GIPA-ს მმართველობის სკოლა 1994 წელს, საქართველოს მთავრობასა და ამერიკის შეერთებული შტატების სახელმწიფო მართვის ეროვნულ აკადემიას (NAPA) შორის შეთანხმებით, ერთობლივი პროექტის საფუძველზე შეიქმნა. ორგანიზაცია NAPA, რომელიც ქვეყნის ცნობილ სახელმწიფო მოხელეებს, კანონმდებლებს და სამეცნიერო წრეების 800 ზე მეტ წევრს აერთიანებს, დღემდე აქტიურ მონაწილეობას იღებს მმართველობის სკოლის განვითარებაში.
მმართველობის სკოლა მრავალი წლის განმავლობაში თანამშრომლობს სხვადასხვა ამერიკულ და ევროპულ უნივერსიტეტებთან. აღნიშნული პარტნიორობის საშუალებით, სკოლის ადმინისტრაცია ხელს უწყობს აკადემიური პერსონალის მუდმივ განვითარებას, სტუდენტებისთვის გაცვლითი პროგრამების ორგანიზებას, საგანმანათლებლო პროგრამების კურიკულუმის დახვეწას, ახალი მიდგომების შემუშვებას და ინოვაციების დანერგვას.
მმართველობის სკოლის მიზანი ახალი ტიპის მეწარმე-მენეჯერების და სახელმწიფო მოხელეების გაზრდაა, რომლებიც წარმატებით შეძლებენ საკუთარი შესაძლებლობების რეალიზებას სახელმწიფო სტრუქტურებში, ადგილობრივი თვითმმართველობის სფეროში, კერძო თუ არასამთავრობო სექტორში და საერთაშორისო ორგანიზაციებში. სკოლაში უზრუნველყოფს კურსდამთავრებულებისთვის დემოკრატიულ ღირებულებებზე დაფუძნებული მრავალმხრივი ცოდნის და უნარების გადაცემას.
30 წლიანი არსებობის მანძილზე მმართველობის სკოლა 1600-ზე მეტ კურსდამთავრებულს ითვლის, რომელთა 93% წარმატებით არის დასაქმებული სხვადასხვა საჯარო, კერძო, არასამთავრობო თუ საერთაშორისო ორგანიზაციაში.
დღესდღეობით მმართველობის სკოლა საზოგადოებას სთავაზობს 5 სამაგისტრო და 1 საბაკალავრო პროგრამას:
- ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამა (BBA)
- საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამა
- ადგილობრივი თვითმმართველობის სამაგისტრო პროგრამა
- ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამა (MBA)
- გარემოსდაცვითი მენეჯმენტისა და პოლიტიკის სამაგისტრო პროგრამა
-
გამოყენებითი საზოგადოებრივი ჯანმრთელობის სამაგისტრო პროგრამა