საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი

ანა გორგოძე

საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი

ელფოსტა: a.gorgodze@gipa.ge

როგორც GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი, ანანო გორგოძე ფოკუსირებულია ინსტიტუტის გლობალური გავლენის გაძლიერებაზე სტრატეგიული პარტნიორობებისა და საგანმანათლებლო პროგრამების ინოვაციების გზით. მისი საქმიანობის მთავარი კომპონენტია მდგრადი საერთაშორისო ქსელების შექმნა და ერთობლივი აკადემიური ინიციატივების განვითარებაა. პროექტების მართვასა და დაფინანსების მოზიდვაში მისმა როლმა მნიშვნელოვნად შეუწყო ხელი ინსტიტუციურ ზრდას. განათლების პოლიტიკისა და მართვის ექსპერტიზასთან ერთად, მისი მულტიკულტურული კომუნიკაციის უნარებმა მნიშვნელოვანი როლი შეასრულა რეგიონში პირველი მრავალდიპლომიანი პროგრამის დანერგვასა და კულტურული გაცვლების ხელშეწყობაში. ამ ძალისხმევამ საგრძნობლად გაამდიდრა აკადემიური სფერო და შექმნა უფრო ურთიერთდაკავშირებული და მრავალფეროვანი სივრცე. გარდა ამისა, ევროკომისიასთან, USAID-თან, ნიდერლანდების მთავრობის (NFP), UNDP-სა და UEFA-სთან წარმატებული თანამშრომლობის შედეგად, მან უზრუნველყო ინსტიტუციისთვის მნიშვნელოვანი ფინანსური და სტრუქტურული რესურსების მოზიდვა. ის ფლობს მაგისტრის ხარისხს საჯარო მმართველობაში საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტიდან და  განათლების პოლიტიკის მაგისტრის ხარისხს  ლონდონის სამეფო კოლეჯიდან. ამჟამად ის ჩართულია სადოქტორო სწავლებაში და მისი კვლევის ინტერესს წარმოადგენს განათლებისა და შრომის ბაზრის ურთიერთკავშირი.

 

 

პროექტები:

2023 - დღემდე: პროექტის მენეჯერი - „კურიკულუმის განვითარება - ერთობლივი სამაგისტრო პროგრამა პოლიტიკის მეცნიერებაში (JoPScip)“ - ევროკომისია Erasmus+ CBHE Strand 2; 

2024: პროექტის კოორდინატორი - „მტკიცებულებებზე დაყრდნობილი პოლიტიკის შექმნა საქართველოში“ - USAID საჯარო მმართველობის პროგრამა საქართველოში (DAI), საქართველოს სტრატეგიის და განვითარების ცენტრთან თანამშრომლობით (GCSD); 

2023 - 2024: მკვლევარი, U21 და მდგრადი განვითარების მიზნები (SDGs); კვლევითი პროექტი დაფინანსებული UEFA Academy მიერ;

2020 - 2021: მიწვეული ექსპერტი - მონიტორინგისა და შეფასების მატრიცის და მონიტორინგი გეგმის განვითარება გაეროს განვითარების პროგრამის (UNDP) მიერ დაფინანსებული პროექტის ფარგლებში;

2018 – 2019: პროექტის კოორდინატორი - “GICE Partnership”-ის მიერ განხორციელებული შრომის ბაზრის კვლევითი პროექტი, რომლის მიზანი იყო საქართველოს შრომის ბაზრის ტენდენციებისა და მოთხოვნის ანალიზი (1200 რესპონდენტი, დაფარვა - საქართველო); 

2016-2017: პროექტის კოორდინატორი - „GIPA-ს, როგორც ენტრეპრენიორუოლი / მეწარმეობრივი უნივერსიტეტის განვითარება” - ნიდერლანდების მთავრობის მიერ დაფინანსებული პროექტი (NFP);

2016-2017: კვლევის კოორდინატორი - “ორგანიზაციის ეფექტიანობის საზომები GIPA-ში”;

2014-2015: პროექტის ტექნიკური კოორდინატორი – “სახელმწიფოებრივი მოწყობის საპრეზიდენტო კოლეგიუმი”, დაფინანსებული საქართველოს პრეზიდენტის სარეზერვო ფონდის მიერ;

2013-2015: პროექტის მენეჯერი - შვედეთის Östhammar-ის მუნიციპალიტეტსა და GIPA-ს შორის არსებული კონტრაქტი;

2014: პროექტის მენეჯერი, USAID: Policy, Advocacy, and Civil Society Development in Georgia (G-PAC), East West Management Institute – “ქართული სიტუაციური ანალიზების განვითარება”;

2013: პროექტის კოორდინატორი, USAID: Policy, Advocacy, and Civil Society Development in Georgia (G-PAC), East West Management Institute – “ორგანიზაციული თეორიის კურსის განვითარება”.

 

კვლევები და პუბლიკაციები:

 

სამაგისტრო ნაშრომი: „ბაბილონის გოდოლი? სტუდენტების ტრანზიციის შეფასება უმაღლესი განათლებიდან შრომის ბაზარზე კერძო და საჯარო უნივერსიტეტის შედარებით ანალიზზე დაყრდნობით” (სექტემბერი, 2020);

„საჯარო სექტორი საქართველოში - პრობლემები და გამოწვევები” (თვისებრივი კვლევა) – კვლევითი გუნდის წევრი (მაისი, 2014);

4-ე საერთაშორისო შავი ზღვის კონგრესი, მოხსენება: „ადგილობრივი თვითმმართველობის ფუნდამენტური პრობლემები “(ნოემბერი, 2013);

სამაგისტრო ნაშრომი: „მოხალისეობა (Volunteering) სტუდენტებში: სტუდენტთა ინფორმირებულობა და აქტიურობა, არასამთავრობო სექტორში მისი განვითარების ტენდენციები და მოხალისეობის საკანონმდებლო უზრუნველყოფა (თვისებრივი და რაოდენობრივი კვლევა)” (ივნისი, 2012);

“პოლიტიკური პარტიები საქართველოში  - ადგილობრივი არჩევნებისათვის საარჩევნო პროგრამების ანალიზი (თვისებრივი კვლევა)” (ივნისი, 2010)

 

კვლევითი ინტერესები: უმაღლესი განათლების და შრომის ბაზრის ურთიერთკავშირი, განათლების მარკეტიზაცია, საერთაშორისო განათლების პოლიტიკა, განათლების პოლიტიკური ეკონომიკა