საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა

საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა

საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის მიზანია ხელი შეუწყოს აღნიშნული დარგის განვითარებას, შექმნას ახალი ცოდნა, გააუმჯობესოს კვლევის ხარისხი. პროგრამა ამზადებს დამოუკიდებელ, მაღალკვალიფიციურ მკვლევრებს და აკადემიურ კადრებს უმაღლესი სასწავლო დაწესებულებებისთვის, ანალიტიკური კვლევითი ცენტრებისთვის, საჯარო სექტორისთვის და სხვა დაინტერესებული ორგანიზაციებისთვის. საჯარო მმართველობის დოქტორს აქვს დარგის მაღალკვალიფიციური ცოდნა და შეუძლია მნიშვნელოვანი წვლილი შეიტანოს საჯარო მმართველობის სფეროს განვითარებაში ახალი ცოდნის გენერირების, გავრცელებისა და კომერციალიზაციის გზით. აქედან გამომდინარე, საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამა უზრუნველყოფს:

-     საჯარო მმართველობის სფეროში ახალი ცოდნის გენერირებას;

-     საჯარო მმართველობის სფეროში მაღალკვალიფიციური მკვლევრების მომზადებას;

-     საჯარო მმართველობის სფეროში კვალიფიციური აკადემიური კადრების მომზადებას;

- საჯარო მმართველობის სფეროში სამეცნიერო პროდუქციის კომერციალიზაციის განვითარებას.

საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამაზე სწავლის უფლება აქვს მაგისტრის, ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის მქონე პირს, ვისაც მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი საჯარო მმართველობის ან მომიჯნავე დარგებში. გამონაკლისი დაიშვება სადისერტაციო საბჭოს გადაწყვეტილებით, კვლევის გამოცდილებისა და შესაბამისი კვალიფიკაციის შეფასების საფუძველზე.

პროგრამის შესაძლო საკვლევი თემატიკა შეგიძლიათ იხილოთ ბმულის სახით. 

საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტში გამოყენებული ძირითადი სწავლება-სწავლის მეთოდები უზრუნველყოფს სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას, ხოლო არსებული სწავლების მეთოდების ერთობლიობა - პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მიღწევას. სასწავლო კურსის სილაბუსით გათვალისწინებული სწავლება-სწავლის მეთოდები ხელს უწყობს კონკრეტული მასალის ათვისებას და ავითარებს სტუდენტის ტრანსფერულ უნარებს.

საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის განხორციელება უზრუნველყოფილია შესაბამისი ადამიანური რესურსით. საგანმანათლებლო პროგრამით გათვალისწინებულ სასწავლო კომპონენტებს უძღვება როგორც უნივერსიტეტის აკადემიური პერსონალი, აგრეთვე სათანადო გამოცდილებისა და კომპეტენციების მქონე მოწვეული სპეციალისტები. ადამიანური რესურსის შესახებ დამატებითი ინფორმაცია იხილეთ დანართში.

პროგრამის აკადემიური პროცესის მიღმა უნივერსიტეტი დოქტორანტებს კვლევების დეპარტამენტის საშუალებით სხვადასხვა ტიპის მხარდაჭერას სთავაზობს.  მათ შეუძლიათ მონაწილეობა მიიღონ მცირე, შიდასაუნივერსიტეტო საგრანტო კონკურსში და აკადემიურ პერსონალთან ერთად განახორციელონ კვლევითი პროექტი. 

უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტი ასევე უზრუნველყოფს კვლევასთან დაკავშირებული სხვადასხვა აქტივობებისთვის დაფინანსების გამოყოფას, მაგალითად პროსპექტუსის წამატებით დაცვის შემდეგ დოქტორანტებს ექნებათ შესაძლებლობა კონკურსის საფუძველზე მოიპოვონ საუნივერსიტეტო სადოქტორო სტიპენდია საკუთარი სადისერტაციო ნაშრომის ემპირიული კვლევის განსახორციელებლად საჭირო ფინანსური ხარჯების დასაფარად. 

თანამშრომლებს, რომლებიც სადოქტორო კვლევის ბოლო ეტაპზე იმყოფებიან, ჯიპა - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი  დისერტაციის დასასრულებლად სთავაზობს სამეცნიერო შვებულებას. უნივერსიტეტი ასევე უზრუნველყოფს სწავლის ღირებულების 75% დაფინანსებას თანამშრომლებისთვის.

დოქტორანტების პროფილები დაემატება ევროკავშირის მიერ დაფინანსებულ, ERASMUS + KA2 პროგრამის პროექტის - ,,საქართველოს უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში სამეცნიერო კვლევების განვითარების ხელშეწყობა” (Raising Research Capacity of Georgian HEIs through Developing R&D Units – HERD - https://herd.tsu.ge/) ფარგლებში შექმნილ სამეცნიერო პორტალს. 

სადოქტორო პროგრამის სტუდენტებზე გავრცელდება  უნივერსიტეტში მოქმედი ინტერნაციონალიზაციის მექანიზმები და სამეცნიერო კონფერენციებში მონაწილეობის მხარდამჭერი ინსტრუმენტები. 

უნივერსიტეტის კვლევების დეპარტამენტი ასევე სთავაზობს დოქტორანტ სტუდენტებს სამეცნიერო საგრანტო პროექტების შესახებ ინფორმაციას და კონსულტირების შესაძლებლობას სამეცნიერო პროექტების მოპოვებისა და მართვის მიმართულებით. 

საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამით გათვალისწინებული სწავლის შედეგების მისაღწევად გამოიყენება სტუდენტებისთვის შეზღუდვების გარეშე ხელმისაწვდომი უნივერსიტეტის ინფრასტრუქტურა და მატერიალურ-ტექნიკური რესურსი.

საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის კურსდამთავრებულს შეუძლია დაიკავოს მკვლევრის/ანალიტიკოსის პოზიცია კვლევით ინსტიტუტებში, კერძო და სხვა ორგანიზაციებში, ან/და აკადემიური თანამდებობა უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებში.

საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამის სასწავლო გეგმა. 

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სადისერტაციო საბჭოსა და დოქტორანტურის დებულება

სოციალურ მეცნიერებათა სკოლის სადისერტაციო საბჭო

GIPA - საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი აცხადებს მიღებას საჯარო მმართველობის სადოქტორო პროგრამაზე:

დოქტორანტურაში ჩარიცხვის მსურველებმ უნდა წარმოადგინონ   საბუთებ:

  • პროფესიული ბიოგრაფია (CV);
  • შევსებული სააპლიკაციო ფორმა; ჩამოტვირთეთ აქ
  • მაგისტრის ან მასთან გათანაბრებული აკადემიური ხარისხის ფლობის დამადასტურებელი დიპლომის ასლი (უცხოეთში მიღებული განათლების დამადასტურებელი დიპლომის აღიარება დადასტურებული უნდა იყოს განათლების ხარისხის განვითარების ეროვნული ცენტრის მიერ);
  • მაგისტრის დიპლომის დანართი;
  • პირადობის მოწმობის ასლი;
  • ბიომეტრული ფოტოსურათი 3X4 - ზე;
  • სადოქტორო კვლევის პროექტი (მინიმუმ 1000 სიტყვა); იხილეთ ფორმა
  • ინგლისური ენის ცოდნის დამადასტურებელი B2 დონის საერთაშორისო სერტიფიკატი. (TOEFL (P/B 513 score; I/BT 87score); IELTS (5.5 Band); FCE; BEC Vantage; PTE (General level 3); PTE Academic (59p); Michigan ECCE). ასეთის არ არსებობის, შემთხვევაში უნივერსიტეტი უზრუნველყოფს შიდა გამოცდის ჩატარებას ინგლისურ ენაში; ინგლისური ენის გამოცდის ჩაბარების ვალდებულებისგან თავისუფლდებიან ის კანდიდატები, რომლებსაც დასრულებული აქვთ ინგლისურენოვანი საბაკალავრო ან სამაგისტრო პროგრამა საქართველოში ან მის ფარგლებს გარეთ;

 

შიდა მისაღები პროცედურები:

შერჩევის კრიტერიუმები

  • მოტივაცია;
  • გამოქვეყნებული ან დასაბეჭდად მიღებული სამეცნიერო ნაშრომების არსებობა;
  • დარგის ცოდნა;
  • წარმოდგენილი კვლევის პროექტი;
  • პროფესიული ბიოგრაფიის შეფასება/სასწავლო/კვლევით საქმიანობასთან დაკავშირებული სხვა აქტივობები.

საბუთების მიღება მიმდინარეობს ელექტრონულად, 2024 წლის 15 სექტემბრის ჩათვლით,  ონლაინ მისამართზე: m.dotiashvili@gipa.ge

დამატებითი ინფორმაციისთვის მიმართეთ სადოქტორო პროგრამების კოორდინატორი მარიამ დოთიაშვილს, ტელ: 595659556

შენიშვნა: იმ შემთხვევაში თუ თქვენ მაგისტრატურა დამთავრებული გაქვთ საქართველოს ფარგლებს გარეთ, შესაბამისი ხარისხის დამადასტურებელ დოკუმენტთან - დიპლომთან ერთად, უნდა წარმოადგინოთ განათლების ხარისხის ეროვნული ცენტრის მიერ გაცემული დოკუმენტი - უცხოეთში მიღებული განათლების აღიარების შესახებ.

   

 

სწავლის ღირებულება

პროგრამის ერთი წლის ღირებულება შეადგენს 3300 ლარს. გადახდა შესაძლებელია ორ ეტაპად, სემესტრების მიხედვით.

თუ დოქტორანტი სამ წელიწადში ვერ ასრულებს სადოქტორო ნაშრომს, შესაძლებელია დამატებით  4 სემესტრის აღება, მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ დოქტორანტს მოპოვებული აქვს სასწავლო კომპონენტისთვის განსაზღვრული 60 კრედიტი და დამატებითი დრო სჭირდება სადოქტორო კვლევის დასასრულებლად. 

დამატებითი სემესტრის აღების შემთხვევაში დოქტორანტი ვალდებულია გადაიხადოს წლიური ღირებულების ნახევარი. 

საბანკო რეკვიზიტები:

სს „ თიბისი ბანკი“

საბანკო კოდი (მფო): TBCB GE 22

მიმღების დასახელება - ააიპ საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტი

ანგარიშის ნომერი - GE84TB1100000110700419 / GEL

გადახდისას, დანიშნულებაში მიუთითეთ პირადი ნომერი და პროგრამის სახელწოდება

  1. ნიკოლოზ აბუაშვილი - ბიზნესის ღირებულების ზრდის მიკრო და მაკრო ფაქტორები
  2. თორნიკე შარაშენიძე - იდეოლოგიებისა და გეოპოლიტიკური კონცეფციების შესაძლო გავლენა რუსეთის ქცევაზე საერთაშორისო პოლიტიკაში
  3. ნინო დოლიძე - პროფესიული განვითარებისა და ტრენინგის სისტემის მოდელები საქართველოს საჯარო სექტორში
  4. ნინო ღონღაძე - კორუფციის აღქმა საქართველოს საჯარო სამსახურში
  5. თამარ კობერიძე - სამოქალაქო ადვოკატირების ზეგავლენა საქართველოს საჯარო სექტორზე
  6. ბაკურ კვაშილავა - კონსტიტუციური წყობისა და საარჩევნო სისტემის გავლენა პოლიტიკური პარტიების განვითარებაზე პოსტსოციალისტური ევროპის დემოკრატიებში
  7. ალექსანდრე სვანიშვილი - ტერიტორიული საზოგადოებრივი თვითმმართველობის მნიშვნელობა და როლი ადგილობრივი თვითმმართველობის სისტემაში
  8. თიკოს ცომაია - სელექციური აბორტი და მედია
  9. ვანო ცერცვაძე - რისკისა და სარგებლის დისკონტირების ფაქტორების გავლენა ეკონომიკური ქცევის მოდელებზე ადიქციურ ჯგუფებში
  10. ქეთევან მუმლაძე: გარდაქმნისა და საჯაროობის კონცეპტის რეფრაქცია ქართულ ბეჭდურ მედიაში
  11. პაატა მეძველია: ევროპის წამყვანი ქვეყნების ეკონომიკური ზრდის მთავარი ინდიკატორების ეფექტი საშუალო ვადიან პერსპექტივაში
  12. თამარ კახაძე: რუსეთის ფედერაციის როლი და გავლენა საქართველოს ჩრდილოატლანტიკურ ალიანსში ინტეგრაციის პროცესზე 1999-2008 წლებში

ტროის უნივერსიტეტსა და საქართველოს საზოგადოებრივ საქმეთა ინსტიტუტს  შორის არსებული პარტნიორობის ფარგლებში შეიქმნა ონლაინ სამეცნიერო ჟურნალი Journal of Politics and Democratization (JPD). 

„პოლიტიკისა და დემოკრატიზაციის“ ჟურნალი წარმოადგენს ახალ, ინტერდისციპლინარულ, რეცენზირებად ონლაინ ჟურნალს. რომელში გამოქვეყნების უფლებაც ორმაგი რეცენზირების წარმატებით გავლის შემთხვევაში აქვთ სადოქტორო პროგრამების სტუდენტებს. 

ონლაინ ჟურნალის ვებ მისამართია: https://gipa.ge/JPD

პროგრამის კოორდინატორი

მარიამ დოთიაშვილი

ელ. ფოსტა: m.dotiashvili@gipa.ge

მობ.: +995 598 735 474

მისამართი: თბილისი, რუსთავის გზატკეცილი #22ა.