„ჩვენი თავისუფლება თავისუფალ პრესაშია“ - ტომას ჯეფერსონი
გახდი თავისუფალი მედიის ნაწილი!
მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის ინგლისურენოვანი სამაგისტრო პროგრამა ინოვაციურია და მიზნად ისახავს, მოამზადოს ჟურნალისტი, რომელიც შექმნის როგორც მაღალი ეთიკური სტანდარტის მულტიმედიურ პროდუქტს, ასევე საკუთარ მედია პლატფორმას. სამაგისტრო პროგრამა სტუდენტს ამზადებს მულტიმედიური ჟურნალისტიკის, მედია მენეჯმენტის და ციფრული კომუნიკაციის სფეროში ეფექტური საქმიანობისთვის როგორც საქართველოში, ასევე რეგიონულ და საერთაშორისო დონეზე
მნიშვნელოვანი სიახლე: წელს პირველად პროგრამა გთავაზოთ სწავლა ერთ წელში დაასრულოთ და გახდეთ ჟურნალისტიკის მაგისტრი. მეორე წელს სწავლის გაგრძელების შემთხვევაში კი, გახდეთ მედია კვლევის მაგისტრი. ანუ, 2026 წლიდან პროგრამა განხორციელდება „1 წელს +1 წელი“ ფორმატში.
რას ვისწავლი პირველ წელს?
რას ვისწავლი მეორე წელს?
ვინ ვიქნები?
მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ, შეძლებთ კარიერა გააგრძელოთ ციფრული კომუნიკაციების სხვადასხვა სექტორში, მათ შორის მულტიმედიური ჟურნალისტიკის, მედია ანტრეპრენერშიპის და მენეჯმენტის, კინოდოკუმენტალისტიკის, პოდკასტის და სხვა მიმართულებებით:
2001 წლიდან სამაგისტრო პროგრამამ აღზარდა ჟურნალისტების თაობები, რომლებიც წარმატებით მუშაობენ საქართველოს, სამხრეთ კავკასიის და სხვა ქვეყნების წამყვან მედია ორგანიზაციებში.
პროგრამა ინგლისურენოვანია, სადაც ქართველ სტუდენტებთან ერთად ყოველწლიურად სწავლობს ათობით უცხოელი სტუდენტი. ეს ქმნის მულტიკულტურულ და დინამიურ სასწავლო გარემოს, რაც სტუდენტს ეხმარება გლობალურ პერსპექტივაში დაინახოს სხვადასხვა საკითხი და ამასთანავე, გაიფართოოს პროფესიული წრე მომავალი თანამშრომლობისთვის.
სამაგისტრო პროგრამის სტუდენტთა რეგისტრაცია წარმოებს ელექტრონულად.
რეგისტრაციის ბოლო ვადა: 7 სექტემბერი, 2026 წ.
》 ონლაინ სარეგისტრაციო ფორმა მაგისტრანტებისთვის
მისაღები ადგილების რაოდენობა - 20
სწავლების ენა: ინგლისური
სამაგისტრო პროგრამა განკუთვნილია იმ პირთათვის, რომლებსაც უკვე მიღებული აქვთ უმაღლესი განათლება ნებისმიერ სფეროში და სურთ, გაიღრმაონ ცოდნა მულტიმედია ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის მიმართულებით.
შესაბამისად, სამაგისტრო პროგრამაზე ჩარიცხვის აუცილებელ წინაპირობას წარმოადგენს:
1) ბაკალავრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხი ნებისმიერ სფეროში;
2) საერთო სამაგისტრო გამოცდის ჩაბარება;
3) შიდა საუნივერსიტეტო პროცედურის გავლა, რომელიც შედგება შემდეგი ეტაპებისაგან:
- უნივერსიტეტის მიერ შემუშავებული საერთო სააპლიკაციო ფორმის შევსება
სწავლის წლიური საფასურია 8500 ლარი. პირველ წელს საქართველოს მოქალაქეებისთვის მოქმედებს 2500 ლარიანი საუნივირსიტეტო თანადაფინანსება. შესაბამისად, საქართველოს მოქალაქეებისთვის პირველი წლის ღირებულება იქნება 6000 ლარი. თანადაფინანსება არ შეეხება უცხო ქვეყნის მოქალაქეებს.
გადახდა:
სწავლის საფასურის გადახდა უნდა განხორციელდეს ორგანიზაციის ანგარიშზე.
საბანკო რეკვიზიტები:
საბანკო კოდი (მფო) – TBCB GE 22
მიმღების დასახელება – ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი
ანგარიშსწორების ანგარიში– GE84TB1100000110700419 / GEL
გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება.
ჩვენ ვართ თანამედროვე, გახსნილი და განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტი, რაც სწავლების საერთაშორისო დონეზე წარმართვასთან ერთად ნიშნავს ჩვენი სტუდენტების ხელშეწყობას უცხოეთის წამყვან უნივერსიტეტებში გაიღრმავონ ცოდნა. ჟურნალისტიკის სამაგისტრო პროგრამა სტუდენტებს აძლევს შესაძლებლობას გაცვლითი პროგრამებით ისწავლონ ნორვეგიის, ფინეთის, ნიდერლანდების, გერმანიის, ბელგიის, საფრანგეთის და სხვა მრავალი ქვეყნის წამყვან უნივერსიტეტებში.
ჩვენი პროგრამის ათობით სტუდენტს ჰქონდა შესაძლებლობა მონაწილეობა მიეღო როგორც სემესტრულ ასევე მოკლე ვადიან საერთაშორისო გაცვლით პროგრამებში, როგორიცაა Europe on Air, Invisible Cities და EU Fact Check და შედეგად გაეღრმავებინა პროფესიული ცოდნა, მიეღო საერთაშორისო გამოცდილება და გაეფართოებინა პროფესიული წრე.
შემოგვიერთდით და გახდით თანამედროვე, გახსნილი და განვითარებაზე ორიენტირებული უნივერსიტეტის ნაწილი.
GIPA-ს პარტნიორი უნივერსიტეტებისა და გაცვლითი პროგრამების შესახებ დამატებითი ინფორმაცია, შეგიძლიათ იხილოთ აქ: პარტნიორი უნივერსიტეტები და გაცვლითი პროგრამები
რას ვისწავლი?
პროგრამის პირველ წელს:
პროგრამის მეორე წელს:
ვინ ვიქნები?
მულტიმედიური ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სამაგისტრო პროგრამის დასრულების შემდეგ შეძლებ კარიერა გააგრძელო ციფრული კომუნიკაციების სხვადასხვა სექტორში, მათ შორის მულტიმედიური ჟურნალისტიკის, მედია ანტრეპრენერშიპის და მენეჯმენტის, კინოდოკუმენტალისტიკის, პოდკასტის და სხვა მიმართულებებით:
დამატებითი ინფორმაციისათვის მიმართეთ:
პროგრამის ხელმძღვანელი
ნინო მახვილაძე
E-mail: n.makhviladze@gipa.ge
ტელეფონი: +995 599 700 970 (WhatsApp, Signal, Viber)
მისამართი: თბილისი, "რუსთავის გზატკეცილი #22ა"