• EN
  • GIPA შენთვის
  • პროგრამები
  • GIPA-ს შესახებ
  • GIPA-ს გუნდი
  • GIPA-ს სტრუქტურა
  • GIPA-ს საუნივერსიტეტო ფონდი
  • იხ. გაცვლითი პროგრამების კატალოგი

     

    საუნივერსიტეტო გაცვლითი პროგრამები

    Haaga-Helia University (Finland, Helsinki) 

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ყველა პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    ჰააგა ჰელიას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+“-ის პროგრამის ფარგლებში და გულისხმობს სტუდენტებისა და ადმინისტრაციული/აკადემიური პერსონალის გაცვლას. სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მგზავრობის, ყოველდღიური და საცხოვრებელი ხარჯები.

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

      

    Radboud University (Netherlands, Nijmigen)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    Radboud-ის უნივერსიტეტთან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება “Erasmus +” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ ჰოლანდიაში ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მგზავრობა, ცხოვრება და დღიური.

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    University of Salzburg (Austria, Salzburg)

        

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს

    • რა პირობებია?

    უნივერსიტეტთან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება “Erasmus +” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, ცხოვრების ხარჯები და სტიპენდია).

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    AP University College Antwerp (Belgium, Antwerp)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ყველა პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    უნივერსიტეტთან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება “Erasmus +” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სრულად უფინანსდებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მგზავრობა, ცხოვრება და ყოველდღიური ხარჯები.

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    Maastricht School of Management (Netherlands, Maastricht)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს

    • რა პირობებია?

    მაასტრიხტის ბიზნეს სკოლასთან თანამშრომლობის ფარგლებში ხორციელდება სამკვირიანი გაცვლითი პროგრამა GIPA-ს ბიზნესის ადმინისტრირების სამაგისტრო  პროგრამის სტუდენტებისთვის;

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    University of Hamburg (Germany, Hamburg)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    საჯარო მმართველობის, ბიზნესის ადმინისტრირების, საერთაშორისო ურთიერთობების, საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს;

    • რა პირობებია?

    ჰამბურგის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის დეკემბერში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ჰამბურგში.

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა

     

    SDA Bocconi School of Management (Italy, Milan)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს;

    • რა პირობებია?

    2017 წლის თებერვალში, GIPA-ს მმართველობის სკოლასა და ბოკონის მენეჯმენტის სკოლას (SDA Bocconi) შორის ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმი გაფორმდა. შეთანხმება ორმაგი ხარისხის საერთო საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის ჩამოყალიბებას ითვალისწინებს, რომლის მიხედვითაც GIPA-ს მმართველობის სკოლის სტუდენტებს შესაძლებლობა ექნებათ ერთი წლით ისწავლონ ბოკონის უნივერსიტეტში და აიღონ ორმაგი ხარისხის დამადასტურებელი დიპლომი;

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    University of Cagliari (Italy, Cagliari)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    კალიარის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის სექტემბერში. უნივერსიტეტთან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება “Erasmus +” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც, სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ კალიარიში ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, ცხოვრების ხარჯები და სტიპენდია).

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    University of Perugia (Italy, Perugia)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს და ასევე, ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს, რომელიც ფლობს იტალიურ ენას.

    • რა პირობებია?

    პერუჯის უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივნისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პერუჯაში. თავის მხრივ, GIPA მასპინძლობს სტუდენტებს იტალიიდან.

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    University of Wroclaw (Poland, Wroclaw)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    საჯარო მმართველობის და საერთაშორისო ურთიერთობების სამაგისტრო პროგრამების სტუდენტებს;

    • რა პირობებია?

    ვროცლავის უნივერსიტეტთან  თანამშრომლობის შეთანხმებას ხელი მოეწერა 2013 წლის მაისში. თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს ენიჭებათ ორმაგი ხარისხი საჯარო მმართველობასა და პოლიტიკურ მეცნიერებებში;

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    University of Economics in Bratislava (Slovakia, Bratislava)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    ბრატისლავას უნივერსიტეტთან თანამშრომლობა ხორციელდება „Erasmus+ “-ის პროგრამის ფარგლებში და გულისხმობს სტუდენტების, ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლას; ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის მარტში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა ყოველწლიურად 2 სტუდენტი უფასოდ გავუშვათ სასწავლებლად ბრატისლავაში ერთი სემესტრით. სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები (მგზავრობა, ცხოვრების ხარჯები და სტიპენდია).

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    Masaryk University (Czech Republic, Brno)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    სამართლისა და პოლიტიკის სკოლის ყველა პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    მასარიკის უნივერსიტეტთან თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2014 წლის ნოემბერში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა ყოველწლიურად 2 სტუდენტი უფასოდ გავუშვათ სასწავლებლად ჩეხეთში ერთი სემესტრით. თავის მხრივ, GIPA მასპინძლობს სტუდენტებს ჩეხეთიდან.

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    University of Santiago de Compostela (Spain, Santiago de Compostela)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    ესპანეთის ერთ-ერთი უძველესი უნივერსიტეტი. სანტიაგო დე კომპოსტელას უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის იანვარში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში გვაქვს შესაძლებლობა ყოველ წლიურად 2 სტუდენტი უფასოდ გავუშვათ სასწავლებლად ესპანეთში ერთი სემესტრით (სტუდენტებს უფინანსდებათ მგზავრობა, ყოველდღიური ცხოვრება და ეძლევათ ყოველთვიური სტიპენდია).

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    NLA University College (Norway, Kristiansand)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ჟურნალისტიკისა და მედია მენეჯმენტის კავკასიური სკოლის ყველა პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    უნივერსიტეტთან ევროკავშირის დაფინანსებით ხორციელდება “Erasmus +” პროგრამა, რომლის ფარგლებშიც სტუდენტებს სრულად უფინანსედებათ ერთი სემესტრის გავლასთან დაკავშირებული ხარჯები, მათ შორის მგზავრობა, ყოველდღიური და საცხოვრებელი ხარჯები.

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    Vidzeme University of Applied Sciences (Latvia, Valmiera)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ნებისმიერი სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს;

    • რა პირობებია?

    ვიძემის გამოყენებითი მეცნიერებების უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2019 წლის იანვარში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლატვიაში. 

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    Vytautas Magnus University (Lithuania, Kaunas)

     

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    ვიტაუტას მაგნუს უნივერსიტეტთან აკადემიური თანამშრომლობის მემორანდუმს ხელი მოეწერა 2017 წლის ივლისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ლიეტუვაში. 

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    University of National and World Economy (Bulgaria, Sofia)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    ეროვნული და მსოფლიო ეკონომიკის უნივერსიტეტთან აკადემიური თანამშრომლობის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2017 წლის აგვისტოში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ბულგარეთში. 

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    University of Economics, Prague (Czech Republic, Prague)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    პრაღის ეკონომიკის უნივერსიტეტთან ურთიერთთანამშრომლობის მემორანდუმსა და სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში. აღნიშნული თანამშრომლობის ფარგლებში GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ პრაღაში. 

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    Warsaw School of Economics (Poland, Warsaw)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.

    • რა პირობებია?

    ეკონომიკის სფეროში პოლონეთის წამყვანი სახელმწიფო უნივერსიტეტი. ვარშავის ეკონომიკის სკოლასთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივნისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ ვარშავაში. 

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    University of Dąbrowa Górnicza (Poland, Dąbrowa Górnicza)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    დაბროვა გორნიცას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის მაისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ გორნიცაში.

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    University of Rijeka (Croatia, Rijeka)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ბიზნესის ადმინისტრირების საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის და ეკონომიკის საბაკალავრო პროგრამის სტუდენტებს.

    • რა პირობებია?

    რიჟეკას უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წლის ივლისში, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ რიჟეკაში.

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    Troy University (USA Troy/Alabama)

         

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    სამართლისა და პოლიტიკის და სოციალურ მეცნიერებათა სკოლის ყველა პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    ტროის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მოიცავს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლას, ერთობლივი აკადემიური პროგრამების შემუშავებას, ერთობლივი კვლევების ჩატარებას სოციალური მეცნიერებების და საჯარო მმართველობის მიმართულებით. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი ისწავლონ ამერიკაში ფასდაკლებით.

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    Michigan State University (USA East Lansing/Michigan)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    საერთაშორისო სამართლის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

    • რა პირობებია?

    მიჩიგანის უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს, რომლის ფარგლებშიც GIPA-ს სტუდენტებს სწავლის საფასურის გადახდის გარეშე ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი გაიარონ მიჩიგანში.

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    University of Wyoming (USA, Laramie, Wyoming)

     

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    ნებისმიერი საბაკალავრო და სამაგისტრო პროგრამის სტუდენტს.

    • რა პირობებია?

    ვაიომინგის უნივერსიტეტთან თანამშრომლობა მიმდინარეობს ადმინისტრაციული და აკადემიური პერსონალის გაცვლის მიმართულებით, ასევე ითვალისწინებს სტუდენტების სტაჟირებას. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი ისწავლონ ამერიკაში ფასდაკლებით.

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.

     

    Kennesaw State University (USA, Georgia)

    • ვის შეუძლია მონაწილეობის მიღება?

    საჯარო მმართველობის სამაგისტრო პროგრამის სტუდენტებს.

    • რა პირობებია?

    კენესოს უნივერსიტეტთან სტუდენტთა გაცვლის შესახებ შეთანხმებას ხელი მოეწერა 2018 წელს. სტუდენტებს ეძლევათ შესაძლებლობა ერთი სემესტრი ისწავლონ ამერიკაში უფასოდ.

    • როგორ მივიღო მონაწილეობა გაცვლით პროგრამაში?

    გაცვლით პროგრამაში მონაწილეობის მისაღებად შეავსეთ სააპლიკაციო ფორმა.