht School of Management 
  • The Hague University of Applied Sciences
  • Hanze University of Applied Sciences, Groningen
  • Fontys University of Applied Sciences

ნორვეგიის სამეფო

  • NLA University College 

პოლონეთი რესპუბლიკა

  • University of Wrocław
  • Jagiellonian University
  • University of Dąbrowa Górnicza
  • Warsaw School of Economics
  • The University College of Enterprise and Administration

პორტუგალიის რესპუბლიკა

  • University of Porto 

რუმინეთის რესპუბლიკა

  • National University of Political Studies and Public Administration 

საბერძნეთის რესპუბლიკა

  • International Hellenic University

საფრანგეთის რესპუბლიკა

  • Lille Catholic University
  • EDHEC Business School
  • Amiens School of Business
  • University of Clermont Auvergne
  • Institut Mines-Télécom Business School

სლოვაკეთის რესპუბლიკა

  • University of Economics in Bratislava 

სლოვენიის რესპუბლიკა

  • GEA College

სერბეთის რესპუბლიკა

  • University Business Academy in Novi Sad

სომხეთის რესპუბლიკა

  • Public Administration Academy of the Republic of Armenia

უნგრეთი

  • Eötvös Loránd University 
  • Budapest Metropolitan University
  • Szent István University
  • University of Pécs

ფინეთი

  • Haaga-Helia University of Applied Sciences

შვედეთის სამეფო

  • University of Gothenburg

ჩეხეთის რესპუბლიკა

  • Masaryk University
  • Prague University of Economics and Business
  • Institute of Technology and Business in Ceske Budejovice 

ხორვატიის რესპუბლიკა

  • College of Applied Sciences“lavoslav Ružička 
  • University of Rijeka

გაცვლითი პროგრამები:

შშ

  • Northern Arizona University
  • Michigan State University 
  • Kennesaw State University
  • University of Wyoming

 

ბულგარეთი

  • University of National and World Economy
  • Varna University of Economics

ბელგია

  • UC Leuven Limburg 

გერმანია

  • Leibniz Universität Hannover 
  • Universität Hamburg 
  • Berlin School of Economics and Law
  • leipzig University of Applied Sciences 
  • Darmstadt University of Applied Sciences 

ესპანეთი

ტალია

  • University of Cagliari 
  • University of Perugia
  • University of Catania 

ლატვია

  • Vidzeme University of Applied Sciences 

ნიდერლანდები

  • The Hague University of Applied Sciences
  • Hanze University of Applied Sciences, Groningen
  • Fontys University of Applied Sciences

საფრანგეთი

  • Lille Catholic University 
  • EDHEC Business School 
  • Amiens School of Business 
  • University of Clermont Auvergne 

სლოვაკეთი

  • University of Economics in Bratislava 

ჩეხეთი

  • Prague University of Economics and Business
  • Institute of Technology and Business in Ceske Budejovice
  • Masaryk University 

ხორვატია

  • University of Rijeka 

ოლონეთი

  • University of Wrocław 
  • University of Dąbrowa Górnicza 
  • Warsaw School of Economics

ორტუგალია

  • University of Porto

ნგრეთი

  • Budapest Metropolitan University 

Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.

აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.

Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. 

ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში. 

საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) ფარგლებში დაფინანსებული პროექტები (2016 წ. კონკურსი)

  • Austria, University of Salzburg;
  • Slovak Republic, University of Economics in Bratislava;
  • Belgium, AP University College Antwerp;
  • Finland, Haaga-Helia University of Applied Sciences;

საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) ფარგლებში დაფინანსებული პროექტები (2018 . კონკურსი)

  • Netherlands, Radboud University;
  • Norway, NLA University College;
  • Belgium, AP University College Antwerp;
  • Finland, Haaga-Helia University of Applied Sciences;
  • Estonia, University of Tartu;
  • Poland, Warsaw School of Economics;
  • Spain, University of Santiago de Compostela;
  • Italy, University of Cagliari; 
  • Croatia, College of Applied Sciences“ lavoslav Ružička“;
  • Romania, National University of Political Studies and Public Administration;

საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) ფარგლებში დაფინანსებული პროექტები (2019 . კონკურსი)

  • Austria, University of Salzburg;
  • Netherlands, The Hague University of Applied Sciences;
  • Estonia, Tallinn University;
  • Croatia, College of Applied Sciences“ lavoslav Ružička“;
  • Croatia, University of Rijeka;
  • Sweden, University of Gothenburg;
  • Belgium, AP University College Antwerp;
  • Latvia, BA School of Business and Finance;
  • Poland, Jagiellonian University in Krakow
  • Poland, University College of Enterprise and Administration (WSPA);
  • Spain, University of Santiago de Compostela;
  • Spain, University of Cordoba;

 

საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) ფარგლებში დაფინანსებული პროექტები (2020 . კონკურსი)

  • France, University of Clermont Auvergne; 
  • France, Lille Catholic University;
  • Germany, University of Hamburg; 
  • Italy, University of Rome Tor Vergata;
  • Norway, NLA University College; 
  • Belgium, AP University College Antwerp;
  • Finland, Haaga-Helia University of Applied Sciences;
  • Netherlands, Radboud University; 
  • Netherlands, The Hague University of Applied Sciences; 
  • Hungary, University of Pecs; 
  • Hungary, Eötvös Loránd University
  • Hungary, Szent István University
  • Czech Republic, Masaryk University
  • Poland, Jagiellonian University in Krakow
  • Poland, University of Wroclaw
  • Spain, University of Santiago de Compostela;
  • Spain, University of Cordoba; Universidad Católica San Antonio de Murcia
  • Spain, University of Vigo
  • Spain, University of Cordoba
  • Slovakia, University of Economics in Bratislava; 
  • Croatia, College of Applied Sciences“lavoslav Ružička; 

პრაქტიკული ინფორმაცია უცხოელი გაცვლითი სტუდენტებისთვის 

ინგლისურენოვანი პროგრამები და კურსები

ფინანსური საკითხები

გაცვლითი სტუდენტები არ იხდიან სწავლის საფასურს. თუ თქვენ ხართ ერაზმუსის ან ორმხრივი გაცვლითი პროგრამის სტუდენტი უცხოური პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელთანაც გვაქვს გაცვლითი ხელშეკრულება, თქვენ არ უნდა გადაიხადოთ სწავლის საფასური. ერასმუსის გაცვლით სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ მშობლიურ უნივერსიტეტს ერასმუსის სტიპენდიასთან დაკავშირებით.

საყოფაცხოვრებო ხარჯები 

საყოფაცხოვრებო ხარჯები ინდივიდუალურია, თუმცა ცხრილში იხილავთ რამდენიმე მაგალითს, რაც დაგეხმარებათ ყოველთვიური ბიუჯეტის ფორმირებაში (ფასები დედაქალაქისთვის - თბილისი

1 ევრო = 3.6034 ქართულ ლარს (2020 წლის აგვისტოსტოს მონაცემებით; გაცვლითი კურსის შესამოწმებლად, ეწვიეთ InforEuro)

კატეგორია

ფასები

ბინის დაქირავება ქალაქის ცენტრში

900 - 1300 ლარი /თვეში

კვება და დღიური ხარჯები:

400 - 500 ლარი /თვეში

ადგილობრივი ზარის ღირებულება

0.21 თეთრი/წუთი/ საქართველოში

ზარის ღირებულება ევროპაში

0.88  თეთრი /წუთი /ევროპაში

ავტობუსის/მეტროს ბილეთი: ერთი გზა

0.50 თეთრი/ ერთი გზა

დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

https://www.numbeo.com/cost-of-living/in/Tbilisi

https://www.expatistan.com/cost-of-living/tbilisi 

საცხოვრებელი

ამ ეტაპზე, GIPA–ს არ აქვს  სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი. შესაბამისად, უცხოელმა გაცვლითმა სტუდენტებმა თავადვე უნდა იზრუნონ თბილისში ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამასთან, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი  დაეხმარება უცხოელ სტუდენტებს და პერსონალს, თბილისში შესაბამისი საცხოვრებლის მოძიებაში.

თბილისში ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებში:

https://www.myhome.ge/en/  

https://gancxadebebi.ge/en

https://place.ge/en 

Airbnb Tbilisi

ვიზა

თქვენი მოქალაქეობიდან გამომდინარე შეიძლება დაგჭირდეთ ან არ დაგჭირდეთ ვიზა საქართველოში შემოსასვლელად. გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს/ საკონსულოს თქვენს ქვეყანაში ან გაეცნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდს, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბინადრობის წესებთან დაკავშირებით.

მოქალაქეებსა და პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აქ ჩამოთვლილ ქვეყნებში, შეუძლიათ შემოვიდნენ და დარჩნენ საქართველოში უვიზოდ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შეუძლიათ შემოსვლა როგორც სამგზავრო დოკუმენტით, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის მოწმობით. პირადობის მოწმობაში უნდა იყოს მითითებული სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირის ფოტო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზის გარეშე ყოფნის მაქსიმალური პერიოდი ერთი წელია.

დაზღვევა

თბილისში ვიზიტის მოსამზადებლად ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. GIPA გირჩევთ, რომ საქართველოში მოგზაურობამდე დაუკავშირდეთ თქვენს ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიას და გაარკვიოთ, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სწორად იყოთ დაზღვეული  სამედიცინო ხარჯებისგან.

ალტერნატიულად, ასევე შესაძლებელია, რომ გააფორმოთ სტუდენტური ხელშეკრულება საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის პროვაიდერთან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ. ამ შემთხვევაში, დარწმუნდით, რომ თქვენი პირადი სამოგზაურო დაზღვევა ვალიდურია ქართული ჯანმრთელობის დაზღვევის ძალაში შესვლამდე.

სასარგებლო ბმულები:

http://www.visitgeorgia.ge

http://info-tbilisi.com

09/03/2021

გაცვლითი პროგრამები 2021 წლის შემოდგომის სემესტრისათვის

გაცვლითი პროგრამები 2021 წლის შემოდგომის სემესტრისთვის

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს სტუდენტთა შიდა შესარჩევ კონკურსს 2021 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის გაცვლით პროგრამებზეშემდეგ უნივერსიტეტებში:

ბელგია:

ლეუვენ-ლიმბურგის უნივერსიტეტი UC Leuven Limburg

ნიდერლანდები:

Fontys-ის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი Fontys University of Applied Sciences 

Hanze-ს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი, გრონინგენი Hanze University of Applied Sciences, Groningen 

 

გერმანია:

ჰამბურგის უნივერსიტეტი  University of Hamburg

ჰანოვერის უნივერსიტეტი Leibniz Universität Hannover

ლაიფციგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი Leipzig University of Applied Sciences 

დარმსტადის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი Darmstadt University of Applied Sciences 

 

საფრანგეთი:

EDHEC-ის ბიზნეს სკოლა  EDHEC Business School

ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი Lille Catholic University

ამიენსის ბიზნეს სკოლა Amiens School of Business

კლერმონ ოვერნის უნივერსიტეტი University of Clermont Auvergne

 

ესპანეთი:

მონდრაგონის უნივერსიტეტი Mondragon University 

 

იტალია:

კალიარის უნივერსიტეტი University of Cagliari

პერუჯას უნივერსიტეტი University of Perugia

 

ჩეხეთი:

პრაღის ეკონომიკისა და ბიზნესის უნივერსიტეტი Prague University of Economics and Business

ჩესკე-ბუდეიოვიცეს ტექნოლოგიისა და ბიზნესის ინსტიტუტი Institute of Technology and Business in Ceske Budejovice

 

პოლონეთი:

ვარშავის ეკონომიკის სკოლა  Warsaw School of Economics

 

უნგრეთი:

ბუდაპეშტის მეტროპოლიტან უნივერსიტეტი Budapest Metropolitan University 

ხორვატია:

რიეკას უნივერსიტეტი University of Rijeka

ლატვია:

ვიძემეს გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი Vidzeme University of Applied Sciences 

საბუთების მიღების ბოლო ვადა2021 წლის 19 მარტი.

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებითn.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

15/02/2021

Erasmus + 2021 წლის შემოდგომის სემესტრისათვის

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  (GIPA) საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს 2021 აკადემიური წლის შემოდგომის სემესტრის ერაზმუსპროგრამებზეშემდეგ უნივერსიტეტებში:

  • ჰამბურგის უნივერსიტეტი (გერმანია) University of Hamburg

  • ჰააგის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტი (ნიდერლანდებიThe Hague University of Applied Sciences

  • ლილის კათოლიკური უნივერსიტეტი (საფრანგეთიLille Catholic University

  • პეჩის უნივერსიტეტი (უნგრეთი) University of Pécs

  • სენტ იშტვანის უნივერსიტეტი (უნგრეთი) Szent István University

  • ბრატისლავის ეკონომიკის უნივერსიტეტი (სლოვაკეთის რესპუბლიკა) University of Economics in Bratislava

 

იხილეთ დანართი 1. 

საბუთების მიღების ბოლო ვადა2021 წლის 25 თებერვალი

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებითn.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

02/19/2021

გაცვლითი პროგრამა ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტში

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საერთაშორისო ურთიერთობების  და განვითარების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტში გაცვლითი პროგრამის ფარგლებში 2 საუკეთესო სტუდენტის შესარჩევად.

 

გაცვლით საგანანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობის უფლება აქვთ აქტიური სტატუსის მქონე:

ბაკალავრიატის საფეხურის იმ სტუდენტებს, რომლებსაც გავლილი აქვთ შესაბამისი საგანანმანათლებლო პროგრამის I-II სემესტრით გათვალისწინებული საგნები და დაგროვილი აქვთ შესაბამისი კრედიტები;

 

გაცვლით საგანმანთლებლო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის უფლება არ აქვთ:

  • იმ სტუდენტებს, რომლებსაც ერიცხებათ ფინანსური დავალიანება უნივერსიტეტის მიმართ;
  • იმ სტუდენტებს ვის მიმართაც გამოყენებულია დისციპლინური ღონისძიება.

 

გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამის კონკურსში მონაწილეობის მსურველმა სტუდენტმა უნდა  წარმოადგინოს:

  • პასპორტის ასლი;
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა (დანართი N1-ის შესაბამისად);
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი საერთაშორისო სერტიფიკატი (IELTS -  6.0;  TOEFL - 78) ან სხვა შესაბამისად აღიარებული B2 დონის სერტიფიკატი. სერტიფიკატის წარმოდგენისგან თავისუფლდებიან ის სტუდენტები, რომელთაც უნივერსიტეტის საგანმანათლებლო პროგრამის ფარგლებში გავლილი აქვთ ინგლისური ენის B2 დონის შესაბამისი კურსი და მიღებული აქვთ დადებითი შეფასება;
  • ნიშნების ფურცელი (ინგლისურ ენაზე, GPA-ის მითითებით); 
  • სამოტივაციო წერილი (ინგლისურ ენაზე, არაუმეტეს ერთი გვერდისა);



საკონკურსო კომისიის მიერ გაცვლითი საგანანმანათლებლო პოროგრამის კონკურსში სტუდენტების შერჩევის დროს მხედველობაში მიიღება:

  • სტუდენტის აკადემიური მოსწრება (მათ შორის ინგლისურენოვანი საგნების არჩევის გამოცდილება ასეთის არსებობის შემთხვევაში);
  • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს არადამაკმაყოფილებელი  (F) შეფასება;
  • უფიქსირდება, თუ არა სტუდენტს მისი კანდიდატურის განხილვამდე უნივერსიტეტში ანალოგიურ საფეხურზე სწავლის პერიოდში გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში, მათ შორის ERASMUS + - ის გაცვლით საგანმანათლებლო პროგრამაში მონაწილეობა; 
  • სტუდენტის მოტივაცია, რომელსაც საკონკურსო კომისია ამოწმებს კანდიდატთან გასაუბრების დროს;

 

კრედიტების აღიარება: არიზონის უნივერსიტეტში აღებული კრედიტების აღიარება მოხდება საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის შესაბამისი სასწავლო პროგრამის ფარგლებში. სავალდებულოა ერთ სემესტრში მინიმუმ 12 ამერიკული კრედიტის აღება.

 

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ მასპინძელ უნივერსიტეტში სასურველი საგნების შესარჩევად სტუდენტებმა წინასწარი კონსულტაცია უნდა გაიარონ GIPA-ს შესაბამისი პროგრამის კოორდინატორთან, ხელმძღვანელთან ან/და ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურთან.

 

ამერიკაში სწავლის ხანგრძლივობა
ერთი სემესტრი (2021 წლის შემოდგომის სემესტრი: 23 აგვისტო10 დეკემბერი)

 

სასწავლო განრიგის, საგნების ჩამონათვალის, აშშ-ში ცხოვრების, კვების , დაზღვევისა და სხვა ხარჯებთან დაკავშირებული დეტალური ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია მიმაგრებულ ფაილში:

Information Sheet Student Exchange 2021/2022

 

სწავლის საფასური:

ჩრდილოეთ არიზონის უნივერსიტეტთან გაფორმებული პარტნიორობის ფარგლებში, 2021 წლის შემოდგომის სემესტრში GIPA-ს სტუდენტებს არ მოუწევთ ამერიკაში სწავლის საფასურის გადახდათუმცა, შერჩეულმა სტუდენტებმა უნდა დაფარონ GIPA-ში  მიმდინარე სემესტრის სწავლის საფასური. 

შენიშვნა: შერჩეულმა სტუდენტებმა თავად უნდა დაფარონ საერთაშორისო მგზავრობის, სავალდებულო სტუდენტური გადასახადი, ბინის დაქირავების, კვების, წიგნების, სავიზო მოსაკრებლისა და სავალდებულო დაზღვევის ხარჯები!

დაინტერესებულმა სტუდენტებმა / 19 თებერვლის 23:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ საკონკურსო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი  შემდეგ ელ-ფოსტაზე: n.bakradze@gipa.ge

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით  ელ-ფოსტის საშუალებითn.bakradze@gipa.ge ან მითითებულ ნომერზე: 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

02/14/2020

პროგრამა „ერასმუს“+-ის ფარგლებში  lavoslav Ružička“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში (ქ.ვუკოვარი, ხორვატიის რესპუბლიკა) 2020 წლის პერიოდში დაგეგმილ მობილობაში მონაწილეობის მისაღებად, შეირჩა პროფ. მაკა დაუშვილი 

აკადემიური პერსონალის წარმომადგენლის შერჩევა მოხდა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ კონკურსისათვის განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

12/11/2019

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის (GIPA)  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს GIPA-ს აკადემიური პერსონალისთვის ერასმუს+ ის პროგრამის სტიპენდიის მოსაპოვებლად lavoslav Ružička“-ს  გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი.

მობილობის ხანგრძლივობა: 

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, + 2 დღეს მგზავრობისთვის) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს. მობილობა უნდა განხორციელდეს 2020 წლის საგაზაფხულო სემესტრის განმავლობაში.

სტიპენდია მოიცავს: 
ყოველდღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით (სულ 980 ევრო) + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (360 ევრო).

შერჩეულმა სტიპენდიატმა თავად უნდა აანაზღაუროს სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2020 წლის 20 იანვრის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე n.bakradze@gipa.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)
  • წინასწარი თანხმობა მიღებაზე (Verification Letter) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (დანართი 2)
  • სამუშაო გეგმა (დანართი 3)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, Europass form)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2)
  • ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
  • პასპორტის ასლი

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო გეგმა (Teaching Plan) შეთანხმებულ უნდა იქნეს მასპინძელი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან. შესამაბისად, სამუშაო გეგმის შევსებისას აპლიკანტები უნდა დაუკავშირდნენ მას შემდეგ მისამართზე: Zeljka Borzan, zeljka.borzan@vevu.hr და ასევე cc-ში უნდა ჩასვან ერასმუს+ პროგრამის კოორდინატორი: Karolina Novinc, erasmus@vevu.hr 

შერჩევის პროცედურა: 

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საკონკურსო კომისია
  • კომისიის მიერ მოხდება 1 გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა
  • შერჩეული კანდიდატის შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • ადმინისტრაციული პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან ნომერზე 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

იხ. დანართი: 

Teaching Plan

Application Form

Verification Letter

04/01/2019

პროგრამა „ერასმუს“+-ის ფარგლებში  "lavoslav Ružička“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში (ქ.ვუკოვარი, ხორვატიის რესპუბლიკა) 2019 წლის პერიოდში დაგეგმილ მობილობაში მონაწილეობის მისაღებად, შეირჩნენ პროფ. ლევან ნებიერიძე, პროფ. შალვა ახრახაძე და პროფ. კახა წიქარიშვილი. 

აკადემიური პერსონალის წარმომადგენლების შერჩევა მოხდა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ კონკურსისათვის განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

02/15/2019

ERASMUS + ის გაცვლითი პროგრამა აკადემიური პერსონალისთვის “lavoslav Ružička“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში (ქ. ვუკოვარი, ხორვატია)

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს GIPA-ს აკადემიური პერსონალისთვის ერასმუს+ ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად lavoslav Ružička“-ს  გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში.

კონკურსში მონაწილეობის მიღება შეუძლია საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის აკადემიურ პერსონალს შემდეგი მიმართულებებიდან: ბიზნესის ადმინისტრირება, სამართალი.

მობილობის ხანგრძლივობა

პარტნიორ უნივერსიტეტში სწავლების მიზნით, აკადემიური პერსონალის მობილობა არის ერთ კვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, + 2 დღეს მგზავრობისთვის) და მოიცავს სავალდებულო 8 სალექციო საათს. მობილობა უნდა განხორციელდეს 2019 წლის მაისში.

სტიპენდია მოიცავს: 
ყოველდღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით (სულ 980 ევრო) + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (360 ევრო).

შერჩეულმა სტიპენდიატებმა თავად უნდა აანაზღაურონ სამოგზაურო დაზღვევის ხარჯები!

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2019 წლის 29 მარტის 16 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე n.bakradze@gipa.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)
  • წინასწარი თანხმობა მიღებაზე (Verification Letter) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (დანართი 2)
  • სამუშაო გეგმა (დანართი 3)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, Europass form)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2)
  • ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
  • პასპორტის ასლი

შენიშვნა: გთხოვთ, გაითვალისწინოთ, რომ სამუშაო გეგმა (Teaching Plan) შეთანხმებულ უნდა იქნეს მასპინძელი უნივერსიტეტის ხარისხის უზრუნველყოფის სამსახურის წარმომადგენელთან. შესამაბისად, სამუშაო გეგმის შევსებისას აპლიკანტები უნდა დაუკავშირდნენ მას შემდეგ მისამართზე: Ivan Belaj, ivan.belaj@vevu.hr და ასევე cc-ში უნდა ჩასვან ერასმუს+ პროგრამის კოორდინატორი: Karolina Novinc, erasmus@vevu.hr 

შერჩევის პროცედურა

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საკონკურსო კომისია
  • კომისიის მიერ მოხდება 2 გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • ადმინისტრაციული პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან ნომერზე 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

იხ. დანართი: 

Teaching Plan

Application Form

Verification Letter

11/22/2018

საკონკურსო კომისიის სხდომის გადაწყვეტილება

lavoslav Ružička“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში თანამშრომელების წარგზავნის შესახებ

პროგრამა „ერასმუს“+-ის ფარგლებში 2018 წლის 10-14 დეკემბერს lavoslav Ružička“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში (ქ.ვუკოვარი, ხორვატიის რესპუბლიკა) დაგეგმილ ტრენინგში მონაწილეობის მისაღებად, შეირჩნენ ბატონი ნიკოლოზ ბაქრაძე  - საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტის ხელმძღვანელი და ბატონი ვანო ცერცვაძე - ბიზნეს ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის კოორდინატორი.

ადმინისტრაციული პერსონალის წარმომადგენლების შერჩევა მოხდა მასპინძელი უნივერსიტეტის მიერ კონკურსისათვის განსაზღვრული შეფასების კრიტერიუმების გათვალისწინებით.

11/22/2018

ERASMUS + ის გაცვლითი პროგრამა ადმინისტრაციული პერსონალისთვის “lavoslav Ružička“-ს გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში (ქ. ვუკოვარი, ხორვატია)

საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის  საერთაშორისო ურთიერთობების დეპარტამენტი აცხადებს კონკურსს GIPA-ს ადმინისტრაციული პერსონალისთვის ერასმუს+ ის პროგრამის სტიპენდიების მოსაპოვებლად lavoslav Ružička“-ს  გამოყენებითი მეცნიერებების კოლეჯში.

აღნიშნული აქტივობის მიზანია უნივერსიტეტის თანამშრომელთა პროფესიული განვითარების ხელშეწყობა პარტნიორ უნივერსიტეტში ტრენინგისა და სამუშაოზე დაკვირვების (job shadowing) შესაძლებლობების შექმნით. ასევე, პროგრამის ფარგლებში გათვალისწინებულია საერთაშორისო მობილობის ინსტიტუციონალური შესაძლებლობების განვითარება, სასწავლო გეგმების ინტერნაციონალიზაცია, საერთაშორისო პარტნიორთა ქსელის გაძლიერება.

მობილობის ხანგრძლივობა
2018 წლის 10-14 დეკემბერი; პარტნიორ უნივერსიტეტში პერსონალის მობილობა არის ერთკვირიანი (მოიცავს 5 სამუშაო დღეს, + 2 დღეს მგზავრობისთვის)


სტიპენდია მოიცავს: 
ყოველდღიური სტიპენდია 140 ევროს ოდენობით + ორმხრივი საერთაშორისო მგზავრობის დაფინანსება (360 ევრო)

კონკურსში მონაწილეობის მსურველებმა 2018 წლის 16 ნოემბრის 17:00 საათამდე უნდა გამოაგზავნონ სააპლიკაციო დოკუმენტაციის სრული ჩამონათვალი (PDF ფორმატში) შემდეგ ელ-ფოსტაზე n.bakradze@gipa.ge

სააპლიკაციო დოკუმენტაციის ჩამონათვალი:

  • სააპლიკაციო ფორმა (დანართი 1)
  • სამუშაო გეგმა (დანართი 2)
  • CV-ს ევროპული ფორმატი (ინგლისურ ენაზე, Europass form) ნიმუშები მოცემულია ქვემოთ: https://europass.cedefop.europa.eu/en/documents/curriculum-vitae
  • მობილობის შედეგების გავრცელების გეგმა (დანართი 3)
  • წინასწარი თანხმობა მიღებაზე (Verification Letter) მასპინძელი უნივერსიტეტიდან (დანართი 4)
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი დოკუმენტი (B2)
  • ცნობა სამსახურიდან (ინგლისურ ენაზე)
  • პასპორტის ასლი

შერჩევის პროცედურა

  • წარმოდგენილ სააპლიკაციო დოკუმენტებს განიხილავს საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტის საკონკურსო კომისია
  • კომისიის მიერ მოხდება 2 გამარჯვებული კანდიდატის გამოვლენა
  • შერჩეული კანდიდატების შესახებ ინფორმაციის / დოკუმენტების მიწოდება მოხდება მიმღები უნივერსიტეტისათვის
  • ადმინისტრაციული პერსონალის საბოლოო შერჩევა მიმღები უნივერსიტეტის მიერ

დამატებითი კითხვების არსებობის შემთხვევაში დაგვიკავშირდით შემდეგი ელ-ფოსტის საშუალებით: n.bakradze@gipa.ge ან ნომერზე 577 57 75 11

არასრული ან/და დაგვიანებული განცხადებები არ მიიღება!

მიმაგრებული ფაილები: