• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური

    საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის მიზანია უნივერსიტეტის ინტერნაციონალიზაციის პროცესის ხელმძღვანელობა და საუნივერსიტეტო განვითარების ხელშეწყობა. ინტერნაციონალიზაცია უნივერსიტეტის სტრატეგიულ პრიორიტეტს წარმოადგენს, რაც შესაბამის სტრატეგიულ მიზნებში იკითხება, მათ შორის გაცვლითი პროგრამების განვითარების, უცხოელი სტუდენტების მოზიდვის, სასწავლო და კვლევითი პროცესის ინტერნაციონალიზციის და საერთაშორისოდ აკრედიტებული პროგრამების განვითარების მიმართულებებში. 

    საერთაშორისო ურთიერთობების სამსახური აღნიშნული მიზნების მისაღწევად თანამშრომლობს უცხო ქვეყნის უმაღლეს საგანმანათლებლო დაწესებულებებთან და საგანმანათლებლო საქმიანობასთან დაკავშირებულ ორგანიზაციებთან მჭიდროდ. აღნიშნული თანამშრომლობა ორიენტირებულია გაცვლითი პროგრამების, ერთობლივი კვლევების, კონფერენციების და სხვა საგანმანათლებლო აქტივობების განხორციელებაზე, რაც თავის მხრივ ხელს უწყობს სტუდენტების, აკადემიური და ადმინისტრაციული  პერსონალის საერთაშორისო საგანმანათლებლო სივრცეში ინტეგრირებას. სამსახური მუშაობას საერთაშორისო პროფესიულ  ქსელების გაძლიერების მიმართულებით და ახდენს სხვა სტრუქტურულ ერთეულებთან კოორდინაციას უნივერსიტეტის შემდგომი განვითარებისათვის საჭირო პროექტების და აქტივობების ინიცირების და განხორციელებისთვის და ასევე ფონდების მოძიებისათვის.

    საკონტაქტო ინფორმაცია:

    ანანო გორგოძე

    საერთაშორისო ურთიერთობების სამსახურის ხელმძღვანელი 

    ელ. ფოსტა:  a.gorgodze@gipa.ge 

    მობ: +995 599 42 48 00

    ნიკოლოზ ბაქრაძე

    გაცვლითი პროგრამების კოორდინატორი

    ელ. ფოსტა:  n.bakradze@gipa.ge

    მობ: +995 577 57 75 11

    პარტნიორი უნივერსიტეტები:

    ამერიკის შეერთებული შტატები

    • University of Georgia
    • George Mason University
    • Troy University
    • Michigan State University
    • University of Wyoming
    • Kennesaw State University 
    • Northern Arizona University

    ავსტრიის რესპუბლიკა

    • University of Salzburg

    ბულგარეთის რესპუბლიკა

    • Burgas Free University 
    • University of National and World Economy 
    • Varna University of Economics 

    ბელგიის სამეფო

    • AP University College Antwerp
    • UC Leuven Limburg

    გერმანია

    • University of Hamburg 
    • Gottfried Wilhelm Leibniz Universität Hannover
    • Berlin School of Economics and Law
    • leipzig University of Applied Sciences
    • Darmstadt University of Applied Sciences
    • NBS Northern Business School

    ესპანეთის სამეფო

    • University of Santiago de Compostela 
    • University of Cordoba
    • University of Vigo
    • Universidad Católica San Antonio de Murcia
    • University of Barcelona
    • Mondragon University

    ესტონეთის რესპუბლიკა

    • University of Tartu
    • Tallinn University

    იტალიის რესპუბლიკა

    • SDA Bocconi School of Management
    • University of Cagliari
    • University of Perugia
    • University of Catania
    • University of Rome Tor Vergata

    ლატვიის რესპუბლიკა

    • BA School of Business and Finance 
    • Vidzeme University of Applied Sciences 
    • RISEBA University of Applied Sciences 
    • Riga Technical University

    ლიეტუვის რესპუბლიკა

    • Kazimieras Simonavičius University 
    • Vytautas Magnus University 

    ნიდერლანდების სამეფო

    • Radboud University
    • Maastricht School of Management 
    • The Hague University of Applied Sciences
    • Hanze University of Applied Sciences, Groningen
    • Fontys University of Applied Sciences

    ნორვეგიის სამეფო

    • NLA University College 

    პოლონეთი რესპუბლიკა

    • University of Wrocław
    • Jagiellonian University
    • University of Dąbrowa Górnicza
    • Warsaw School of Economics
    • The University College of Enterprise and Administration

    პორტუგალიის რესპუბლიკა

    • University of Porto 

    რუმინეთის რესპუბლიკა

    • National University of Political Studies and Public Administration 

    საბერძნეთის რესპუბლიკა

    • International Hellenic University

    საფრანგეთის რესპუბლიკა

    • Lille Catholic University
    • EDHEC Business School
    • Amiens School of Business
    • University of Clermont Auvergne
    • Institut Mines-Télécom Business School

    სლოვაკეთის რესპუბლიკა

    • University of Economics in Bratislava 

    სლოვენიის რესპუბლიკა

    • GEA College

    სერბეთის რესპუბლიკა

    • University Business Academy in Novi Sad

    სომხეთის რესპუბლიკა

    • Public Administration Academy of the Republic of Armenia

    უნგრეთი

    • Eötvös Loránd University 
    • Budapest Metropolitan University
    • Szent István University
    • University of Pécs

    ფინეთი

    • Haaga-Helia University of Applied Sciences

    შვედეთის სამეფო

    • University of Gothenburg

    ჩეხეთის რესპუბლიკა

    • Masaryk University
    • Prague University of Economics and Business
    • Institute of Technology and Business in Ceske Budejovice 

    ხორვატიის რესპუბლიკა

    • College of Applied Sciences“lavoslav Ružička 
    • University of Rijeka

    გაცვლითი პროგრამები:

    შშ

    • Northern Arizona University
    • Michigan State University 
    • Kennesaw State University
    • University of Wyoming

     

    ბულგარეთი

    • University of National and World Economy
    • Varna University of Economics

    ბელგია

    • UC Leuven Limburg 

    გერმანია

    • Leibniz Universität Hannover 
    • Universität Hamburg 
    • Berlin School of Economics and Law
    • leipzig University of Applied Sciences 
    • Darmstadt University of Applied Sciences 

    ესპანეთი

    ტალია

    • University of Cagliari 
    • University of Perugia
    • University of Catania 

    ლატვია

    • Vidzeme University of Applied Sciences 

    ნიდერლანდები

    • The Hague University of Applied Sciences
    • Hanze University of Applied Sciences, Groningen
    • Fontys University of Applied Sciences

    საფრანგეთი

    • Lille Catholic University 
    • EDHEC Business School 
    • Amiens School of Business 
    • University of Clermont Auvergne 

    სლოვაკეთი

    • University of Economics in Bratislava 

    ჩეხეთი

    • Prague University of Economics and Business
    • Institute of Technology and Business in Ceske Budejovice
    • Masaryk University 

    ხორვატია

    • University of Rijeka 

    ოლონეთი

    • University of Wrocław 
    • University of Dąbrowa Górnicza 
    • Warsaw School of Economics

    ორტუგალია

    • University of Porto

    ნგრეთი

    • Budapest Metropolitan University 

    Erasmus+ არის ევროკავშირის საგრანტო პროგრამა, რომელიც განახორციელებს პროექტებს განათლების, ტრეინინგის, ახალგაზრდობისა და სპორტის მიმართულებით 2014 წლიდან მოყოლებული.

    აღნიშნული პროგრამის მიზანია განათლების მოდერნიზება, ცოდნისა და დასაქმების დონის ამაღლება, ასევე, ტრეინინგები და ახალგაზრდებთან მუშაობა.

    Erasmus+ საერთაშორისო კრედიტ მობილობა (International Credit Mobility – ICM) - მოკლევადიანი გაცვლითი პროგრამაა უმაღლესი საგანმანათლებლო დაწესებულების სტუდენტებისთვის და აკადემიური/ადმინისტრაციული პერსონალისთვის. 

    ICM-ის გაცვლითი პროგრამები ხორციელდება GIPA-სა და ევროპის პარტნიორ უნივერსიტეტებს შორის გაფორმებული საპარტნიორო შეთანხმების ფარგლებში. 

    საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) ფარგლებში დაფინანსებული პროექტები (2016 წ. კონკურსი)

    • Austria, University of Salzburg;
    • Slovak Republic, University of Economics in Bratislava;
    • Belgium, AP University College Antwerp;
    • Finland, Haaga-Helia University of Applied Sciences;

    საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) ფარგლებში დაფინანსებული პროექტები (2018 . კონკურსი)

    • Netherlands, Radboud University;
    • Norway, NLA University College;
    • Belgium, AP University College Antwerp;
    • Finland, Haaga-Helia University of Applied Sciences;
    • Estonia, University of Tartu;
    • Poland, Warsaw School of Economics;
    • Spain, University of Santiago de Compostela;
    • Italy, University of Cagliari; 
    • Croatia, College of Applied Sciences“ lavoslav Ružička“;
    • Romania, National University of Political Studies and Public Administration;

    საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) ფარგლებში დაფინანსებული პროექტები (2019 . კონკურსი)

    • Austria, University of Salzburg;
    • Netherlands, The Hague University of Applied Sciences;
    • Estonia, Tallinn University;
    • Croatia, College of Applied Sciences“ lavoslav Ružička“;
    • Croatia, University of Rijeka;
    • Sweden, University of Gothenburg;
    • Belgium, AP University College Antwerp;
    • Latvia, BA School of Business and Finance;
    • Poland, Jagiellonian University in Krakow
    • Poland, University College of Enterprise and Administration (WSPA);
    • Spain, University of Santiago de Compostela;
    • Spain, University of Cordoba;

     

    საერთაშორისო კრედიტ მობილობის (ICM) ფარგლებში დაფინანსებული პროექტები (2020 . კონკურსი)

    • France, University of Clermont Auvergne; 
    • France, Lille Catholic University;
    • Germany, University of Hamburg; 
    • Italy, University of Rome Tor Vergata;
    • Norway, NLA University College; 
    • Belgium, AP University College Antwerp;
    • Finland, Haaga-Helia University of Applied Sciences;
    • Netherlands, Radboud University; 
    • Netherlands, The Hague University of Applied Sciences; 
    • Hungary, University of Pecs; 
    • Hungary, Eötvös Loránd University
    • Hungary, Szent István University
    • Czech Republic, Masaryk University
    • Poland, Jagiellonian University in Krakow
    • Poland, University of Wroclaw
    • Spain, University of Santiago de Compostela;
    • Spain, University of Cordoba; Universidad Católica San Antonio de Murcia
    • Spain, University of Vigo
    • Spain, University of Cordoba
    • Slovakia, University of Economics in Bratislava; 
    • Croatia, College of Applied Sciences“lavoslav Ružička; 

    პრაქტიკული ინფორმაცია უცხოელი გაცვლითი სტუდენტებისთვის 

    ინგლისურენოვანი პროგრამები და კურსები

    ფინანსური საკითხები

    გაცვლითი სტუდენტები არ იხდიან სწავლის საფასურს. თუ თქვენ ხართ ერაზმუსის ან ორმხრივი გაცვლითი პროგრამის სტუდენტი უცხოური პარტნიორი საგანმანათლებლო დაწესებულებიდან, რომელთანაც გვაქვს გაცვლითი ხელშეკრულება, თქვენ არ უნდა გადაიხადოთ სწავლის საფასური. ერასმუსის გაცვლით სტუდენტებს შეუძლიათ მიმართონ მშობლიურ უნივერსიტეტს ერასმუსის სტიპენდიასთან დაკავშირებით.

    საყოფაცხოვრებო ხარჯები 

    საყოფაცხოვრებო ხარჯები ინდივიდუალურია, თუმცა ცხრილში იხილავთ რამდენიმე მაგალითს, რაც დაგეხმარებათ ყოველთვიური ბიუჯეტის ფორმირებაში (ფასები დედაქალაქისთვის - თბილისი

    1 ევრო = 3.6034 ქართულ ლარს (2020 წლის აგვისტოსტოს მონაცემებით; გაცვლითი კურსის შესამოწმებლად, ეწვიეთ InforEuro)

    კატეგორია

    ფასები

    ბინის დაქირავება ქალაქის ცენტრში

    900 - 1300 ლარი /თვეში

    კვება და დღიური ხარჯები:

    400 - 500 ლარი /თვეში

    ადგილობრივი ზარის ღირებულება

    0.21 თეთრი/წუთი/ საქართველოში

    ზარის ღირებულება ევროპაში

    0.88  თეთრი /წუთი /ევროპაში

    ავტობუსის/მეტროს ბილეთი: ერთი გზა

    0.50 თეთრი/ ერთი გზა

    დამატებითი ინფორმაცია შეგიძლიათ იხილოთ აქ:

    https://www.numbeo.com/cost-of-living/in/Tbilisi

    https://www.expatistan.com/cost-of-living/tbilisi 

    საცხოვრებელი

    ამ ეტაპზე, GIPA–ს არ აქვს  სტუდენტთა საერთო საცხოვრებელი. შესაბამისად, უცხოელმა გაცვლითმა სტუდენტებმა თავადვე უნდა იზრუნონ თბილისში ბინის დაქირავებასთან დაკავშირებულ საკითხებზე. ამასთან, GIPA-ს საერთაშორისო ურთიერთობების და განვითარების დეპარტამენტი  დაეხმარება უცხოელ სტუდენტებს და პერსონალს, თბილისში შესაბამისი საცხოვრებლის მოძიებაში.

    თბილისში ბინის დაქირავებასთან დაკავშირებული ინფორმაციის ნახვა შესაძლებელია შემდეგ ბმულებში:

    https://www.myhome.ge/en/  

    https://gancxadebebi.ge/en

    https://place.ge/en 

    Airbnb Tbilisi

    ვიზა

    თქვენი მოქალაქეობიდან გამომდინარე შეიძლება დაგჭირდეთ ან არ დაგჭირდეთ ვიზა საქართველოში შემოსასვლელად. გთხოვთ, დაუკავშირდეთ საქართველოს საელჩოს/ საკონსულოს თქვენს ქვეყანაში ან გაეცნოთ საქართველოს საგარეო საქმეთა სამინისტროს ვებ გვერდს, დამატებითი ინფორმაციის მისაღებად ბინადრობის წესებთან დაკავშირებით.

    მოქალაქეებსა და პირებს, რომლებიც მუდმივად ცხოვრობენ აქ ჩამოთვლილ ქვეყნებში, შეუძლიათ შემოვიდნენ და დარჩნენ საქართველოში უვიზოდ. გთხოვთ გაითვალისწინოთ, რომ ევროკავშირის წევრი სახელმწიფოების მოქალაქეებს საქართველოში შეუძლიათ შემოსვლა როგორც სამგზავრო დოკუმენტით, ასევე ევროკავშირის წევრი ქვეყნის მიერ გაცემული პირადობის მოწმობით. პირადობის მოწმობაში უნდა იყოს მითითებული სახელი, გვარი, დაბადების თარიღი და პირის ფოტო. ევროკავშირის წევრი ქვეყნების მოქალაქეებისთვის ვიზის გარეშე ყოფნის მაქსიმალური პერიოდი ერთი წელია.

    დაზღვევა

    თბილისში ვიზიტის მოსამზადებლად ძალზე მნიშვნელოვანია თქვენი ჯანმრთელობის დაზღვევასთან დაკავშირებული საკითხების მოგვარება. GIPA გირჩევთ, რომ საქართველოში მოგზაურობამდე დაუკავშირდეთ თქვენს ჯანმრთელობის დაზღვევის კომპანიას და გაარკვიოთ, თუ რა უნდა გააკეთოთ იმისათვის, რომ სწორად იყოთ დაზღვეული  სამედიცინო ხარჯებისგან.

    ალტერნატიულად, ასევე შესაძლებელია, რომ გააფორმოთ სტუდენტური ხელშეკრულება საქართველოს ჯანმრთელობის დაზღვევის პროვაიდერთან თბილისში ჩამოსვლის შემდეგ. ამ შემთხვევაში, დარწმუნდით, რომ თქვენი პირადი სამოგზაურო დაზღვევა ვალიდურია ქართული ჯანმრთელობის დაზღვევის ძალაში შესვლამდე.

    სასარგებლო ბმულები:

    http://www.visitgeorgia.ge

    http://info-tbilisi.com