• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი / პროფესიული მასწავლებელი

    ნინო მაღრაძე

    განახლებადი ენერგიების მენეჯმენტის პროფესიული პროგრამის ხელმძღვანელი / პროფესიული მასწავლებელი

    ელფოსტა: nino.maghradze@gipa.ge

    ნინო მაღრაძე ენერგეტიკისა და ელექტროინჟინერიის დოქტორია. მდგრადი ენერგეტიკის მიმართულებით ესტონეთში, ტალინის ტექნიკურ უნივერსიტეტსა და ტარტუს უნივერსიტეტში მიღებული აქვს მაგისტრის ხარისხი. ასევე, ზემო ავსტრიის გამოყენებით მეცნიერებათა უნივერსიტეტში მუშაობდა ნაშრომზე “ქსელზე მიერთებული ფოტოელექტრული გარდამქმნელი სისტემების ტექნიკური და ეკონომიკური განხორციელებადობის შესაძლებლობა ბალტიისპირეთში”.

    მისი ექსპერტიზა ელექტროენერგიის ბაზრის უწყვეტ კვლევას და განახლებადი ენერგიის პროექტების მართვას მოიცავს. ნინოს საქმიანობის მთავარ მიმართულებას წარმოადგენს ელექტროენერგიის ბაზრის რეგულაციების, კანონმდებლობისა და სტრუქტურული ცვლილებების უწყვეტი მონიტორინგი. იგი აქტიურად მონაწილეობს ჰიდროელექტროსადგურების ოპერირებაში, ასევე ადგილობრივი და საექსპორტო გაყიდვების სტრატეგიების ჩამოყალიბებასა და განხორციელებაში. მისი ანალიტიკური საქმიანობა განაპირობებს საინვესტიციო პროექტების ბაზრის მიმდინარე ტენდენციებთან და მარეგულირებელ მოთხოვნებთან ადაპტაციას, რაც მნიშვნელოვანწილად უწყობს ხელს საქართველოს ენერგეტიკული პოტენციალის განვითარებასა და მდგრადი საინვესტიციო გარემოს ჩამოყალიბებას.

    სასწავლო კურსები: 

     

    • განახლებადი ენერგიის პროექტების მენეჯმენტი
    • ჰიდროენერგეტიკული პროექტები