ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა

ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლა  2001 წელს დაარსდა, რომლის მისიაა კომუნიკაციების მაღალკვალიფიციური კადრების მომზადება და დამოუკიდებელი, პროფესიონალური მედიის მხარდაჭერა  კავკასიასა და  ევროპულ საგანმანათლებლო  სივრცეში.

2002  წლიდან  ამერიკის შეერთებული შტატების  მთავრობის  ფინანსური მხარდაჭერით, ჟურნალისტიკის ინგლისურენოვანი პროგრამაზე ყოველწლიურად ირიცხებიან სტუდენტები სომხეთიდან და  აზერბაიჯანიდან. ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კურსდამთავრებულთა შორის არიან სტუდენტები აფხაზეთიდან, ცხინვალიდან და მთიანი ყარაბაღიდან.

 

სკოლაში ფუნქციონირებს შემდეგი საგანმანათლებლო პროგრამები:

  1. საბაკალავრო პროგრამა ციფრულ მედიასა და კომუნიკაციაში;
  2. აუდიოვიზუალური ხელოვნების საბაკალავრო პროგრამა
  3. ვიზუალური კომუნიკაციის (რეკლამა და საკომუნიკაციო დიზაინი) საბაკალავრო პროგრამა
  4. მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამა;
  5. საზოგადოებრივი ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამა;
  6. მედია ინჟინერიის სამაგისტრო პროგრამა;

 

2011 წლის სექტემბრიდან  სამაგისტრო პროგრამები ხორციელდება სამხრეთ კაროლინის უნივერსიტეტის ჟურნალისტიკისა და მასობრივი კომუნიკაციის სკოლასთან მჭიდრო თანამშრომლობით. აკადემიური პროგრამები ორიენტირებულია სტუდენტებში ანალიტიკური აზროვნების განვითარებასა და მათთვის პრაქტიკული ცოდნის მიცემაზე. სასწავლო პროცესს უძღვებიან შესაბამის სფეროში აღიარებული პრაქტიკოსი ლექტორები და საერთაშორისო კვალიფიკაციის მქონე აკადემიური პერსონალი. პროგრამების პრაქტიკული კლასები ტარდება თანამედროვე ტექნოლოგიებით აღჭურვილ მულტიმედია და კომპიუტერულ ლაბორატორიებში; ბევრი კლასი სახელოსნოს ხასიათს ატარებს და აადვილებს სტუდენტის ინდუსტრიაში გადასვლას. სკოლის კურსდამთავრებულთა 85% დასაქმებულია შესაბამისი მიმართულებების საუკეთესო კომპანიებში.


სკოლის  ფარგლებში  ფუნქციონირებს სტუდენტური მედია , საინფორმაციო პორტალ,  www.newscafe.ge, რადიო ჯიპას ტალღაზე FM 94.3.  და სადისკუსიო კლუბი ფრონტლაინ საქართველო.

აკადემიური პროგრამების გარდა სკოლა აწარმოებს შემდეგ  პროფესიულ ტრენინგებსა და სასერტიფიკატო კურსებს:

სოციალური პროექტია, GIPA Media LAB - პროექტი მიზნად ისახავს ეთნიკური თემების ახალგაზრდების მულტიმედიური უნარ-ჩვევებით  აღჭურვას  საქართველოს საზოგადოებრივ ცხოვრებაში ინტეგრირების მიზნით. პროექტის წამყვანი ტრენერები არიან აკადემიური პერსონალი, მოწვეული ლექტორები,  ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამის სომეხი, აზერბაიჯანელი სტუდენტები და კურსდამთავრებულები.