მედია სფეროში ნინოს გამოცდილება 90-იანი წლების ბოლოს იწყება, როცა მან სამაუწყებლო კომპანია რუსთავი 2-ში პროგრამულ მენეჯერად დაიწყო მუშაობა. ნინო ხელმძღვანელობდა უცხოური გადაცემების შესყიდვას და მენეჯმენტს უკეთებდა საერთაშორისო პროექტებს. იგი ასევე იყო რამდენიმე საგანმანათლებლო და გასართობი გადაცემის აღმასრულებელი პროდუსერი. ამერიკიდან დაბრუნების შემდეგ, ნინო მუშაობდა რეალითი შოუ „კანდიდატის“ პროდიუსერად რუსთავი 2-ში. 2006 წელს ნინო ახლად დაარსებული სატელეკომუნიკაციო კომპანიის „ჯეოლაინის“ აღმასრულებელი დირექტორი გახდა. ამავე წლიდან ის მედია მენეჯმენტის საგნებს კავკასიის ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის სკოლაში ასწავლის.