გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი

ნიკოლოზ ბაქრაძე

გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი

ელფოსტა: n.bakradze@gipa.ge

ნიკოლოზ ბაქრაძე ჩართულია უცხოურ უნივერსიტეტებთან საერთაშორისო თანამშრომლობის ყველა პროცედურის კოორდინაციასა და ადმინისტრირებაში. მისი პასუხისმგებლობა მოიცავს აკადემიური საზოგადოების ინფორმირებას მობილობის პროგრამებში მონაწილეობის შესაძლებლობების შესახებ, საერთაშორისო თანამშრომლობის გაფართოებას ერასმუს+-ის და ორმხრივი შეთანხმებების ფორმატში. 


2005-2016 წლებში მუშაობდა საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს სსიპ შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდის საერთაშორისო ურთიერთობების ოფისში. მისი  საქმიანობა მოიცავდა საერთაშორისო პროექტების მომზადებას, უცხოურ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთობლივი სამეცნიერო კონკურსების ადმინისტრირებას, საქართველოს სამეცნიერო-კვლევით ორგანიზაციების და ინდივიდუალური მკვლევარებისთვის კონსულტაციების გაწევას; 2005 წლიდან ბ-ნი ბაქრაძე ასრულებდა სხვადასხვა პროგრამებისა და ერთობლივი კონკურსების საკონტაქტო პირის ფუნქციას, რომლებიც ხორციელდებოდა უცხოურ პარტნიორ ორგანიზაციებთან ერთად, როგორიცაა „ყოფილი საბჭოთა კავშირის ახალ დამოუკიდებელ სახელმწიფოთა მეცნიერებთან თანამშრომლობის მხარდამჭერი ასოციაცია“ (INTAS), საერთაშორისო სამეცნიერო-ტექნიკური ცენტრი (ISTC), ნატოს პროგრამა „მეცნიერება მშვიდობისა და უსაფრთხოებისთვის“ (SPS), იტალიის ნაციონალური კვლევის საბჭო (CNR), საფრანგეთის სამეცნიერო კვლევის ეროვნული ცენტრი (CNRS), აშშ სამოქალაქო კვლევებისა და განვითარების ფონდი (CRDF Global) და სხვა.


2005-2010 წლებში ბ-ნი ბაქრაძე გახლდათ საქართველოს წარმომადგენელი შავი ზღვის ეკონომიკური თანამშრომლობის ორანიზაციის (BSEC) მეცნიერებისა და ტექნოლოგიების სამუშაო ჯგუფში და ევროკომისიის აღმოსავლეთ პარტნიორობის კვლევისა და ინოვაციის პანელში (2013-2016 წწ.);

 

პროექტები:

  • ერაზმუს + საქართველოს უმაღლესი განათლების სისტემაში დუალური
    განათლების განხორციელების შესაძლებლობების გაძლიერება (DUGEOR) -